მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ესაია წინასწარმეტყველი
თავი 62

1სიონისათჳს არა დავდუმნე და იერუსალიმისათჳს არ დავაცადო, ვიდრემდისცა გამოვიდეს, ვითარცა ნათელი, სიმართლე ჩემი, ხოლო მაცხოვარება ჩემი, ვითარცა ლამპარი, აღენთოს.

2და იხილონ ნათესავთა სიმართლე შენი და მეფეთა დიდებაჲ შენი, გიწოდის შენ სახელი შენი ახალი, რომელი უფალმან სახელ-სდვას მას.

3და იყო გჳრგჳნ შუენიერების ჴელსა შინა უფლისასა და შარავანდ მეფობისა ჴელსა შინა ღმრთისა შენისასა.

4და არღა მერმე გეწოდოს დატევებულ, და ქუეყანასა შენსა არა ერქუას ოჴერ, რამეთუ შენ გეწოდოს ნება ჩემი და ქუეყანასა შენსა მკჳდროანი, და სათნო იყოს უფალმან შენ შორის, და ქუეყანა შენი დამკჳდრებულ იქმნედ.

5და ვითარცა ჭაბუკმან დამკჳდრებულმან ქალწულსა თანა, ეგრეთ დაიმკჳდრონ ძეთა შენთა შენ თანა. და იყოს, ვითარსახედ იხარებს სიძე სძალსა ზედა, ეგრეთ იხარებდეს უფალი შენ ზედა.

6და ზღუდეთა შენთა ზედა, იერუსალიმ, დავადგინნე მცველნი სრულსა დღესა და სრულსა ღამესა, რომელნი სრულიად არა დადუმნენ, მომჴსენებელნი უფლისანი.

7რამეთუ არა არს თქუენდა მსგავს, უკეთუ განჰმართო და ჰყო იერუსალიმი საქადულ ქუეყანასა ზედა.

8ფუცა უფალმან დიდებისა მიმართ თჳსისა და ძალისა მიმართ მკლავისა თჳსისა, უკეთუ მერმე მივსცე იფქლი შენი და ჭამადნი შენნი მტერთა შენთა, და უკეთუ მერმე სუმიდენ ძენი უცხონი ღჳნოსა შენსა, რომელსა ზედა დაჰშუერ,

9არამედ შემკრებელნი ჭამდენ მათ და აქებდენ უფალსა, და შემკრებელნი სუმიდენ მათ ეზოთა შინა ჩემთა წმიდათა,

10განვედით ბჭეთა მიერ ჩემთა, და გზა-უყავთ ერსა ჩემსა, და ქვანი გზისაგან განასრიენით, აღიღეთ სასწაული წარმართთა მიმართ,

11რამეთუ, აჰა, უფალმან ყო სასმენელ, ვიდრე დასასრულამდე ქვეყანისა. არქუთ ასულსა სიონისასა: აჰა, მაცხოვარი მოვიდა შენდა, მქონებელი სასყიდელსა თჳსსა, და საქმე მისი წინაშე პირსა მისსა.

12და უწოდოს მას ერი წმიდაჲ. გამოჴსნილ უფლისა მიერ. ხოლო შენ გეწოდოს გამოძიებულ ქალაქ და არდატევებულ.


წინა თავი შემდეგი თავი