მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ეზეკიელ წინასწარმეტყველი
თავი 19

1და შენ, ძეო კაცისაო, მოიღე გოდებაჲ მთავარსა ზედა ისრაჱლისასა.

2და ჰრქუა: რად დედაჲ შენი, ლეკჳ, შორის ლომთა იშვა, საშუალ ლომთასა განიმრავლნა ლეკუნი მისნი?

3და განვლდა ერთი ლეკუთა მისთაჲ, ლომ იქმნა და ისწავა ტაცება ნატაცებთაჲ, კაცებსა შეშჭამდა.

4და ესმა მისთჳს წარმართთა და შეპყრობილ იქმნა განხრწნილებასა შინა მათსა და მიიყვანეს იგი ჭიმითა ქუეყანად ეგჳპტისა.

5და იხილნეს, რამეთუ განდგომილ არს მისგან, და წარწყმდა განდგომაჲ მისი და მოიყვანა სხუაჲ ლეკუთაგან მისთა, ლომად დააწესა იგი.

6და იქცეოდა შორის ლომთა, ლომ იქმნა და ისწავა ტაცება ნატაცებთაჲ, კაცებსა ჭამდა.

7და ძოვდა სილაღითა თჳსითა და ქალაქები მათი მოაოჴრა და უჩინო-ყო ქუეყანაჲ, და სავსებაჲ მისი ჴმისაგან ზახებისა მისისა.

8და მისცნა მის ზედა წარმართნი გარემოჲს სოფლებთაგან და გარდააფინნა მის ზედა ბადენი მისნი და განხრწნილებასა შინა მათსა შეპყრობილ იქმნა.

9და დადვეს იგი ჭიმითა და გალეაკითა და მოვიდა მეფისა ბაბილონისა და შეიყვანეს იგი საპყრობილედ, რაჲთა არა ისმეს ჴმაჲ მისი მერმე მთათა ზედა ისრაჱლისათა.

10და დედაჲ შენი, ვითარცა ვენაჴი, ვითარცა ყუავილი ბროწეულთა შორის წყალთა ზედა დანერგულთა; ნაყოფი მისი და მორჩი მისი იქმნა წყალთაგან მრავალთა.

11და იქმნა იგი კუერთხ ძალისა, ტომსა ზედა წინამძღუარ და ამაღლდა სიდიდესა შინა მისსა საშუალ მაღნართასა; და იხილა სიდიდე მისი სიმრავლითა რტოთა მისთაჲთა.

12და შეიმუსრა გულისწყრომითა, ქუეყანასა ზედა დავარდა და ქარი შემწველი განაჴმობდა რჩეულთა მისთა; შურისძიებულ იქმნეს და განჴმეს კუერთხნი ძალისა მისისანი, ცეცხლმან განლია იგი.

13და აწ დანერგეს იგი უდაბნოსა შინა, ქუეყანასა ურწყულსა და წყურიელსა. და გამოვიდეს ცეცხლი კუერთხისაგან რჩეულისა მისისა და შეჭამოს იგი, და არა იყოს მის შორის კუერთხი ძალისაჲ, ტომი იგავად გოდებისა არს და იყოს გოდებად.


წინა თავი შემდეგი თავი