მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ეზეკიელ წინასწარმეტყველი |
თავი 23 |
1და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყველი: 2ძეო კაცისაო, ორნი დედანი იყვნეს, ასულნი დედისა ერთისანი; 3და განმეძვნეს ეგჳპტეს შინა, სიჭაბუკესა მათსა შინა განმეძვნეს, მუნ დაითხინეს ძუძუნი მათნი და მუნ გარდაიქალწულეს. 4ხოლო სახელნი მათნი ოოლა-უხუცესი, და ოოლიბა - დაჲ მისი უმრწემესი, და იქმნნეს ჩემდად და შუნეს ძენი და ასულნი და სახელნი მათნი: სამარიაჲ - იოოლა, და იერუსალჱმი იოოლიბა. 5და განმეძვნა იოოლა ჩემგან და მიიქცა ტრფიალთა მიმართ თჳსთა, ასსურასტნელთა მიმართ, მახლობელთა მისთა, 6შემოსილთა იაკინთოვნებითა წინამძღუართა და ლაშქრისმძღუანთა, ჭაბუკნი გამორჩეულნი, ყოველნი ცხენებითა აღცხენოსნებულნი ცხენთა ზედა. 7და მისცა სიძვაჲ თჳსი მათდამი გამორჩეულთა მიმართ ძეთა ასურასტანელთასა, ყოველთა და ყოველთა, რომელთა მიმართ თვალ-აგნა, ყოვლითა, გულისზრახვითა მისითა შეიგინებოდა. 8და სიძვაჲ მისი ვგჳპტითგანი არა დაუტევა, რამეთუ მის თანა წვებოდეს სიჭაბუკესა შინა მისსა, და მათ გარდააქალწულეს იგი და გარდაჰფინეს სიძვაჲ მათი მის ზედა. 9ამისთჳს მივეც იგი ჴელთა ტრფიალთა მისთასა, ჴელებსა ძეთა ასსურასტანელთასა, რომელთა მიმართ თუალ-აგნა. 10მათ გამოაცხადეს სირცხჳლი მისი, ძენი და ასულნი მისნი მიიხუნეს, და იგი მახჳლითა მოკლეს; და იქმნა სასიტყუელ დედათა შორის და შურისგებაჲ ყვეს მის ზედა ასულთა მისთა მიმართ. 11და იხილა დამან მისმან, ოოლიბა, და განხრწნა მან ზედდართვაჲ თჳსი უფროს მისსა, და სიძვაჲ მისი უფროს სიძვისა დისა მისისასა. 12განამრავლა ძეთა მიმართ ასურასტანელთასა, ზედდაერთო წინამძღუართა და ლაშქრიმძღუართა მოახლეთა თჳსთა, შემოსილთა სამკაულითა, ცხენებით აღცხენოსნებულთა ცხენთა ზედა, ჭაბუკთა გამორჩეულთა ყოველთა. 13და ვიხილე მე, ვითარმედ შეგინებულ არიან, გზაჲ ერთი არს ორთაჲვე. 14და შესძინა სიძვასა მისსა ზედა, და იხილნა კაცნი, გამოხატულნი ზღუდესა ზედა, ხატნი ქალდეველთანი. გამოხატულნი დაწერით, 15მორტყმულნი ჭრელებითა წელთა ზედა მათთა და ტიარები ღებულები თავთა ზედა მათთა, შესახედავად სამთხზული ყოველთაჲ მსგავსად ძეთა ბაბილოვნელთაჲსა, ქალდეველთა ქუეყანისა, მამულისა მათისა. 16და ზედდაჰრთო მათ ზედა მიხედვაჲ თუალთა მისთაჲ და მიავლინნა ქადაგნი მათდა მიმართ ქალდეად. 17და მოვიდეს მისდამი ძენი ბაბილოვნელთანი საწოლად მედგურთა და, შეაგინებდეს მას სიძვისა მიერ მისისა. და შეიბილწა მათ თანა, და განდგა სული მისი მათგან, 18და გამოაცხადა სიძვაჲ მისი, და გამოაცხადა უშუერებაჲ მისი და განეშორა სული ჩემი მისგან, ვითარსახედ განეშორა დისაგან მისისა. 19და განმრავლდა სიძვაