მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ეზეკიელ წინასწარმეტყველი
თავი 10

1და ვიხილე და, აჰა, ზედაჲთ სამყაროსა, ზეშთა თავისა ქეროვიმთასა, ვითარცა ქვისა საპფირონისა, მსგავსებაჲ სახესა საყდრისასა მათ ზედა.

2და თქუა კაცისა მიმართ, მოსილისა სამოსლითა: შევედ საშუალ ეტლისთუალთა, ქუეშე კერძოთა ქეროვიმთასა, და აღივსენ მჭელნი შენნი ნაკუერცხლებითა ცეცხლისაჲთა საშუალისაგან ქეროვიმთასა და განაბნიე ქალაქსა ზედა. და შევიდა წინაშე ჩემსა.

3და ქეროვიმნი დგეს მარჯუენით კერძო სახლისა, შე-რა-ვიდოდა კაცი იგი და ღრუბელი აღავსებდა შინაგანსა ეზოსა.

4და ამაღლდა დიდება უფლისა ქეროვიმთაგან ურთავად მიმართ სახლისა, და აღავსო ღრუბელმან სახლი, და ეზოჲ აღივსო ნათლითა დიდებისა უფლისათა.

5და ჴმაჲ ფრთეებისა ქეროვიმთაჲსაჲ ისმოდა ვიდრე ეზოჲსა გარეშისამდე, ვითარცა ჴმაჲ ღმრთისა სადდაისა, მეტყუელისაჲ.

6და იყო, ამცნებდა რაჲ იგი კაცსა მას, მოსილსა სამოსლითა წმიდითა, მეტყუელი: მიიღე ცეცხლი საშუალისაგან ეტლისთუალთაჲსა, შორისისაგან ქეროვიმთაჲსა; და შევიდა და დადგა მახლობელად ეტლისთუალთასა.

7და გამოყო ქეროვიმმან ჴელი თჳსი საშუალისაგან ქეროვიმთასა საშუალ ცეცხლისა, რომელი იყო შორის ქეროვიმთაჲსა, და მოიღო და მისცა ჴელთა შემოსილისათა სამოსლითა წმიდითა, და მიიღო და გამოვიდა.

8და ვიხილენ ქეროვიმნი და მსგავსებაჲ ჴელთა კაცთასაჲ ქუეშე კერძო ფრთეთა მათთასა.

9და ვიხილე და, აჰა, ოთხნი ეტლისთუალნი დგეს, მახლობელნი ქეროვიმთანი; ეტლისთუალი ერთი, მოახლე ქეროვიმისა ერთისაჲ და შესახედავი ეტლისთუალთაჲ, ვითარცა შესახედავი ქვისა ანთრაკისაჲ.

10და შესახედავი მათი მსგავსებ ოთხთა შორის, ვითარსახედ იყვის ეტლისთუალი საშუალ ეტლისთუალისა.

11სლვასა შინა მათსა ოთხთა კერძოთა მიმართ ვიდოდეს იგინი, არა მიიქცეოდეს სლვასა შინა მათსა, რამეთუ რომლისაცა მიმართ ადგილისა მიიხილის დასაბამმან ერთმან, უკანა მისსა ვიდოდეს და არა მიიქცეოდეს სლვასა შინა მათსა.

12და ყოველი ჴორცი მათი და ზურგნი მათნი და ჴელნი მათნი და ფრთენი მათნი და ეტლისთუალნი სავსე თუალებითა გარემოჲს ოთხთა ეტლისთუალთა მათთა.

13ხოლო ეტლისთუალთა ამათ ეწოდა გელგელ, მესმოდა რაჲ მე.

14და ოთხნი პირნი აქუნდეს თითოეულსა ცხოველთაგანსა. პირი ერთი - პირი ქეროვიმისაჲ, და პირი მეორე - პირი კაცისაჲ, და მესამე - პირი ლომისაჲ, და მეოთხე - პირი არწივისაჲ.

15და აღიმაღლეს ქეროვიმთა ესე ცხოველი, რომელი ვიხილე მდინარესა ზედა ქობარისასა.

16და სლვასა თანა ქეროვიმთასა ვიდოდეს ეტლისთუალნი ესე, მახლობელნი მათნი. და განმარტებასა თანა ქეროვიმთაგან ფრთეთა მათთასა ამაღლებისათჳს ქუეყანით, არა მოიქცეოდეს ეტლისთუალნი მათნი, დაღათუ იგინი მოახლეთაგან მათთა.

17დგომასა შინა მათსა დგიან და აღმაღლებასა შინა მათსა აღიმაღლებდეს მათ თანა მით, რამეთუ სული სიცოცხლისა იყო მათ თანა.

18და გამოვიდა დიდება უფლისა ურთავისაგან ტაძრისაჲსა და აღვიდა ქეროვიმთა ზედა.

19და აღიხუნეს ქეროვიმთა ფრთენი მათნი და აღიმაღლეს ქუეყანით წინაშე ჩემსა აღსლვასა თანა მათსა და ეტლისთუალთაცა მახლობელთა მათთა და დადგეს წინა კართა ზედა ბჭისა სახლისა უფლისა პირისპირისასა; და დიდებაჲ ღმრთისა ისრაჱლისაჲ იყო მათ ზენა, ზენაკერძო;

20ესე ცხოველი არს, რომელი ვიხილე ქუეშე კერძო ღმრთისა ისრაჱლისაჲსა მდინარესა ზედა ქობარისასა, და ვცან, ვითარმედ ქეროვიმისა არს.

21ოთხნი პირნი ერთისა და ოთხნი ფრთენი ერთისა და მსგავსებაჲ ჴელთა კაცისათაჲ ქუეშე კერძო ფრთეთა მათთასა.

22ესე პირნი არიან, რომელნი ვიხილენ ქუეშე კერძო დიდებისა ღმრთისა ისრაჱლისაჲსა, მდინარესა ზედა ქობარისასა. ხილვაჲ მათი და ესენი, თითოეული მათი პირისპირ თჳსსა ვიდოდა.


წინა თავი შემდეგი თავი