მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ესთერი
თავი 7

1წარვიდა და ინაჴ-იდგა ჟამსა მეფისა და ესთერს თანა, ვითარცა მოვიდოდა. და იყო სუმა.

2და ჰრქუა მეფემან ესთერს მეორესაცა დღესა მის სუმისასა: რაჲ არს, ესთერ დედოფალო, ურვა შენი? ანუ რაჲ არს თხოვა შენი? ანუ რასათჳს არს ვედრება შენი? და გეყოს შენ ვიდრე ზოგადმდე სამეფოსა ჩემისა. ხოლო ესთერ ღვაწლსა შინა იყო და ვერ იკადრებდა თხრობად, რამეთუ მოსაჯული მისი წინაშე თუალთა მისთა იყო. და ღმერთმან მისცა მას კადნიერება ვედრებით, რომელი-იგი ხადოდა მას

3მიუგო და ჰრქუა მეფესა: უკუეთუ ვპოვე მადლი წინაშე მეფისა. და უკუეთუ ჯერ-უჩნდეს, კეთილ არს სასჯელი ესე გულსა მისსა, მოემადლენ სული ჩემი სისხლთა, და სიტყუაჲ ჩემი ვედრებასა, და ერი ჩემი თხოვასა ჩემსა, და ნათესავი ჩემი ცხორებასა ჩემსა,

4რამეთუ განვიფრდენით მე და ერი ჩემი წარწყმედულად. და ჩჩჳლნი მათნი აღსაჭრელად და ჭაბუკნი მათნი მონებად და ცოლნი მათნი მჴევლებად. და ვერ ვიკადრე თხრობად, რათა არა შევაწუხო უფალი ჩემი მეფე და არა ვისმინე, რამეთუ იქმნა განვრდომილ ბოროტისმყოფელი ჩემი, რამეთუ არა ღირს არს მსმენელი ეზოსა მეფისასა

5და განრისხნა მეფე და თქუა: ვინ არს, რომელმან იკადრა საქმე ეგე ყოფად და აღდგა დამდაბლებად, ვითარმცა თანაწარჴდა შიშსა შენსა?

6და თქუა ესთერ: კაცმან მტერმან ამან, მეგობარმან შენმან, მტყუარმან და უკეთურმან მაგან. ხოლო ამან შეძრწუნებულ იყო სიტყუათა მათ ზედა მეფისა და დედოფლისათა. და გული განუწყრა მეფესა.

7და ზე ახლდნა სმისაგან, განვიდა მტილად. ხოლო ამანს შეეშინა და შეუვრდა ფერჴთა დედოფლისათა. და დავარდა ცხედარსა მისსა ზედა. და ევედრებთდა დედოფალსა, რამეთუ ჰხედვიდა თავსა თჳსსა ბოროტსა შინა.

8ხოლო მეფემან მოაქცია მიერ მტილით სასმურადვე და იხილა ამან ცხედარსა ზედა დავრდომილი და ევედრებოდა დედოფალსა. ჰრქუა მეფემან: ვერ კმა-გეყოა შენ შეცოდება მეფისა, არამედ ცოლსაცა ჩემსა ჰმძლავრებ ჩემ წინაშე სახლსა შინა ჩემსა? ამანს რაჲ ესმა ესე; ჰრცხვენა პირსა წინაშე

9და თქუა ბუგათან, ერთმან მონათგანმან მისმან, საჭურისმან: აჰა, ძელი ეზოსა შინა მისსა, რომელი მომზადა ამან ერგასის წყრთა, რამეთუ მოეკვეთა იგი, რათა აღაგოს მარდოქე, რომელი იტყოდა მეფისათჳს კეთილსა. და თქუა მეფემან: დამოჰკიდეთ იგი მას!

10და მოაბეს ამან მასვე ძელსა, რომელიცა მზა-ეყო მარდოქესთჳს. და მიაქცია ღმერთმან ზრახვა მისი მისავე და სახლსა ზედა მისსა. და წარიჴადა მეფემან ბეჭედი თჳსი ჴელისაგან მისისა და დაბეჭდეს ყოველსა საცხორებელსა ამანისასა. და მაშინ დასცხრა მეფე გულისწყრომისა მისისაგან.


წინა თავი შემდეგი თავი