მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ეზეკიელ წინასწარმეტყველი
თავი 20

1და იქმნა წელსა შინა მეშჳდესა, მეხუთესა თთუესა, ათსა თთჳსასა, მოვიდეს კაცნი მოხუცებულთაგან სახლისა ისრაჱლისათა გამოკითხვად უფლისა და დასხდეს წინაშე პირსა ჩემსა.

2და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

3ძეო კაცისაო, თქუ მოხუცებულთა მიმართ ისრაჱლისათა და სთქუა მათდამი: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: უკუეთუ გამოკითხვად ჩემდა მოხუალთ თქუენ, ცხოველ ვარ მე, უკუეთუ მიგიგო თქუენ, - იტყჳს ადონაი უფალი.

4უკუეთუ უსაჯი მათ შჯაჲ, ძეო კაცისაო, უსჯულოებანი მამათა მათთანი უწამენ მათ.

5და სთქუა მათდამი: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: დღით რომლითგან სათნო ვიყავ სახლი ისრაჱლისაჲ და ვეცნობე თესლსა სახლისა იაკობისსა და ვეცნობე მათ ქუეყანასა შინა ეგჳპტისასა და შევეწიე მათ ჴელითა ჩემითა მეტყუელი: მე უფალი ღმერთი თქუენი,

6მას დღესა შინა შევეწეოდე მათ ჴელითა ჩემითა გამოყვანებად მათდა ქუეყანისაგან ეგჳპტისა ქუეყანად, რომელი განუმზადე მათ, ქუეყანად მადინებელად სძისა და თაფლისა, გოლი არს უფროს ყოვლისა ქუეყანისა.

7და ვთქუა მათდამი: თითოეულმან საძაგელებანი თუალთა მისთანი განყარენინ და სიმარჯუეთა შინა ეგჳპტისათა ნუ შეიგინებით, მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

8და განდგეს ჩემგან და არა ინებეს სმენად ჩემი, თითოეულმან საძაგელებანი თუალთა მისთანი არა განყარნეს და სიმარჯუენი ეგჳპტისანი არ დაუტევნეს, და ვთქუ გარდაფენად გულისწყრომაჲ ჩემი მათ ზედა, შესრულებად რისხვაჲ ჩემი მათ შორის საშუალ ქუეყანასა ვგჳპტისასა.

9და ვყო, რაჲთა სახელი ჩემი ყოვლად ყოვლითურთ არ შეიგინოს წინაშე წარმართთა, რომელთასა იგინი არიან შორის მათსა, და რომელთა შორის ვეცნობე წინაშე მათსა, გამოყვანებად მათდა ეგჳპტით.

10და გამოვიყვანენ იგინი ეგჳპტისაგან და მივიყვანენ იგინი უდაბნოდ.

11და მივსცენ მათ ბრძანებანი ჩემნი და სამართალნი ჩემნი ვაუწყენ მათ, რაოდენნი ყუნეს იგინი კაცმან, და ცხოვნდეს მათ შინა.

12და შაბათნი ჩემნი მივსცენ მათ ყოფად იგინი სასწაულად შორის ჩემსა და შორის მათსა, რაჲთა ცნან მათ, ვითარმედ მე ვარ უფალი წმიდამყოფელი მათი და ვთქუ სახლისა მიმართ ისრაჱლისა: უდაბნოს ბრძანებათა შინა ჩემთა ვიდოდეთ, და არა ვიდოდეს, და სამართალნი ჩემნი განიშორნეს, რომელნი ყუნეს იგინი კაცმან და ცხოვნდეს მათ შინა,

13და განმამწარეს მე სახლმან ისრაჱლისამან, უდაბნოს ზედა ბრძანებათა შინა ჩემთა არა ვიდოდეს და სამართალნი ჩემნი განიშორნეს, რომელნი ყუნეს იგინი კაცმან და ცხონდეს მათ შინა; და შაბათნი ჩემნი შეაგინნეს ფრიად; და ვთქუ გარდაფენად გულისწყრომაჲ ჩემი მათ ზედა უდაბნოს შინა აღსაჴოცელად მათდა.

14და ვყავ, რაჲთა სახელი ჩემი ყოვლითურთ არ შეიგინოს წინაშე წარმართთასა, რომელთაგან გამოვიყვანენ იგინი წინაშე თუალთა მათთა.

15და მე აღვიღე ჴელი ჩემი მათ ზედა, უდაბნოს შინა, რაჲთურთით არა შეყვანებად მათდა ქუეყანად, რომელი მივეც მათ ქუეყანად მადინებელად სძესა და თაფლსა, გოლ არს უფროს ყოვლისა ქუეყანისა.

16მათ წილ, რომელ სამართალნი ჩემნი განიშორნეს, და ბრძანებათა შინა ჩემთა არა ვიდოდეს მათ შინა და შაბათთა ჩემთა შეაგინებდეს, შემდგომად გულისზრახვათა მათთასა ვიდოდეს.

