მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ესაია წინასწარმეტყველი |
თავი 61 |
1სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისა ძლით მცხო მე, მახარებელად გლახაკთა მომავლინა მე. განკურნებად შემუსრვილთა გულითა, ქადაგებად ტყუეთა განტევებასა და ბრმათა ახილვასა, 2წოდებად წელიწადი უფლისაჲ შეწყნარებული, და დღე ნაცვლისმოგებისა ღმრთისა ჩემისა, ნუგეშინის-ცემად ყოველთა მგლოვარეთა, 3მიცემად მგლოვარეთა სიონი დიდებად, ნაცრისა წილ საცხებელი შუებისაჲ მგლოვარეთა, სამკაული დიდებისაჲ სულისა წილ მოწყინებისა, და იწოდნენ: ნათესავებ სიმართლისა, დანერგულ უფლისა სადიდებელად. 4და აღაშენენ ოჴერნი საუკუნითგანნი, მოოჴრებულნი პირველად. აღადგენდენ და განაახლებდენ ქალაქთა ოჴერთა, მოოჴრებულთა ნათესავითგან ნათესავადმდე. 5და მოვიდენ უცხონათესავნი, მმწყსელნი ცხოვართა შენთანი, და უცხოტომნი მჴნველნი და ვენაჴისმოქმედნი. 6ხოლო თქუენ მღდელ უფლისა გეწოდოს, და მელიტანიე ღმრთისა ჩუენისა გეწოდოს თქუენ, ძალსა წარმართთასა შჭამდეთ, და სიმდიდრესა მათსა ზედა საკჳრველ იყვნეთ. 7ნაცვლად სირცხჳლისა თქუენისა მრჩობლი სიხარული და ნაცვლად პატივისა თქუენისა მხიარულებაჲ, ესრეთ მეორედ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ, და სიხარული საუკუნოჲ ზეშთა თავისა მათისა, 8რამეთუ მე ვარ უფალი, მოყუარე სიმართლისაჲ და მოძულე ნატაცებთა სიცრუისაგანთაჲ, და მივსცე შრომაჲ მათი მართალთა, და აღთქმაჲ საუკუნოჲ აღუთქუა მათ. 9და საცნაურ იყოს წარმართთა შორის თესლი მათი და ნაშვისნაშობნი მათნი საშუალ ერთა, ყოველნი მხილველნი მათნი იცნობდეს მათ, ვითარმედ ესე არიან თვსლნი კურთხეულნი ღმრთისა მიერ და შუებით იშუებდენ უფლისა მიმართ. 10იხარებს სული ჩემი უფლისა მიმართ, რამეთუ შემმოსა მე სამოსელი საცხოვარებისაჲ და კუართი მხიარულებისაჲ, ვითარცა სიძესა, გარემომდვა მიტრაჲ და, ვითარცა სძალი, შემამკო მე სამკაულითა. 11და ვითარცა ქვეყანა, აღმაორძინებელი ყუავილსა მისსა, და ვითარცა მტილი განამორჩებნ რაჲ თესლთა მისთა, ეგრეთ აღმოაცენებს უფალი სიმართლესა და სიხარულსა წინაშე ყოველთა წარმართთასა. |
წინა თავი | შემდეგი თავი |