მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ეზეკიელ წინასწარმეტყველი
თავი 15

1და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყველი:

2და შენ, ძეო კაცისაო, რაჲმცა ეყო ხესა ვენაჴისასა ყოველთაგან ნერგთა მყოფთა ხესა შორის მაღნარისათა?

3უკუეთუ მოიღონ მისგან ძელი შესაქმედ საქმარისა, მოიღონ მისგან მანაჲ დაკიდებად ყოველი ჭურჭელი მის ზედა?

4თჳნიერ ცეცხლისა მიეცეს განსალეველად, წლითიწლადსა განწმენდასა მისსა განჰლევს ცეცხლი და მოაკლებს სრულიად; ნუ საჴმარ იყოს საქმრად?

5და არცა მერმე ყოფასაღა მისსა ყოვლად სრულიად არა იყოს საქმრად, რამეთუ ცეცხლმან ღათუ განლიოს იგი სრულიად, უკეთუ შეიქმნას საქმრად მერმე?

6ამისთჳს ვთქუა, - ამათ იტყჳს ადონაი უფალი, - ვითარსახედ ხე ვენაჴისაჲ ხეთა შორის მაღნარისათა, რომელი მივეც ცეცხლსა განსალევნელად იგი, ეგრეთ მივსცნე მკჳდრნი იერუსალჱმს შინა.

7და მივსცე პირი ჩემი მათ ზედა; ცეცხლისაგან გამოვიდენ და ცეცხლმან შეჭამნეს იგინი; და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი განმტკიცებასა შინა პირისა ჩემისასა მათ ზედა.

8და მივსცე ქუეყანაჲ უჩინოსაქმნელად მათ წილ, რომლითა დაეკუეთნეს შეცოდებითა, - იტყჳს ადონაი უფალი.


წინა თავი შემდეგი თავი