მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ეზეკიელ წინასწარმეტყველი |
თავი 21 |
1და იყოს სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო და თქუა: 2ამისთჳს წინაწარმეტყუელებდ, ძეო კაცისაო, განიმტკიცე პირი შენი იერუსალჱმსა ზედა და მიიხილე სიწმიდეთა მიმართ მათთა და წინაწარმეტყუელებდ ქუეყანად ისრაჱლისა. 3და თქუ: ამას იტყჳს უფალი, უფალი: აჰა, ესერა, მე შენდამი და გამოვიტაცო ჴელისსაპყრობი ჩემი ბუდისაგან მისისა და მოვსრა შენგან ყოველი ცრუჲ და უსჯულოჲ; 4ვითარცა-იგი მოვსრა შენგან, ეგრეთ მოისრას ჴელისსაპყრობი ჩემი ბუდისაგან მისისა ყოველსა ზედა ჴორციელსა მზისა აღმოსავალითგან ვიდრე ჩრდილომდე. 5და ცნას ყოველმან ჴორციელმან, რამეთუ მე ვარ უფალი, გამოვიტაცე ჴელისაპყრობი ჩემი ქარქაშით მისით, და არღა მიიქცეს არღა მერმე. 6და შენ, ძეო კაცისაო, სულთითქუენ შემუსრვასა ზედა ძუალთა შენთასა და სალმობიერად სულთითქუნე წინაშე თუალთა მათთა. 7და იყოს, უკუეთუ თქუან შენდამი: ვისთჳს სულთითქუამ შენ? და ჰრქუა: ბავთსა ზედა, რამეთუ მოვალს და შეიმუსროს ყოველი გული, და დაიჴსნენ ყოველნი ჴელნი, და განცივნეს ყოველი ჴორცი და ყოველი სული, და ყოველნი ბარკალნი შეიგინნენ სინედლითა; აჰა, მოვალს და იყოს, - იტყჳს ადონაი უფალი. 8და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: 9ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელებდ და სთქუა: ამათ იტყჳს ადონაი უფალი, თქუ: მახჳლო, მახჳლო, აღიმახუე და განწყერ, 10რაჲთა დაჰკლნე საკლველებნი, აღიმახუე, რაჲთა იქმნე აელვებულ, მზა დაჴსნად, მოსრევდ, შეურაცხ-ჰყოფდ ფხურიდი, ძეო ჩემო, ყოველსა ხესა! 11და მისცა მას განმზადებული პყრობად ჴელი მისი, აღილესა მახჳლი, არს მზა მიცემად იგი ჴელსა განმგურემლისასა, 12ღაღად-ყავ და ვალალაებდ, ძეო კაცისაო! რამეთუ ესე იქმნა ერსა შორის ჩემსა, ესე ყოველთა შორის მისათხრობელთა მათ ერთა ისრაჱლისათა, მოახლენი ჩემნი სამახჳლოდ იქმნეს ერისა ჩემისა. და ამისთჳს დაიტყუელენ ჴელითა შენითა, 13რამეთუ განმართლებულ არს. და რაჲ მერმე, უკუეთუ ტომი განერეს? - იტყჳს ადონაჲ უფალი, - არა იყოს. 14და შენ, ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელე, დაიტყუელე ჴელი ჴელსა ზედა და ამრჩობლწილე მახჳლი, მესამე მახჳლი წყლულებათაჲ არს, მახჳლი წყლულებათაჲ დიდი, და განაკრთვნე იგინი, 15რაჲთა შეიმუსროს გული მათი და განმრავლდენ უძლურებანი. ყოველსა ზედა ბჭესა მათსა მიეცნენ მახჳლსა კლვად: ვაშა, მახჳლ იქმნა კლვად, ვაშა, იქმნა ლესულებით, ვითარცა ელვაჲ. 16განვლე, აღმახუენ მარჯუენით და მარცხენით, ვიდრეცა პირი შენი მიიქცეს! 17ხოლო მეცა დავიტყუელო ჴელი ჩემი ჴელისა მიმართ და მიუტეო გულისწყრომაჲ ჩემი, - მე, უფალი, ვიტყოდე. 