მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ესთერი
თავი 11

1წელსა მეოთხესა მეფობასა პტოლემეოსისასა და კლეოპატრასსა შემოიღო დოსითეოს, რომელი იტყოდა ყოფად თავსა მღდელად და ლევიტელად, და პტოლემეოს, ძემან მისმან, წინაშე ესე ეპისტოლე ფრურეთა, რომელ არს ნაწილთა, რომელი თქუეს თარგმანებულად ლუსიმაქოსისაგან, რომელი იყო იერუსალიმს

2წელსა მეორესა მეფობასა ასვირეოსისა დიდისა, რომელ არს არტაქსექს, ერთსა მას თთვესა ნისანისასა, ესე არს თთვე ვარდობისა, ჩუენება იხილა მარდოქე, ძემან იაირისამან, ძისა სემეისამან, ძისა კისანისამან, ტომისაგან ბენიამენისამან,

3კაცმან ჰურიამან, რომელი მყოფ იყო შუშანსა ქალიქსა და მსახურებდა ეზოსა შინა მეფისასა. და კაცი იგი დიდ იყო და სარწმუნო.

4და ნატყუენავისაგან იყო, რომელი წარეტყვენა ნაბუქოდონოსორ მეფესა ბაბილონელთასა იერუსალიმით იექონიას თანა, ძისა იოსია მეფისა ჰურიასტანისა.

5და ესე იყო ჩუენება მისი, რომელი იხილა, აჰა ესერა, ჴმანი შფოთისანი და ძრვა და შეძრწუნება დიდი ქუეყანასა ზედა.

6აჰა ესერა, ორნი ურჩხულნი დიდნი განმზადებულ იყვნეს განსლვად და მოვიდნენ ურთიერთს მბრძოლად.

7და იყო ჴმაჲ მათი და ჴმაჲ სიტყჳსა მათისა განმზადებად ყოველთა ნათესავთა ბრძოლად.

8და იყო დღე იგი ბნელ და წყუდიადისა, ჭირი და იწროება ბოროტი, შეძრწუნება დიდი ქუეყანასა ზედა.

9და შეძრწუნდა ყოველი ნათესავი მართალი და ეშინოდა ბოროტისათჳს მათისა და განემზადნეს წარწყმედად და ღაღად-ყვეს ღმრთისა მიმართ.

10და ჴმანი მათნი იქმნეს ვითარცა მცირის წყაროსაგან მდინარე დიდი და კამკამებული.

11და გამობრწყინდა ნათელი და მდაბალნი აღმაღლდეს და შეჭამნეს მდიდარნი.

12და აღდგა მარდოქე ძილისა მისგან, რომელმან-იგი იხილა ჩუენება ესე, და ზრუნვიდა, ვითარმედ: რაჲმე ჰნებავს ღმერთსა? ჩუენება იგი დაემარხა გულსა თჳსსა და გამოეძიებდა მას, რაჲძი უკუე იყოს ჩუენება იგი, რომელ იხილა.


წინა თავი შემდეგი თავი