მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ესთერი
თავი 9

1მეათერთმეტესა თთვესა, ათსამეტსა ადარისასა, რომელ არს იგრიკა, მიიწია წიგნები იგი მიწერილი მეფისაგან: მას დღესა შინა წარწყმდენ მტერნი ჰურიათანი.

2და ყოვლისა ქალაქებისაგან და სოფლებისაგან შეკრბენ ყოველნი ჰურიანი შურის-ძიებად მტერთა მათ თჳსთა და წინააღდგომად. და არავის ძალ-ედვა დაყენებად მათდა ამისთჳს, რამეთუ ეშინოდათ ყოველთა ერთა ჰურიათა სიმრავლისაგან.

3ამისთჳსცა ყოველნი მსაჯულნი და სპასპეტნი და მთავარნი სათნოეყვნეს ჰურიათა, რამეთუ იცოდენ დიდებაჲ მარდოქესი, ეშინოდათ მისგან, რამეთუ მეფისა პალატისა მთავარი იყო და პატივსა უყოფდეს მისთჳს.

4..და აქებდენ სახელსა მარდოქესასა ყოველთა დღეთა და აღემატებოდა და ყოველთა ენა მეტყუელებდა...

5ამისთჳსცა ჰურიათა ჰგუემეს და მოსრეს მტერნი თჳსნი, ვინათგანრაჲ უნდოდათ მტერთა მათთა მათთჳს.

6და ამისა შემდგომად მოსრეს ჰურიათა შუშანს ქალაქსა მბრძოლთაგანი ხუთასი კაცი.

7ფარასან და ნესტაინ, და დელფონ, და ფაგაფარ,

8ნანაფარ, ათაბარას, და საბაქარ, და მარმასემ,

9რუფეონ, არსეონ, და ზაბუფუთან,

10ძენი ამანისნი, ძისა ამადოთელისა, ძისა ბარდაიასა, მტერნი ჰურიათანი, მოსწყჳდნეს.

11და იავარ-ყვეს ყოველი ნაყოფი მათი მას დღესა შინა. მიეცა რიცხჳ მეფესა წარწყმედისა მათისა შუშანს ქალაქსა შინა.

12მაშინ ჰრქუა მეფემან ესთერს: მოსწყჳდეს ჰურიათა შუშანს შინა ხუთასი კაცი, ხოლო გარეთ სოფელთა, რაოდენთა ვჰგონებ, რაოდენი მოსრნეს. აწ რაღასა მევედრები და გიყო შენ?

13და ჰრქუა ესთერ მეფესა: მიეცნედ ჰურიათა გუამნი იგი ძეთა ამანისათა, რათა დამოჰკიდონ ძელსა ვიდრე მზისდასლვადმდე მსგავსად სჯულისა მათისა.

14და უბრძანა ეგრე ყოფად მეფემან. და მისცნეს გვამნი იგი და დამოჰკიდეს ბჭეთა ზედა შუშანისა მზისა დასლვადმდე.

15და შეკრბეს ჰურიანი შუშანს ქალაქსა მეათორმეტესა ადარისასა. მოსრეს ჰურიათა სამასი კაცი და იავარ არარაჲ ყვეს.

16სხვათა მათ ებრაელთა, რომელნი იყვნეს სამეფოსა მისსა ქუეშე. თავთა თჳსთა შეეწეოდეს და მოსრნეს მტერნი მათნი შვიდი ათასი კაცი და ასი.

17მეათოთხმეტესა ადარისასა, და განისუენოს მისვე თთჳსა მეათოთხმეტესა და განაწესეს დღე იგი დღესასწაულად სიხარულად და მხიარულებად.

18და ყოველნი ჰურიანი, რომელნი იყვნეს ასოცდაშვიდთა სამთავროთა და შუშანს შინა, და ყვეს დღესასწაული მეათხუთმეტესაცა მისვე თთვისასა.

