მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ეზეკიელ წინასწარმეტყველი |
თავი 17 |
1და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: 2ძეო კაცისაო, მიუთხარ მითხრობაჲ და თქუ იგავი სახლისა მიმართ ისრაჱლისა, 3და სთქუა: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: არწივი დიდი, ქველნაბრდღუენი, ფრთადიდი, ხანიერი განვრცობითა, მკლავმაგარი, სავსე ფრჩხილებითა, რომელსა აქუს მიმართებაჲ შესლვად ლიბანედ, და შევიდა და მიიხუნა ურჩეულესნი ნაძჳსანი, 4მწუერვალნი სიჩჩოჲსა მისისანი მოჰფხანნა და მოიხუნა იგინი ქუეყანად ქანანისა, ქალაქსა შინა მოზღუდვილსა დასხნა იგინი. 5და მოიღო თესლისაგან ქუეყანისა და მისცა იგი ველად, ნერგი წყალსა ზედა მრავალსა და ძირნი მისნი მას ზედა იყვნენ, ზედასახედავებად დააწესნა იგინი. 6და აღმოსცენდა და იქმნა ვენაჴად უძლურად და კნინად სიდიდითა და სახედავად მისსა, და რტონი მისნი მის ზედა და ძირნი მისნი ქუეშე კერძო მისსა იყვნეს; და იქმნა ვენაჴად და ყვნა წიდნენი და განვრცნა ბაბილონი მისნი. 7და იქმნა სხუაჲ არწივი დიდი, ფრთადიდი და მრავალი ფრჩხილებითა; და, აჰა, ვენაჴი იგი, გარემოხუეული მისდამი, და ძირნი მისნი მისსა მიმართ და რტონი მისნი გამოუვლინნა მას მორწყვად იგი მასკნესა თანა მორჩისაგან ნერგობისა მისისა ველსა ზედა კარგსა, 8წყალთა შორის მრავალთა, ეგერა, განპოხნების ყოფად მორჩთა და გამოღებად ნაყოფსა, ყოფად ვენაჴად დიდად. 9ამისთჳს არქუ მათ, იტყჳს ადონაი უფალი: უკუეთუ წარიმართოს, არა ძირნი მისნი სიჩჩოჲსა მისისანი და ნაყოფი მისი დალპეს და განჴმენ ყოველნი პირველაღმონაცენნი მისნი; და არა მკლავითა დიდითა, არცა ერითა მრავლითა ვყო მოფხურაჲ მისი ძირთაგან მისთა. 10და აჰა, განპოხნების, ნუსადა წარიმართოს, არა მობერვასა თანა ქარისა ცხელისასა განჴმესა სიჴმელითა მასკნესა თანა აღმოსავალისა მისისასა და ნერგობაჲ მისი განჴმეს? 11და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: ძეო კაცისაო, 12არქუ უკუე სახლსა ამას განმამწარებელსა; არა უწყით, რაჲ არიან ესენი? თქუ მათდამი: აჰა, მოვალს მეფე ბაბილონისაჲ ისრაჱლსა ზედა და მიიღოს მეფე მისი და მთავარნი მისნი და წარიყვანნეს იგინი თავისა თჳსისა თანა ბაბილონდ. 13და მიიღოს თესლისაგან მეფობისაჲსა და დადვას მის თანა აღთქმაჲ და შეიყვანოს იგი წყევასა შინა და წინამძღუარნი ქუეყანისანი მიიხუნეს. 14ქმნად სამეფოდ უძლურად ყოვლითურთ არამაღლებად, არამედ დამარხვად აღთქმაჲ მისი და დამტკიცებად იგი. 15და განდგეს მისგან განვლინებად მიმთხრობელთა ეგჳპტედ, რაჲთა მოსცენ მას ცხენები და ერი მრავალი. უკუეთუ წარემართოს, ანუ განერეს მოქმედი წინააღმდგომთაჲ? და გარდამავალი აღთქმისაჲ უკუეთუ ცხონდეს? 16ცხოველ ვარ მე, - იტყჳს ადონაჲ უფალი, - არა თუ ადგილსა შინა, რომელსა მეფე, მეფემყოფელისა მისისა, რომელმან უპატივო-ყო ფიცი ჩემი და რომელი გარდაჰჴდა აღთქმასა ჩემსა, მის თანა საშუალ ბაბილონისა აღესრულოს. 17არა ძალითა დიდითა, არცა ერითა მრავლითა ხოლო ყოს მისდა მიმართ ფარაო ბრძოლაჲ ლაშქრის მოდგმითა და შენებითა ისრის საყენებელთაჲთა აღებად სულთა მრავალთა. 18და შეურაცხ-ყო ფიცი გარდასლვითა მცნებისაჲთა და, აჰა, მივეც ჴელი მისი და ყოველნი ესე უყვენ მას; არა განერეს. 19ამისთჳს ვთქუ: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ცხოველ ვარ მე? უკუეთუ არა აღთქუმაჲ ჩემი, რომელსა გარდაჰჴდა, და ფიცი ჩემი, რომელი შეურაცხყო, და მივსცე იგი თავისა მიმართ მისისა. 20და გარდავჰფინო მის ზედა ბადე ჩემი და მოსრულდეს გარემოდგომასა შინა მისსა; და შთავაწიო იგი ბაბილონდ და განვისაჯო მისა თანა მუნ სიცრუჲსათჳს მისისა რომელი იცრუა ჩემდამო. 21ყოველთა მიერ ლტოლვათა მისთა და ყოველნი რჩეულნი მისნი ყოველსა შინა წყობასა მისსა მახჳლისა მიერ დაეცნენ და ნეშტნი მისნი ყოვლისა ქარისა მიმართ განვსთესნე; და სცნათ, ვითარმედ მე უფალი ვიტყოდე. 22ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: და მივიღო მე რჩეულთაგან ნაძჳსა, მაღლისა თხემისაგან, და მივსცე თავისაგან მწუერვალთა მისთაჲსა, გულისაგან თხემისა მისისა მოვკაფო და დავჰნერგო მთასა ზედა მაღალსა მე. 23და გამოვჰკიდო იგი მთასა ზედა განსაცხრომელსა ისრაჱლისასა და დავჰნერგო იგი, და გამოიღოს მორჩი, და ყოს ნაყოფი და იყოს ნაძუად დიდად. და განისუენებდეს ქუეშე მისსა ყოველი ქათამი და ყოველმან მფრინველმან ქუე საგრილსა რტოთა მისთასა განისუჱნოს და რტონი მისნი კუალად მოეგნენ. 24და ცნან ყოველთა ხეთა ველისათა, ვითარმედ მე ვარ უფალი, რომელი დავამდაბლებ ხესა მაღალსა და აღვამაღლებ ხესა მდაბალსა, და განვაჴმობ ხესა ნედლსა და განვამორჩებ ხესა ჴმელსა, მე უფალმან ვთქუ და ვყო. |
წინა თავი | შემდეგი თავი |