მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ესთერი
თავი 2

1შემდგომად სიტყუათა ამათ დასცხრა მეფე გულისწყრომისაგან და არღარა მოეჴსენა ვასტიანე. და დაეხსოვნა მას, რაოდენს-იგი იტყოდა, და ვითარ-იგი დასაჯა. და არასადა დედოფალ-ყო ფრიად.

2და თქვეს მსახურთა მათ მეფისათა: უძიოთ უფალსა ჩუენსა მეფესა ქალები ქალწულაები ქმნილკეთილ.

3და დაადგინა მეფემან დაბნებისა მთავარნი ყოველსა სოფელსა სუფევისა მისისათა და გამოირჩიონ შუშანს ქალაქსა საქალოსა შინა ქალი ქმნულკეთილი. და მიეცნედ საჭურისსა მეფისასა, მცველსა დედათასა, და იღუწოდენ და მიეცემოდენ მათგან საწადელი, რომელთა განიბანნენ.

4და დედაკაცი იგი, რომელიცა სთნდეს მეფესა, დედოფალ-ყოს იგი ვასტიანესა წილ. და სთნდა მეფესა.

5და იყო კაცი ჰურია დამკჳდრებული შუშანს ქალაქსა და სახელი მისი მარდოქეოს, ძე იაირისა, ძისა სემეისი, ძისა კესეანისი, ტომისაგან ბენიამენისა,

6რომელ წარტყვენილ იყო იერუსალიმით წარტყუენასა ნაბუქოდონოსორ მეფისა ბაბილოვნელისასა ჟამთა იექონია, ძისა იოსიასა, მეფისა იუდასა.

7და იყო მისა ყრმაჲ ქალი განზრდილი, ასული ამინადაბისა, მამისა ძმისა მისისა. და სახელი მისი ესთერ. ოდეს აღესრულნეს მამა-დედანი მისნი, განსწავლა იგი და განზარდა თავისა თჳსისა ცოლად. და ზრდიდა მას მორწმუნედ, რამეთუ იყო ყრმაჲ იგი შუენიერ ხილვითა და კეთილ პირითა

8ოდეს განისმა ბრძანება მეფისა, შეკრიბეს ქალები მრავალი შუშანს ქალაქსა, ჴელთა გოგესათა. და მოიყვანეს ესთერცა ბოგე საჭურისისა და მცველისა მის დედათასა.

9და შეიყვანეს იგი ტაძრად მეფისა; იხილა რაჲ გოგე საჭურისმან და სთნდა იგი უფროს ყოველთა დედათა. და პოვა ესთერ მადლი და წყალობა წინაშე საჭურისისა მის. და ისწრაფდა ზედდგომად მისსა და მიცემად მას საცხებელსა განსაწმედელსა და როჭიკსა. და შვიდნი იგი ქალნი, რომელნი განჩინებულ იყვნეს მისა მეფისაგან, ჰმსახურებდენ მას კეთილად

10და არა უჩვენა მათ ესთერ ნათესავი, არცა სოფელი, რამეთუ მარდოქეოს ამცნო მას, რათა არა უთხრას.

11და დღითი დღე გარეუვლიდა მარდოქეოს სახლთა მათ ქალწულთასა, რაჲ-ძი შეემთხჳოს ესთერს.

12და იყო ჟამი ქალისა შეყვანებად წინაშე მეფისა, რაჟამს აღესრულნენ თთვენი ათორმეტნი, რამეთუ ესრეთ აღასრულებდენ დღეთა მათ მსახურებისათა: ექუს თთვე სცხებდენ მუროვანსა ზეთსა და ექუს თთვე ნელსაცხებელსა განსაწმედელსა.

13და მაშინღა მოიყვანებდიან მეფისა, რომლისათჳსცა მისცემდა შეყვანებად მას სადედოთა.

14მიმწუხრი შევიდის და განთიად გამოიყვანიან და მიიყვანიან, სადა-იგი არს გოგე, საჭურისი მეფისა, მცველი იგი დედათა. და არღარა შევიდის მეფისა, უკუეთუ არა უწესს სახელითა.

15და ოდეს მოიწია ჟამი შესლვისა ესთერისი მეფისად, არა უგულებელს-ყო საჭურისმან, მცველმან დედათამან, რომელ ამცნო ესთერს. რამეთუ პოვა მადლი ესთერ ყოველთაგან, რომელთა იხილიან იგი.

16და შევიდა ესთერ წინაშე არტაქსეს მეფისა მეათორმეტესა თთვესა, რომელ არს ადარი, მეშვიდესა წელსა მეფობისა მისისასა.

17სთნდა მეფესა ესთერ და პოვა მადლი უფროს ყოველთა მათ ქალწულთა, რამეთუ იყო იგი წარჩინებულ წინაშე მისსა.

18და ყო მეფემან სმა ყოველთა თანა მეგობართა თჳსთა შვიდ დღე და ადამაღლა ქორწილი ესთერისი და განცხრომა ყო და ყოველთა მიანიჭა საბოძვარნი მრავალნი, ვითარცა შვენოდა დიდებულებასა მისსა.

19და შეკრიბნა ქალწულნი და დაადგინა მარდოქე მეკარედ ეზოსა მეფისასა.

20ხოლო ესთერ არა უთხრა მეფესა სოფელი თჳსი, ვინა არს, რამეთუ ესრეთ ამცნო მარდოქეოს, რათა ეშინოდეს ღმრთისა და ჰყოფდეს ბრძანებასა მისსა, რომელი-იგი მოსეს მიერ ამცნო ისრაჱლთა, და ესთერ არა ცვალა წესი თჳსი.

21ხოლო შეწუხნეს ორნი საჭურისნი მეფისანი, რომელნი იყვნეს მთავარნი მჴმილავთანი ამისთჳს, რამეთუ შური დიდი ჰქონდათ მარდოქესი წარჩინებისათჳს მისისა მეფისა მიერ და ამისთჳს განიზრახეს მოკლვა მეფისა ასვირეოსისა.

22ხოლო ცნა მარდოქე განზრახვა ესე და აუწყა ესთერს, ხოლო ესთერ მიუთხრა მეფესა განზრახვა იგი სიკუდილისა მისისა.

23ხოლო მეფე აღივსო გულისწყრომითა და ბრძანა შეპყრობა მათ ორთავე და დამოჰკიდა იგინი ძელსა. და ბრძანა წიგნთა მოსაჴსენებელთა, ვითარმედ სარწმუნო ექმნა მეფესა მარდოქეოს.


წინა თავი შემდეგი თავი