მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ესთერი
თავი 4

1ხოლო მარდოქე ვითარ გულისხმა-ყო აღსასრული ესე, შევიდა სახლსა შინა თჳსსა და დაიპო სამოსელი თჳსი, და შეიმოსა ძაძა და გარდაისხა ნაცარი და გამოვარდა უბანთა ქალაქისათა, ღაღადებდა და იტყოდა: აღიჴოცების ნათესავი შეუცოდებელი!

2და მოვიდა ვიდრე მეფისამდე და დადგა ბჭეთა წინაშე, რამეთუ არა ჯერ-იყო შესლვად მისი ძაძაშემოსილისა და ნაცარგარდასხმულისა.

3და ყოველსა სოფელსა და ადგილსა, ვიდრეცა მიაქუნდა ბრძანება იგი მეფისა, იყო ღაღადება, ტყება და გლოვა დიდი ჰურიათა. იმარხვიდეს და ნაცარსსა ირეცდეს ძაძამორტყმულნი.

4შევიდეს შიმუნვარნი და საჭურისნი დედოფლისანი და უთხრეს ესთერს. და შეძრწუნდა ესთერ, იკითხა და მიავლინა შემოსად მარდოქესა. და განსძარცვა მას ძაძა, ხოლო მან არა ინება.

5ხოლო ესთერ მოუწოდა არქათენს, საჭურისსა თჳსსა, რომელი მის წინაშე დგა, და მიავლინა კითხვად მისა ჭეშმარიტად, რაჲ-ძი არს მიზეზი იგი მწუხარებისა.

6და განვიდა არქათენ მარდოქეს თანა პალატით ქალაქისად, რომელი იყო პირისპირ ბჭისა მის მეფისათა.

7ხოლო მარდოქე უთხრა მას ჭეშმარიტად საქმე იგი და აღთქუმა იგი, რომელი აღუთქუა ამან მეფესა საფასე ბევრი ქანქარისა, რათა წარწყმიდნეს ჰურიანი,

8და პაჭენისნი წიგნისა მის შუშანს შინა განმარტნეს წარწყმედისა მათისათჳს. და მისცა მას სიტყუაჲ ესე, რათა აუწყოს ესთერს, და აწყინებდა თავსა, რათა შევიდეს მეფისა და ევედროს ერისა თჳსისათჳს.

9და შევიდა არქათენ და უთხრა ესთერს ყოველივე ესე სიტყუაჲ და ძვირი იგი ნათესავისა მისისა.

10და ჰრქუა ესთერ არქათენს: მივედ და უთხარ მარდოქეს:

11ნათესავთა ყოველთა სამეფოთა უწყიან და შენ ყოველი იცი, რამეთუ ყოველივე მამაკაცი, გინა დედაკაცი, რომელი შევიდეს უწოდებელას მეფისა ეზოსა შინაგან, არა არს მისი ცხოვრება, გარდა თუ მიუპყრას მას მეფემან ოქროჲსა კვერთხი, ესე ხოლო ცხონდეს და მე არა ვწოდებულვარ შესლვად მეფისა, აჰა, არიან დღენი ესე ოცდაათ. და ვითარ შევიდე უწოდებელად და მოვჰკუდე

12და უთხრა არქათენ ყოველნი ყსყ სიტყუანი ესთერისნი მარდოქეს.

13და ჰრქუა მარდოქე არქათენს: მივედ და არქუ მას: ესთერ, ნუთუ სთქუა გულსა შენსა, ვითარმედ განვერე მე მარტო დედოფლობით უმეტეს, ყოველთა ჰურიათა?

14უკუეთუ არა ისმინო ჟამსა ამას და უკუეთუ უგულებელს-ჰყო ნათესავი ესე, ვითარცა არა შეეწიო და სხვით, კერძო იყოსვე შეწევნა ჰურიათათჳს და საფარველი ცხორებისა, ხოლო შენ და სახლი მამისა შენისა წარსწყმდეთ, ხოლო ვინ უწყის, ნუუკუე ამისა ჟამისათჳს დედოფალ იქმენ?

15და მიავლინა მოციქული იგი, რომელი მოსრულ იყო მისსა, ვითარმედ არქუ მარდოქეს:

16წარვედ და შეჰკრიბენ ჰურიანი, რომელნი არიან შუშანს შინა ქალაქსა და იმარხევდით ჩუენთჳს. ნუ სჭამთ პურს, ნუცა სუამთ რასა სამ დღე და ღამე და ევედრებოდით ღმერთსა, ყოვლითა გულითა იმარხვიდეთ. და მაშინ შევიდე მეფისა თჳნიერ სჯულისა, დაღათუ იყოს წარწყმედა ერისათჳს ისრაჱლისა

17და წარვიდა მარდოქე და ყო ეგრე, ვითარცა ჰრქუა მას ესთერ.


წინა თავი შემდეგი თავი