19და უძღუნობდენ ძღუენსა კაცად-კაცადი მოყუასსა თჳსსა, რომელნი იყვნეს დაბნებსა, და რომელნი მკჳდრ იყვნეს დედაქალაქსა, და სადა ვინ დაკლებულ იყვნეს, და ჰყოფდესვე მას დღესასწაულად ვიდრე დღეინდელად დღედმდე და მიმდემ.

20და დაწერა მარდოქე სიტყუანი ესე წიგნსა საჴსენებელსა და მიუძღვანეს ყოველთა ჰურიათა, რომელნი იყვნეს სამეუფოსა ასვირეოს მეფისასა, რომელი არს არტაქსექს, რომელნი იყვნეს შორს და რომელნი იყვნეს მახლობელ,

21დაწესებად წესნი ესე საგალობელად, სიხარულად, გოდებისა წილ და გლოვისა ყოფად მეათოთხმეტე და მეათხუთმეტე დღე თთჳსა მის ადარისა.

22დღესასწაულად უფლისა, რამეთუ ამათ დღეთა შინა განისუენეს მტერთაგან მათთა. და თთვესა, რომელსა მიწერა ადარსა, რომელ არს იგრიკა, და უბრძანა ყოვლად ყოფა კეთილისა - დღედ ქორწილთა და სიხარულისა, რომელთა უძღუნობდეს ძღვენსა მეგობართა და გლახაკთა.

23და შეიწყნარეს ჰურიათა, ვითარცა-იგი მიწერა მათ მარდოქე.

24ვითარ-იგი ამან ამადათისი მაკედონელი ჰბრძოდა მათ და მოსცა რიცხვი და წილი განრყუნად მათდა.

25ვითარ-იგი შევიდა მეფისა გამოთხოვად მარდოქესა, რათა აღაბას ძელსა და რაოდენს ჴელი შეჰყო ჰურიათა ზედა მოწევნად ბოროტისა, და ვითარ-იგი მიაქცია ღმერთმან მის ზედავე. და დამოჰკიდეს ძელსა იგი და შვილნი მისნი.

26ამისთჳს ეწოდა დღეთა ამათ ფრურენ წელთათჳს, რამეთუ სიტყჳთა მათითა ნაწილთა ფრურე ჰრქვიან, სიტყუათა მათთჳს ამის წიგნისათა, რაოდენი ევნო ამისგან, და რაოდენი შეემთხვია მათ.

27და ვითარ-იგი მოელოდეს ჰურიანი მოსრვასა მათ ზედა ნათესავისა მათისასა გამოსრულისა მის ბრძანებისა მათისათჳს. ამის გამო იყვნენ მათა.

28დღენი ესე დღესასწაული თთვესა ადარისა, თოთხმეტსა მისვე თთჳსასა, კრებითა და სიხარულითა და მხიარულებითა ღმრთისაჲთა თესლითი თესლად ერსა შორის მისსა ისრაჱლისასა ჴსენებულად. საუკუნოდ აღესრულებოდენ თესლითი თესლამდე ქალაქსა შინა, სოფლებსა და დაბნებსა, და იმარხონ ყოველთა ჟამთა და ჴსენება მათი არა მოაკლდეს ნათესავისაგან მათის

29და დაწერეს ესთერ დედოფალმან, ასულმან აბიაილისამან. და მარდოქე ჰურიამან წიგნი მეორე: ფრურე დიდი დღესასაწული არს.

30დაწერილი იგი წარსცეს ყოველთა ჰურიათა ასოცდაშჳდთა სოფელთა ასჳრეოს მეფისათა, რამეთუ მშჳდობა არს.

31და ესე დღე იპყრეს დღესასწაულად - დღედ მხიარულებისა. მარდოქე და ესთერ დედოფალმან დაამტკიცეს თავისა თჳსისა, რათა ყოველთა ჰურიათა იმარხონ დღე იგი სრულიად მარხვით და დაღადებით, რომელ არს ფრურე აღწერილი.

32და ყოველივე აღწერილ არიან წიგნსა მას შინა, რომელ არს ესთერისა.


წინა თავი შემდეგი თავი