17და ჰრიდა მათ თუალმან ჩემმან არა აღჴოცად მათდა და არა ვყვენ იგინი მოსასრულებლად უდაბნოს ზედა.

18და ვთქუ შვილთა მათთა მიმართ უდაბნოსა შინა: შჯულებთა შორის მამათა თქუენთაჲსა ნუ ხუალთ, და სამართალთა მათთა ნუ დაიმარხავთ, და სიმარჯუეთა მათთა ნუ თანაღერევით და ნუ შეიგინებით.

19მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი: ბრძანებათა შინა ჩემთა ვიდოდეთ და სამართალნი ჩემნი დაიმარხენით და ყვენით იგინი.

20და შაბათნი ჩემნი წმიდა-ყვენით იგინი, და იყვნენ სასწაულად შორის თქუენსა და შორის ჩემსა ცნობად, ეითარმედ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.

21და განმამწარეს მე შვილთაცა მათთა: ბრძანებათა შინა ჩემთა არა ვიდოდეს და სამართალნი ჩემნი არ დაიმარხნეს ყოფად მათდა, რომელთაჲ მოქმედი მათი კაცი ცხონდეს მათ შინა. და შაბათნი ჩემნი შეაგინნეს და ვთქუ მიფენად გულისწყრომაჲ ჩემი მათ ზედა, აღსრულებად რისხვაჲ ჩემი მათ ზედა, უდაბნოსა შინა.

22და მოვაქციე ჴელი ჩემი მათგან, რომელი ვყავ ჩემთჳს, რაჲთა სახელი ჩემი რაჲთურთით არ შეიგინოს წინაშე წარმართთასა, რომელთაგან გამოვიყვანენ იგინი წინაშე თუალთა მათთა.

23და აღვიღე ჴელი ჩემი მათ ზედა უდაბნოსა შინა განბნევად მათდა წარმართთა შორის და განთესვად მათდა სოფლებთა შორის.

24მათ წილ, რომელ სამართალნი ჩემნი არა ყვნეს, და ბრძანებანი ჩემნი განიშორნეს, და შაბათნი ჩემნი შეაგინნეს და უკუანა გულისზრახვათა მამათა მათთასა იყვნეს თვალნი მათნი.

25და მე მივსცენ მათ ბრძანებანი არაკეთილნი და სამართალნი, რომელთა შინა არ ცხოვნდენ მათ შინა.

26და მწიკულევან-ვყუნე იგინი ნიჭთა შინა მათთა განსლვასა ჩემსა ყოვლისა მიმართ განმღებისა საშოჲსაჲსა, რაჲთა უჩინო-ვყო იგი, რაჲთა ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი.

27ამისთჳს თქუ სახლისა მიმართ ისრაჱლისა, ძეო კაცისაო, და სთქუა მათდა მიმართ: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ვიდრე ამისამდე განმარისხეს მე მამათა თქუენთა დაკუეთებათა მიერ მათთა, რომელთა შინა დაეკუთნეს თჳთ ჩემდამო.

28და შევიყვანენ იგინი ქუეყანად, რომლისა მიმართ აღვიღე ჴელი ჩემი მიცემად იგი მათ, და იხილეს ყოველი ბორცჳ მაღალი და ყოველი ხე ჩრდილოანი და უზორეს მუნ ღმერთთა მათთა და დააწესეს მუნ საკუმეველი ძღუენთა მათთაჲ, და დადვეს მუნ საყნოსი სულნელებისა მათისაჲ, და უგეს მუნ გებანი მათნი.

29და ვთქუ მათდამი: რაჲ არს იავვანა, რამეთუ თქუენ შეხუალთ მუნ? და ეწოდა სახელი მისი იავვანა ვიდრე დღესისა დღემდე.

30ამისთჳს თქუ სახლისა მიმართ ისრაჱლისა: ამათ იტყჳს ადონაი უფალი ღმერთი: უსჯულოებათა შინა მამათა თქუენთასა შეიგინებით თქუენ, და უკუანა საძაგელთა მათთა ისიძავთ თქუენ.

31და დასაბამთა შინა მისაცემელთა თქუენთასა და განჩინებათა შინა თქუენთა, განვლებისა მიერ შვილთა თქუენთასა ცეცხლისა შორის, თქუენ შეიგინებით. და ყოველთა შინა გულისზრახვათა მათთა ვიდრე დღესისა დღემდე, და მე სიტყუა-გიგო თქუენ, სახლო ისრაჱლისაო? ცხოველ ვარ მე, - იტყჳს ადონაი უფალი, უკუეთუ მიგიგო თქუენ

32და აღვიდეს სულსა თქუენსა ზედა ესე. და არა იყოს, ვითარსახედ თქუენ იტყჳთ: ვიყუნეთ, ვითარცა წარმართნი და ვითარცა ტომნი ქვეყანისანი, დაკუთნვად ძელთა და ქვათა.

