მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ეზეკიელ წინასწარმეტყველი
თავი 14

1და მოვიდეს ჩემდა მოხუცებულთაგან ისრაჱლისათა და დასხდენ წინაშე პირსა ჩემსა.

2და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

3ძეო კაცისაო! კაცთა ამათ დასხნეს გულისზრახვანი მათნი გულთა შინა მათთა და ტანჯვაჲ სიცრუეთა მათთაჲ დადვეს წინაშე პირსა მათსა. მიმგებელმან ღათუ მიუგო მათ?

4ამისთჳს ეტყოდე მათ და სთქუა მათდა მიმართ: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: კაცმან-კაცმან სახლისაგან ისრაჱლისა, რომელმან და-თუ-ისხნეს მოგონებანი მისნი გულსა შინა თჳსსა და ტანჯვაჲ სიცრუისა მისისაჲ დააწესოს წინაშე პირსა მისსა და მივიდეს წინაწარმეტყუელისა მიმართ, მე უფალმან მიუგო მას მათ შინა, რომელთა შინა შეწყდომილ არს გაგონება მისი,

5რაჲთა განაიგურდიოს სახლი ისრაჱლისაჲ გულთაებრ მათთა უცხოქმნულთა ჩემგან მოგონებათა მიერ მათთა.

6ამისთჳს თქუ სახლისა მიმართ ისრაჱლისა: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: მოიქეცით სიმარჯუეთაგან თქუენთა და ყოველთაგან უთნოობათა თქუენთა და მოაქციენით პირნი თქუენნი ჩემდა

7მით, რამეთუ კაცმან-კაცმან სახლისაგან ისრაჱლისა და მსხემთაგან, რომელნი მსხემობენ ისრაჱლსა შორის, რომელიცა უცხო თუ იქმნეს ჩემგან, და დასხნეს გულისზრახვანი მისნი გულსა შინა თჳსსა და ტანჯვაჲ უკეთურებისა თჳსისა დააწესოს წინაშე პირსა მისსა, და მივიდეს წინაწარმეტყუელისა კითხვად მისსა ჩემ მიერ, უფალმან მიუგო მას, რომელსა შინა შეწყდომილ არს, მას შინა.

8და დავამტკიცო პირი ჩემი კაცსა მას ზედა, და დავდვა იგი ოჴრად და უჩინოსაქმნელად და აღვიღო იგი საშუალ ერისა ჩემისა, და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი.

9და წინასწარმეტყველი თუ სცთეს და თქუას სიტყუაჲ, მე უფალმან შევაცთუნე იგი, და მივყო ჴელი ჩემი მის ზედა და უჩინო-ვყო იგი საშუალ ერისა ჩემისა ისრაჱლისა.

10და მოღებულ იქმნეს სიცრუე მათი სიცრუჲსაებრ მკითხველისა მის და სიცრუჲსაებრ ეგრეთვე წინაწარმეტყუელსა ეყოს.

11რაჲთა არღა სცთეს მერმე სახლი ისრაჱლისა ჩემგან, და რაჲთა არღა ეგნენ მერმე შეცოდებათა მათთა ზედა ყოველთა, და იყუნენ ჩემდა ერად, და მე ვიყო მათდა ღმერთად, - იტყჳს ადონაი უფალი.

12და იქმნა ჩემდამო სიტყუაჲ უფლისაჲ მეტყუელი:

13ძეო კაცისაო, ქუეყანამან, რომელმან მე თუ შემცოდოს შთავრდომაჲ შეცოდებასა, და მივყო ჴელი ჩემი მის ზედა, და შევმუსრნე მისგან სიმტკიცენი პურისანი, და გამოვავლინო მას ზედა სიყმილი და აღვიღო მისგან კაცი და საცხოვარი.

14და უკეთუ იყვნენ სამნი ესე კაცნი შორის მისსა: ნოე, იობ და დანიილ, იგინი სიმართლესა შინა მათსა ცხოვნდენ, - იტყჳს ადონაი უფალი.

15ხოლო უკუეთუ მჴეცნიცა ბოროტნი მოვჰჴადნე ქუეყანასა მას ზედა და ვტანჯო იგი და იყოს უჩინოსაქმნელად და არა იყოს, რომელმან განვლოს პირისაგან მჴეცთაჲსა.

16და სამნი ესე კაცნი იყვნენ შორის მათსა, ცხოველ ვარ მე, - იტყჳს ადონაი უფალი, - უკუეთუ ძენი მათნი, ანუ ასულნი ცხონდენ. - იტყჳს ადონაი უფალი, - არამედ იგინი მარტონი ცხოვნდენ, ხოლო ქუეყანაჲ იყოს მოსასრულებლად.

17ანუ მახჳლი თუ მოვჰჴადო ქუეყანასა მას ზედა და ვთქუა: მახჳლმან მოიარენ ქუეყანასა ზედა! - და აღვიღო მისგან კაცი და საცხოვარი;

18და სამნი ესე კაცნი შორის მისსა, ცხოველ ვარ მე, - იტყჳს ადონაი უფალი, - ვითარმედ ვერ განარინნენ ძენი მათნი, ანუ ასულნი, არამედ იგი მხოლონი განერნენ.

19ანუ სიკუდილი თუ მოვავლინო ქუეყანასა მას ზედა და განვფინო გულისწყრომაჲ ჩემი მის ზედა სახლისა მიერ მოსრულებად მისგან კაცი და საცხოვარი.

20და ნოვე და იობ და დანიილ საშუალ მისსა იყვნენ, ცხოველ ვარ მე, - იტყჳს ადონაი უფალი, - უკუეთუ ძენი მათნი და ასულნი განარინნენ, რამეთუ მათ სიმართლესა შინა მათსა განარინნენ სულნი მათნი.

21ამათ იტყჳს ადონაი უფალი: და უკუეთუ ოთხნი შურისგებანი ჩემნი: მახჳლი და სიყმილი და მჴეცნი ბოროტნი და სიკუდილი გამოვავლინო იერუსალჱმსა ზედა მოსრულებად მისგან კაცი და საცხოვარი.

22და უნდონი დაშთომილნი მის შორის, განრინებულნი მისგან, რომელნი გამოიყვანებენ მისგან ძეთა და ასულთა; და, აჰა, იგინი გამოვლენ თქუენდამო და იხილნეთ გზანი მათნი და მოგონებანი მათნი და შეინანოთ ბოროტთაზედა, რომელნი მოვჰჴადენ იერუსალჱმსა ზედა, ყოველთა ზედა ძჳრთა, რომელნი მოვაწიენ მის ზედა.

23და ნუგეშინის-გცემდენ თქუენ მით, რამეთუ იხილნეთ გზანი მათნი და მოგონებანი მათნი და სცნათ, ვითარმედ არა ამაოდ ვყვენ ყოველნი, რაოდენნი ვქმნენ მის შორის, - იტყჳს ადონაი უფალი.


წინა თავი შემდეგი თავი