მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ესთერი |
თავი 5 |
1და დღესა მესამესა, შემკული სამოსლითა დიდებისა თჳსისათა, ესთერ შევიდა მეფესა და დადგა ქორისა მის, სადა პირისპირ იყო ტაძარსა მეფისასა, და იგი ჯდა საყდართა ზედა დიდებულთა თანა მისთა. 2ვითარცა იხილა მეფემან ესთერ მდგომარე, განიხარა და შეუყვარდა ფრიად, და აღიღო კვერთხი მისი ოქროჲსი, რომელი აქუნდა ჴელთა და განმარტა კვერთხი მისი. და ესთერ ამბორს-უყო კვერთხისა წვერსა ზედა. 3და ჰრქუა მეფემან: დედოფალო ესთერ, რაჲ არს თხოვა შენი, მითხარ მე და მიგცე შენ ვიდრე ზოგადმდე სამეფოსა ჩემისა. 4მიუგო ესთერ მეფესა და ჰრქუა: დღე არს ჩემი პატიოსანი. უკუეთუ ჯერ-უჩნდეს მეფესა, მოვედინ იგი ამან, მეგობარი შენი, სმასა მას, რომელი მეგულვების მე ხვალე ყოფად. 5და ჰრქუა მეფემან: ყავ ნებისაებრ შენისა! და მერმე თქუა: აუწყეთ ამანს, რათა ვყოთ სიტყუაჲ ესთერისა და უთხრეს ამანს ამის სიტყჳსაებრ და დაუკვირდა მას. და მივიდეს ორნივე სმასა მას, ვითარცა-იგი თქუა ესთერ. 6ვითარცა დაეგნეს პირსა სმასა ზედა, ჰრქუა მას მეფემან: რაჲ არს, დედოფალო ესთერ? და ვყო სიტყვა შენი ვიდრე ზოგადმდე მეფობისა ჩემისა. და გეყოს შენ, რომლისათჳსცა მევედრები. 7და თქვა ესთერ: თხოვა ჩემი და ვედრება ჩემი ესე არს: 8უკუეთუ ვპოე მადლი წინაშე მეფისა, და უკუეთუ ჯერ-უჩნს უფალსა ჩემსა, რათა სჭამო პური ჩემი შენ და ამან, მეგობარმან შენმან, ჩემ თანა ხვალე, რომელ გიყო თქუენ სმა. და თქვა მეფემან: ყავ, რაჲცა გნებავს. და უთხრეს ესე ამანს. და მეფე შევიდა და განისუენა. 9და გამოვიდა ამან მეფისაგან განმხიარულებული სიხარულითა ფრიად. და ოთხასი კაცი მის თანა იმიერ და ამიერ, ხოლო ვითარცა იხილა ამან მარდოქე ჰურია ეზოსა მეფისასა, განრისხნა ფრიად. 10და შევიდა სახლსა თჳსსა და შეკრიბნა მეგობარნი მისნი და ზოსარა, ცოლი თჳსი, და ათნი ძენი მისნი: 11და უჩვენა მათ სიმდიდრე მისი და დიდებაჲ იგი, რომელი მეფემან დაადგა მას პატივი. და ვითარ ყო იგი უფროს ყოველთა და წინამძღვარ სამეფოსა ზედა მისსა. 12იქადოდა და იტყოდა, ვითარმედ: არავის ხადა დედოფალმან დღესა შვებისა მისისასა, გარნა მეფესა და მე ხოლო. და ხვალისაცა ჩინებულ ვარ. 13ესე ხოლო არა მთნავს მე და მწუხარე ვარ, რაჟამს ვიხილი მარდოქე ჰურია ეზოსა შინა მეფისასა და არა თაყვანი-მცის. 14ჰრქუა მას ზოსარა, ცოლმან მისმან, და მეგობართა მისთა: უკუეთუ ნათესავისაგან ჰურიათასა არს, მოგიტევა შენ მეფემან მოწყვეტად ყოველნი ჰურიანი. და მოგცეს შენ ღმერთთა შურის-გებად მათა. მოკვეთად-ეც ხე ერგასის წყრთა, და დაიდევინ, განთიად არქუ მეფესა და დამოჰკიდე მას მარდოქე. და მაშინ შევედ მეფეს თანა პურად და მის თანა იხარებდ. და სათნო-უჩნდა სიტყუაჲ ესე ამანს, და ყო ეგრე, და მზა-ყვეს ძელი იგი და დადვეს სახლსა ამანისასა. |
წინა თავი | შემდეგი თავი |