მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ეზეკიელ წინასწარმეტყველი
თავი 12

1და იქმნა სიტუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

2ძეო კაცისაო, საშუალ უსამართლობათა მათთა დამკჳდრებულ ხარ შენ, რომელთა ჰქონან თუალნი ხედვად, და ვერ ჰხედვენ, და ყურნი ასხენ სმენად, და არა ესმისყე მით, რამეთუ სახლი განმამწარებელი არს.

3და შენ, ძეო კაცისაო, იქმენ თავისა შენისა ჭურჭელნი ტყუეობისანი და ტყუე იქმენ წინაშე მათსა. და ტყუე იქმენ ადგილისაგან შენისა ადგილისა მიმართ სხჳსა, წინაშე მათსა, რაჲთა იხილონ მით, რამეთუ სახლი განმამწარებელი არს.

4და განიღო ჭურჭლები შენი, ვითარცა ჭურჭლები დღისა ტყუეობისაჲ,

5წინაშე თუალთა მათთა და შენ გამოხჳდე მიმწუხრი წინაშე მათსა, ვითარცა განვალნ ტყუე, დასთხარო თავისა შენისად ზღუდისა შორის და განხჳდე მის მიერ.

6წინაშე მათსა ვიდოდე მღუნვარედ და დაფარულად განხჳდე, პირი შენი დაიბურო ფიჩჳთა და არა იხილო ქუეყანაჲ მით, რამეთუ ნიშად მიგეც შენ სახლსა ისრაჱლისასა.

7და ვყავ ეგრეთ ყოველთაებრ, რაოდენნი მამცნო მე უფალმან: და მოვიხუჱნ ჭურჭელნი, ვითარცა ჭურჭელნი დღისა ტყუეობისანი, და მიმწუხრი დაუთხარე თავსა ჩემსა ზღუდე ჴელითა, და დაფარულად ფიჩვითა გამოვედ მღუნვარედ მათ წინაშე.

8და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი განთიად:

9ძეო კაცისაო, არა ვთქუა შენდამი, სახლი ისრაჱლისაჲ სახლი განმამწარებელი არს? გრქუან, თუ რასა ჰყოფ შენ?

10თქუ მათდამი: ამათ იტყჳს უფალი, უფალი: მთავარსა და წინამძღუარსა იერუსალიმსშინასა და ყოველსა სახლსა ისრაჱლისასა, რომელნი არიან შორის მათსა,

11თქუ მათდა მიმართ, ვითარმედ: მე ნიშებსა ვჰყოფ, ვითარსახედ ვყავ, ესრეთ ყონ მათ, გარდასახლებად და ტყუეობად განვიდენ.

12და მთავარნი მათნი შორის მათსა მღუნვარედ ვიდოდიან და დაფარულად ფიჩვითა განვიდენ ზღუდით; და განთხაროს, გამოსლვასა მისსა მიერ პირი მისი დაიბუროს, რაჲთა არა იხილოს თუალითა, და მან ქუეყანაჲ არა იხილოს.

13და განვფინო ბადე ჩემი მის ზედა და შეპყრობილ იქმნეს გარემოცვითა ჩემითა. და მოვიყვანო იგი ბაბილონად, ქუეყანად ქალდეველთა, და იგი არა იხილოს და მუნ აღესრულოს.

14და ყოველნი გარემოჲსნი მისნი შემწენი მისნი და ყოველნი მეშუელნი მისნი განვსთესნე ყოვლისა მიმართ ქარისა და მახჳლი განვჰფინო უკანა მათსა.

15და ცნან, რამეთუ მე ვარ უფალი, განვაბნინე რაჲმე იგინი წარმართთა შორის და განვსთესნე სოფლებსა შორის.

16და მოვიხუნე მათგან კაცნი რიცხუეულნი მახჳლისაგან და სიყმილისაგან და სიკუდილისა, რაჲთა მიუთხრობდენ ყოველთა უსჯულოებათა მათთა წარმართთა შორის, სადა მივიდენ, მუნ, და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი.

17და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

18ძეო კაცისაო, პური შენი ნაკლულევანებითა შენითა შჭამო და წყალი შენი ტანჯვით და ჭირით ჰსუა.

19და სთქუა ერისა მიმართ ქუეყანისაჲსა: ამათ იტყჳს ადონაი უფალი დამკჳდრებულთა იერუსალჱმს და ქუეყანასა ზედა ისრაჱლისასა: პურსა მათსა ნაკლულევანებით ჭამდენ და წყალსა მათსა უჩინოქმნულებით სუმიდენ, რაჲთა უჩინო იქმნეს ქუეყანაჲ სავსებითურთ მისით უთნოობითა ყოველთა დამკჳდრებულთაჲთა მის ზედა.

20და ქალაქნი მათნი მკჳდროანნი მოოჴრდენ. და ქუეყანაჲ უჩინოსაქმნელად იყოს. და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი.

21და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

22ძეო კაცისაო, რაჲ არს იგავი ესე თქუენდა, ქუეყანასა ზედა ისრაჱლისასა მეტყუელთაჲ: შორს არიან დღენი, წარწყმდა ყოველი ხილვაჲ?

23ამისთჳს თქუ მათდამი: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: მოვაქციო იგავი ესე. და არღა იტყოდიან იგავსა მაგას სახლი ისრაჱლისაჲ; რამეთუ თქუას მათდამი მეტყუელმან: მოეახლნეს დღენი და სიტყუაჲ ყოვლისა ხილვისაჲ

24მით, რამეთუ არა იყოს მერმე ყოველი ხილვაჲ ტყუილ და მმისნობი მოსამაღლებელად შორის ძეთა ისრაჱლისათასა.

25მით, რამეთუ მე, უფალი, ვიტყოდი სიტყუათა ჩემთა, ვიტყოდი და ვქმნა და არა განვაგრძო მერე მით, რამეთუ დღეთა შინა თქუენთანა სახლი ისრაჱლისა განმამწარებელი არს, ვთქუა სიტყუაჲ და ვქმნა, - იტყჳს ადონაი. უფალი.

26და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

27ძეო კაცისაო, აჰა, სახლი ისრაჱლისაჲ, განმამწარებელი ჩემი, მეტყუელნი იტყჳან: ხილვა ესე, რომელსა იხილავს დღეთა მიმართ მრავალთა და ჟამთა მიმართ გრძელთა, წინაწარმეტყუელებს ესე;

28ამისთჳს თქუ მათდამი: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: არა განგრძნენ მერმე ყოველნი სიტყუაჲნი ჩემნი, რომელთაცა ვიტყოდი, რამეთუ ვთქუა სიტყუაჲ და ვყო იგი, - იტყჳს ადონაი უფალი.


წინა თავი შემდეგი თავი