მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ესთერი
თავი 6

1ხოლო ძლიერმან ღმერთმან მიაქცია ბოროტი ამანის თავსავე მისსა და განაშორა ძილი მეფისაგან მას ღამესა და ეღვიძა. და ჰრქუა მოსაჴსენებელთმწერალსა მისსა შემოღებად წიგნები მოსაჴსენებელი დღეთა, რათა იკითხვიდეს მათ; და მოუწოდეს წიგნისმკითხველსა და მწიგნობართა და მოიღეს წიგნები

2და აღმოიღო წიგნი იგი მარდოქესთჳს დაწერილი მეფისათჳს სპარსთასა და უჟიკთა და უკითხვიდა მეფესა დაწერილსა მას მარდოქესთჳს, ვითარ-იგი უთხრა მეფესა ორთა მათ საჭურისთათჳს, რომელნი სცვიდეს მას. ეგულვებოდათ დასხმად ჴელთა არტაქსექს მეფისა ზედა და მოკლვად მისა, და რომელი ქმნა მარდოქე ქველისსაქმე და განარინა მეფე, და დაიდვა იგი გონებასა

3და თქუა მეფემან: რაჲ მადლი და დიდებაჲ მიმიცემიეს მარდოქესთჳს? ჰრქვეს მსახურთა მეფისათა: არარა, არცა ერთი, რომლისა მიერ იხილე სარწმუნო-ყოფა შენდა, ვითარ-იგი იზრუნა შენთჳს. და მოიწია განთიადი

4თქუა მეფემან: ვინ არს ეზოსა? ხოლო ამან მოსრულ იყო ბრძანების მოღებად მეფისაგან, რათა დამოჰკიდოს მარდოქე ძელსა მას, რომელი განმზადა.

5ჰრქვეს მსახურთა მეფესა:

6ამან აქა არს გარემდგომარე და ჰრქუა მეფემან: შემოუწოდეთ! და ჰრქუა მეფემან ამანს: რაჲ უყო მე კაცსა, რომლისა მნებავს დიდ-ყოფა მისი? განიზრახა ამან გულსა თჳსსა, -- ვისიმე ჰნებავს მეფესა განდიდება, არა თუ ჩემი?

7მიუგო ამან: კაცი, რომლისა ჰნებავს მეფესა განდიდება...

8მოიღონ სამოსელი სამეფო და საჴედარი, რომელსა მეფე აღჯდებოდეს, და მისცენ კაცსა მეფისა საყვარელსა, დიდებულსა მას.

9და შეჰმოსონ სამოსელი იგი კაცსა მას, რომელი შეიყვანა მეფემან და აღსვან იგი საჴედარსა სამეფოსა და ქადაგი იზახდეს უბანთა შორის ქალაქისათა და იტყოდეს: ესრეთმცა არნ ყოველი კაცი, რომელი იყოს მეფისათჳს ერთგული და პატივის-მცემელი და უნდეს მეფესა დიდ-ყოფა მისი

10და ჰრქუა მეფემან ამანს: კეთილ არს სიტყვა ეგე, ადრე ყავ, რბიოდე! და მოიბ ცხენი და სამოსელი, ვითარცა სთქუ, ყავ ეგრეთ. მარდოქე ჰურია, რომელი არს ეზოსა მეფისა შენისასა, ნუმცა რაჲ დავარდების სიტყუათა შენთაგანი, რომელსა იტყოდე ჩემ წინაშე. ვითარცა გულისხმა-ყო ამან, რამეთუ არა იგი არს, რომელი-იგი დიდებულ-ყო ფრიად, არამედ მარდოქე, შეიშთო გული მისი

11და მოიღო ამან სამოსელი იგი და ცხენი სირცხჳლეულმან და ჰრქუა მარდოქეს: განიძარცვე ძაძა შენი. ხოლო მარდოქე შეძრწუნდა, ვითარცა მოსიკუდიდი, და ჰრქუა: ჵ უკეთურო! გვეკიცხვა ჩვენთა ბოროტთა ზედა. და განსძარცვა ძაძა იგი ძალით და შეჰმოსა მას სამოსელი დიდებისა. ხოლო მარდოქეს ეგონა, ვითარმედ სასწაულსა რასამე ჰხედავს. და გული მისი იყო ღმრთისა თანა. ხოლო შეძრწუნებულ იყო ფრიად, განკჳრვებულ იყო უზომოდ. და ისწრაფა ამან აღსმად მისა ცხენსა და გამოვიდა და წინაუძღოდა მას. და ქადაგებდა უბანთა ქალაქისათა და იტყოდა: ესრეთ ეყოს ყოველსა კაცსა, რომელმან მეფესა პატივ-სცეს, რომლისა უნდეს მეფესა დიდებად

12ხოლო ამან თავდაკიდებული წარვიდა თჳსთა მისთა თანა მწუხარე. და მარდოქე მოიქცა ეზოდ მეფისა და აკურთხევდა ღმერთსა.

13და უთხრა ამან ზოსარას, ცოლსა თჳსსა, და მეგობართა ყოველი ესე, რაჲცა შეემთხჳა მას. და ჰრქუეს ამანს ცოლმან თჳსმან და მეგობართა თჳსთა (ვინათგან იტყოდე მათთჳს ბოროტსა, ბოროტიცა წინაწარგიძღვა შენ. დუმენ აწ უკუე, ნუ იტყჳ მათთჳს ბოროტსა); უკუეთუ ნათესავისაგან ჰურიათასა არს მარდოქე, და იწყე დამდაბლებად წინაშე მათსა. დაცემით ეც, და ვერ ერეოდე მათ, რამეთუ უფალი ღმერთი ცხოველი არს მათ ზედა და სძულს ამპარტავანება

14და ვიდრე იგი ამას იტყოდა, მოიწივნეს ორნი საჭურისნი და ასწრაფებდეს ამანს მისლვად სმასა მას, რომელი მზა-ეყო ესთერს. და ესთერ გულდებულ იქმნა და განმხიარულდა.


წინა თავი შემდეგი თავი