მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ესაია წინასწარმეტყველი
თავი 63

1ვინ არს ესე მომავალი ედომით გამო, სიმეწამულე სამოსელთა მისთა ბოსორით გამო? ესე შუენიერ სამოსლის თანა მისისა, მაიძულებელ ძალისა მიერ; მე სიტყჳს-ვმგებლობ სიმართლესა და მსჯავრსა მაცხოვარებისასა.

2რაჲსათჳს შენნი მეწამულ შესამოსელნი და საბლარდნელნი შენნი, ვითარცა წნეხისაგან საწნეხლისა, სავსედ დათრგუნვილისა,

3საწნეხელი დავთრგუნე მარტომან, და ნათესავთაგანი არა არს მამაკაცი ჩემ თანა და დავთრგუნენ იგინი გულისწყრომისა მიერ, და დავფქვენ იგინი, ვითარცა ქუეყანა, და შთავიყვანე სისხლი მათი ქუეყანად მიმართ და შეისვარა სამოსელი ჩემი,

4რამეთუ დღე მისაგებელისა მოიწია მათ ზედა, და წელიწადი გამოჴსნისა წარმოდგა.

5და მე ვიხილე, და არა იყო შემწე, და განვიცადე და არა ვინ თანაიღუწიდა, და გამოიჴსნნა იგინი მკლავმან ჩემმან, და გულისწყრომა ჩემი ეწია.

6და დავთრგუნენ იგინი რისხვითა ჩემითა, და შთავიყვანე სისხლი მათი ქუეყანად მიმართ.

7წყალობა უფლისაჲ მოვიჴსენე, სათნოებანი უფლისანი ყოველთა შინა, რომელ მომაგებს ჩუენ. უფალი, მსაჯულ სახიერ სახლისა ისრაილისა, მოაწევს ჩუენ ზედა წყალობისაებრ მისისა და სიმრავლისაებრ სიმართლისა მისისა.

8და თქუა: არა ერი ჩემი არსა შვილებ? არა უარ იქმნენ, და ექმნა მათ მაცხოვარება

9ყოვლისაგან ჭირისა მათისა; არცა მოციქულმან, არცა ანგელოზმან, არამედ თჳთ უფალმან აცხოვნნა იგინი სიყუარულისათჳს მათისა და რიდებისა მათისა, თჳთ მან იჴსნნა იგინი და აღიხუნა იგინი და აღამაღლნა იგინი ყოველთა დღეთა საუკუნოჲსათა.

10ხოლო იგინი ურჩ ექმნნეს და განაძჳნეს სული წმიდაჲ მისი, და გარდაექცა მათ უფალი მტერად და იგი ებრძოლა მათ.

11და მოიჴსენა დღეთა საუკუნეთა. სადა არს მოსე და ერი მისი? სადა არს, რომელმან აღმოიყვანა ქუეყანისაგან მწყემსი ცხოვართა თჳსთა? სადა არს, რომელმან დადვა მათ შორის სული წმიდაჲ?

12რომელმან აღმოიყვანა მარჯუენითა მოსე, მკლავმან დიდებისა მისისამან, ესრეთ მოიყვანე ერი შენი. განძლიერდა წყალი პირისპირ მისსა, ქმნად თავისა თჳსისა სახელსა საუკუნესა.

13განიყვანნა იგინი უგზოჲსა მიერ, ვითარცა ცხენი უდაბნოსაგან, და არა დაშურეს.

14და ვითარცა საცხოვარი ველისაგან, შთამოვიდა სული უფლისა მიერ და გზა-უყო მათ. ესრეთ განიყვანე ერი შენი, ყოფად იგი სახელად დიდებისა.

15მოიქეც ცით გამო, და იხილე სახლით გამო წმიდით შენით და დიდებით. სადა არს შური შენი და ძალი შენი, სადა არს სიმრავლე წყალობისა შენისა და შემწყნარებელობათა შენთა, რამეთუ თავს-მისხენ ჩვენ?

16რამეთუ შენ ხარ მამა ჩუენი, რამეთუ აბრაჰამმან არა მიცნა ჩუენ, და არცა ისრაილ შემისწავლნა ჩუენ, არამედ შენ, უფალო მამაო ჩუენო, მიჴსნენ ჩუენ, დასაბამითგან სახელი შენი ჩვენ ზედა არს.

17რაჲსა შემაცთუნენ ჩუენ, უფალო, გზისაგან შენისა, განაფიცხენ გულნი ჩუენნი არშეშინებად შენგან, მოიქეც მონათა შენთათჳს და ნათესავისათჳს სამკჳდრებელისა შენისა.

18რომელთა მცირედ დავიმკჳდროთ მთისა წმიდისა შენისა. წინააღმდგომთა ჩუენთა შეგუაიწრეს ჩუენ და დათრგუნეს სიწმიდე შენი.

19ვიქმნენით ვითარცა დასაბამსა, ოდეს არა გუმთავრობდ ჩუენ, არცა იწოდა სახელი შენი ჩვენ ზედა.


წინა თავი შემდეგი თავი