18და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: 19და შენ, ძეო კაცისაო, განუწესენ თავსა შენსა ორნი გზანი შესლვად მახჳლი მეფისა ბაბილონისა; სოფლისაგან ერთისა გამოვიდენ ორნი დაწყებანი განმზადებად ჴელი მგურემელი დასაწყისსა გზისა თითოეულისა ქალაქისასა. 20მგურემელად. დასაწყისსა გზისასა დააწესენ შესლვად რაბვადსა ზედა ძეთა ამონისთასა მახჳლი, და იუდას ზედა იერუსალიმს შინა გარემოდგომით 21მით, რამეთუ დადგეს მეფე ბაბილონისაჲ დასაბამისასა ზედა გზასა, დასაწყისსა ზედა ორთა გზათასა მისნობად მისნობისა და აღმოდუღებად კუერთხი და გამოკითხვად ქანდაკებულთა მათ და ღჳძლისმსტრობად. 22და მარჯუენით მისსა იქმნა სამისნოჲ იერუსალჱმსა ზედა მოდგმად პატნეზი, აღებად პირი ღაღადებითა და ამაღლებად ჴმაჲ ყივილისა თანა ნესტჳსასა, მოდგმად პატნეზი ბჭეთა ზედა მისთა, და მოდებად მიწაჲ და აღშენებად საისართა. 23და თჳთ იგი მათდა, ვითარცა მემისნე მისნობისაჲ წინაშე მათდა და მეშვიდე ყონ მეშვიდემანცა აღმჴსენებელმან სიცრუჲსა მათისამან შეპყრობად. 24ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: მათ წილ, რომელ მოიჴსენენით სიცრუვენი მათნი გამოსაცხადებელად უთნოობათა თქუენთა, საჩუენებელად ცოდვათა თქუენთა ყოველთა შინა უსჯულოებათა თქუენთა და ყოველთა შინა სიმარჯუეთა თქუენთა, მის წილ, რომელ აღიჴსენეთ, ამათ შინა მოესრულნეთ. 25და შენ, ბილწო უსჯულოო, წინამძღუარო ისრაჱლისაო, არღა მოწევნულ არს დღე ჟამსა შინა სიცრუჲს აღსასრულისასა. 26ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აღიძარცუე კიდარი და მოიჴადე გჳრგჳნი, ესე არა ეგევითარი იყოს, დაამდაბლე მაღალი და აღამაღლე მდაბალი. 27სიცრუვედ სიცრუვედ, სიცრუვედ დავდვა იგი, არცა იგი ეგევითარი იყოს, ვიდრემდის მოვიდეს, რომლისა ჯერ-არს მსჯავრი, და მივსცე მას. 28და შენ, ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელებდ და სთქუა: ამათ იტყჳს ადონაი უფალი ძეთა მიმართ ამმონისთა და ყუედრებათა მიმართ მათთა, და სთქუა: მახჳლო, მახჳლო, ჴდილო მკლველობად. და აღმოწუდილო მოსრულებად. 29აღდეგ, რაჲთა ელვიდე ხილვასა შინა შენსა ამაოსა და მისნობასა შინა შენსა ცრუსა მიცემად შენდა ქედთა ზედა წყლულებათა უსჯულოთასა, რომელთაჲ მოიწია დღე ჟამსა შინა სიცრუჲს დასასრულისასა! 30მიიქეც ქარქაშად შენდა და ნუ დაადგრები ადგილსა ამას შინა, რომელსა იქმენ, ქუეყანასა შინა თჳსსა გსაჯო შენ. 31და მივჰფინო შენ ზედა რისხვაჲ ჩემი, ცეცხლითა რისხვისა ჩემისაჲთა მოვჰბერო შენ ზედა და განგცე შენ ჴელთა კაცთა ბარბაროზთასა, მხუროებელთა განხრწნისათასა. 32ცეცხლისა მიერ იყო შესაჭმელ. სისხლი შენი იყოს საშუალ ქუეყანისა შენისა, არღა იყოს შენდა ჴსენებაჲ მით, რამეთუ მე უფალი ვიტყოდე. |
წინა თავი | შემდეგი თავი |