33ამისთჳს ცხოველ ვარ მე, - იტყჳს ადონაჲ უფალი; არა თუ ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა და გულისწყრომითა განფენილითა ვმეფობდე თქუენ ზედა.

34და გამოგიყვანნე თქუენ ერთაგან და შეგიწყნარნე თქუენ სოფლებთაგან, სადა განიბნიენით მათ შორის, ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა და გულისწყრომითა განფენილითა.

35და მიგიყვანნე თქუენ უდაბნოდ ერთა და განგესაჯო თქუენდამი მუნ პირითა პირისა მიმართ.

36ვითარსახედ განვესაჯე მამათა თქუენთა მიმართ უდაბნოსა შინა ეგჳპტისასა, ესრეთ გსაჯნე თქუენ, - იტყჳს ადონაი უფალი.

37და მოგიყვანნეთ თქვენ ქუეშე კუერთხსა ჩემსა, და შეგიყვანნე თქუენ რიცხუსა შორის აღთქუმისასა. და გამოვარჩინე თქუენგან უთნონი და განდგომილნი

38მით, რამეთუ ქუეყანისაგან მსხემობისა მათისა გამოვიყვანენ იგინი და ქუეყანად ისრაჱლისა არა შევიდენ, და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი.

39ხოლო თქუენ სახლო ისრაჱლისაო, - ამათ იტყჳს ადონაი უფალი, კაცადმან სიმარჯუენი თჳსნი მოისპენით და ამათს შემდგომად, უკუეთუ თქუენ ისმინოთ ჩემი და სახელი მისი წმიდაჲ შეაგინოთ, არღა მერმე ძღუენთაებრ თქუენთა და სიმარჯუეთაებრ თქუენთა გიყო თქუენ

40მით, რამეთუ მთასა ზედა წმიდასა ჩემსა, მთასა ზედა მაღალსა ისრაჱლისასა, - იტყჳს ადონაი უფალი, - მუნ მმსახურებდეს მე ყოველი სახლი ისრაჱლისაჲ სრულიად ქუეყანასა ზედა, და მუნ შევიწყნარნე მე იგინი, და მუნ ზედმივიხილო დასაბამთა თქუენთა და დასაბამთა განნაჩინებთა თქუენთასა, ყოველთა შორის სიწმიდეთა თქუენთა?

41საყნოსად სულნელებისად შეგიწყნარნე თქუენ, გამოგიყვანნე რაჲ თქუენ ერთგან, და შეგიწყნარნე თქუენ სოფლებთაგან, რომელთა შორის განიბნიენით მათ შორის, და წმიდა ვიყო თქუენ შორის წინაშე თუალებსა ერთასა.

42და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი შეყვანებასა შინა ჩემ მიერ თქუენსა ქუეყანად ისრაჱლისა. ქუეყანად, რომლისა მიმართ აღვიღე ჴელი ჩემი მიცემად იგი მამათა თქუენთა.

43და მოიჴსენოთ მუნ გზათა თქუენთაჲ და სიმარჯუეთა თქუენთა ყოველთაჲ, რომელთა შინა შეიგინებოდეთ მათ შინა; იცემდით პირთა თქუენთა ყოველთა ზედა უკეთურებათა თქუენთა, რომელთაცა იქმოდეთ.

44და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი, ესრეთ რაჲ გიყო თქუენ, რაჲთა არა შეიგინოს სახელი ჩემი არა გზათა თქუენთაებრ ბოროტთა, არცა სიმარჯუეთა თქუენთაებრ განხრწნილთა, სახლო ისრაჱლისაო, - იტყჳს ადონაჲ უფალი.

45და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

46ძეო კაცისაო, განიმტკიცე პირი შენი თემანსა ზედა, და მიიხლე დაგონსა ზედა და წინაწარმეტყუელებდ მაღნარსა ზედა წინამძღუარსა ნაგევისსა.

47და ჰრქუა მაღნარსა ნაგევისა: ისმინე სიტყუაჲ უფლისაჲ: ამას იტყჳს უფალი ღმერთი: აჰა მე აღვაგზნა შენ შორის ცვცხლი და შეჭამოს შენ შორის ყოველი ხე ნედლი და ყოველი ხე ხმელი, არა დაშრტეს ალი აღტყინებული და დაიწვას მის შორის ყოველი პირი მზის აღმოსავალითგან ვიდრე ჩრდილოდმდე.

48და ცნას ყოველმან ჴორციელმან, ვითარმედ მე უფალმან აღვაგზენ იგი, და არა დავშრიტო და ვთქუ: ნუსადა, უფალო, უფალო! იგინი მეტყჳან მე, ანუ არა იგავი თქმული არს ესე?


წინა თავი შემდეგი თავი