მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ესთერი |
თავი 14 |
1და ესთერცა დედოფალი შეევედრა უფალსა ღვაწლითა სიკუდილისათა შეძრწუნებული. 2და განიძარცვა სამოსელი დიდებისა მისისა თავისაგან მისისა და ყოველი სამკაული წარჩინებულებისა თჳსისა და შეიმოსა სამოსელი იწროებისა და გლოვისა, და დიდად წარჩინებულთა სუნელთა წილ ნაცარი და სკორე გარდაისხა თავსა თჳსსა, და ჴორცნი თჳსნი დაიმდაბლა ფრიად და ყოველი ადგილი სიხარულისა მისისა აღავსო თხზულითა მით თმითა მისისათა 3და ევედრებოდა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ისრაჱლისასა და იტყოდა: უფალო ღმერთო ჩუენო და მეუფეო ჩუენო, შენ ხარ ღმერთი მხოლო ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. შემეწიე მე, მდაბალსა ამას მარტოსა, რომელსა არავინ მაქუს შემწე შენსა გარეშე, 4რამეთუ ჭირი ჩემი ჴელთა შინა ჩემთა არს. 5მე მასმიეს, უფალო, ნათესავისაგან მამათა ჩემთასა მამულთაგან წიგნთა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი, რომელმან იჴსენ სხვათაგან თესლთა, რომელნი განიყოფდენ მათ სამკჳდრებელად, და ყავ მათ თანა, რაოდენსაცა იტყოდე. და აწ ვსცოდეთ წინაშე შენსა და მიმცენ ჩუენ ჴელთა მტერთა ჩუენთასა 6 7ამისთჳს, რამეთუ ვადიდენით კერპნი მათნი. მართალ ხარ შენ, უფალო! 8და აწ ვერა სარგებელ გუეყუნეს ჟამსა განმწარებულად კირთებისა ჩუენისასა, არამედ დაასხნეს ჴელნი მათნი ჴელთა მტერთა მათთასა, 9რათა აღიღონ ბრძანებული პირისა შენისა. და გარყვნენ სამკჳდრებელი შენი და დაუყონ პირი მაქებელთა შენთა. და დაშრიტონ დიდებაჲ სახელისა შენისა და საკურთხევლისა შენისა. 10და აღაღონ პირი წარმართთა სათნო-ყოფად ამაოთა და საკჳრველყოფად მეფე ჴორციელსა სწორად საუკუნოჲსა მის. 11და ნუ მისცემ, უფალო, სამკჳდრებელსა შენსა, რომელნი-იგი არა არიან ღმერთ. და ნუცა მეცინიედ ჩუენ დაცემასა ჩუენსა, არამედ მიაქციე ზრახვანი მათნი მათთავე და რომელმან ესე ყო ჩუენ ზედა, განაოტე. 12მოიჴსენე წყალობა შენი, უფალო, და გამოგჳჩნდი და გამოგჳცხადე ჩუენ ჟამსა ჭირისა ჩუენისასა. და ნუმცა მოვისრვით ჩუენ და მე კადნიერ მქმენ, მეუფეო ღმერთთაო და ყოვლისა მთავრობისა მპყრობელო, 13მოეც სიტყუაჲ მარჯუჱ პირსა ჩემსა და მოეც მადლი სიტყუათა ჩემთა წინაშე ლომისა ამის და გარდააქციე გული მისი სიძულილად მბრძოლისა ამის ჩუენისა აღსასრულად მის თანა შეთქმულთა მისთა. 14ხოლო ჩუენ მიჴსნენ ჴელითა შენითა მტკიცითა და შემეწიე მე, მარტოსა, რომელსა არა მაქუს შემწე, არამედ შენ მხოლო, უფალო! 15უფალო, შენ ყოველნი იცნი და უწყი, რამეთუ მძაგს საწოლი წინადაუცვეთელისა და მძულს დიდებაჲ უსჯულოჲსა. 16შენ იცი უნებელი ჩემი, რამეთუ მძაგს სახე ამპარტავანებისა. და აწ, უფალო, შენ ხარ ძლიერი ყოველთა ზედა, შეისმინე ჴმაჲ განწირულთა ღა მიჴსენ მე ჴელთაგან ბოროტისა! 17რომელმან არა ვჭამე ამანისა თანა და მეფისა სუმასა ზედა არა განვიხარე. და არცა ვსვი ღჳნო ნაზორევისაგან... 18და მჴევალი შენი მარადის არა განვსცხრებოდი მათ თანა, არამედ მხოლოდ შენ ღმერთსა ჩემსა ზედა ვიხარებდი... 19ღმერთო, ყოველთა ზედა ძლიერო. ვისმინე ჴმისა მათისა, რომელთა არა აქუს სასოება სხვა. ჩვენ გვიჴსენ ჴელთაგან ბოროტთასა. და მე შიშისა ჩემისაგან გამომიჴსენ.. |
წინა თავი | შემდეგი თავი |