მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ესაია წინასწარმეტყველი
თავი 8

1და თქვა უფალმან ჩემდამო: მიიღე შენდად გრაგნილი ქარტისა ახლისა დიდისა და დაწერე მას ზედა საწერელითა კაცისათა მალიად ქმნაჲ იავარსა ნატყუენავთასა, რამეთუ მოწევნულ არს.

2და მოწამე მიყვენ მე სარწმუნონი კაცნი: ურია მღდელი და ზაქარია, ძე ბარაქიასი.

3და მისლვა-ვყავ წინასწარმეტყველაჲს მიმართ, და მუცლად-იღო და შვა ძე. და თქუა უფალმან ჩემდამო: უწოდე სახელი მისი: მალიად წარმოტყუენე, მსწრაფლ იავარ-ყავ

4მით, რამეთუ ვიდრე ცნობადმდე ყრმისა ხდად მამისა, ანუ დედისა, მოიღო ძალი დამასკისაჲ და ნატყუენავნი სამარიასნი წინაშე მეფისა ასსურასტანელთასა.

5და შესძინა უფალმან სიტყვად ჩემდა, მერმე თქუა:

6არნდომისათჳს ერისა ამის წყალი სილოამისა მავალი მყუდროდ, არამედ ნდომისა ქონებად ძე რაასინისი და ძე რომაელისი მეფედ, თქუა თქვენ ზედა.

7ამისთჳს, აჰა, აღმოიყვანებს უფალი თქვენ ზედა წყალსა მდინარისასა ძლიერსა და ფრიადსა ასსურასტაე ზედა ზღუდესა თქვენსა.

8და მოსპოს იუდეაჲსაგან კაცი, რომელი შემძლებელ იყოს აღებად თავისა, ანუ ძალ-ედვას სრულ-ყოფად რაჲმე; და იყოს ბანაკი მისი ვიდრე აღვსებამდე სივრცესა სოფლისა შენისასა.

9ჩვენ თანა ღმერთი, ცანთ წარმართთა და იძლიენით თქვენ, ისმინეთ ვიდრე დასასრულამდე ქუეყანისა. და განძლიერებულნი იძლიენით, რამეთუ, უკეთუ კუალად განძლიერდეთ, კუალად იძლიენით.

10და რომელიცა ზრახვა იზრახოთ, განაქარვოს უფალმან, და სიტყვასა თუ იტყოდით, არა დაადგრეს თქვენ შორის, რამეთუ ჩვენ თანა უფალი ღმერთი არს.

11ესრეთ იტყვის უფალი: ძლიერითა ჴელითა ურჩ არს სლვაჲ ერისა ამის მეტყუელისაჲ.

12ნუ სადა თქუნენ ფიცხელნი, რამეთუ ყოველი, რომელიცა თქუას ერმან ამან, ფიცხელ არს, ხოლო შიში მათი არ შეიშინოთ, არცა არ შეშფოთნეთ.

13ხოლო უფალი ძალთაჲ, - იგი წმიდა-ყავთ და იგი იყოს შენდა შიშ. და უკეთუ მისდამი მოსავ იყო,

14იყოს შენდა წმიდამყოფელად. და არა, ვითარცა ლოდსა შებრკოლებისასა, შეემთხჳნეთ მას, არცა ვითარ კლდესა დაცემულებისასა. ხოლო სახლნი იაკობისნი - მახეთა შორის და ღელეთა შინა მსხდომარენი იერუსალემს შინა.

15ამისთჳს უძლურ იქმნენ მათ შორის მრავალნი; და დაეცნენ და შეიმუსრნენ და მიეახლნენ და წარიტყუენნენ კაცნი მყოფნი მოკრძალულსა შინა.

16მაშინ ცხად იყვნენ აღბეჭდულნი იგი არ შჯულისა სწავლად.

17და თქუას: ვგებდე ღმერთსა, რომელმან გარემიიქცია პირი თჳსი სახლისაგან იაკობისსა, და მოსავ ვიყო მისდამი.

18აჰა, მე და ყრმანი, რომელნი მომცნა მე ღმერთმან და იყვნენ სასწაულებ და ნიშებ სახლსა შორის ისრაელისასა უფლისა მიერ საბაოთისსა, რომელი მკჳდრ არს მთასა შინა სიონსა.

19და უკეთუ თქუან თქვენდამი: იძიენით მუცლითმეზღაპრენი და ქუეყანითგამომჴმობელნი, ცუდმსიტყველნი, რომელნი მუცლით გამო ჴმობენ. არა ნათესავია ღმრთისა მიმართ მისისა? რად გამოიძიებენ ცოცხალთათჳს მკუდართა?

20რამეთუ შჯული შესაწევნელად მოსცა, რაჲთა თქვან: არა ვითარცა სიტყვა ესე, რომლისათჳს არა არს ძღუენი მიცემად მისთჳს.

21და მოვიდეს თქუენ ზედა ფიცხელი სიყმილი და იყოს, ვითარცა მოგემშიოსყე, შესწუხნეთ და ბოროტსა ეტყოდით მთავარსა და ტომთა და აღიხილნენ ზეცად მიმართ ზე.

22და ქუეყანად მიმართ დახედნენ ქუე. და, აჰა, უღონოება იწროჲ, და ჭირი და იწროება და ბნელი ვიდრე არხედვადმდე, და არ წარიწიროს იწროებასა შინა მყოფმან ვიდრე ჟამამდე.


წინა თავი შემდეგი თავი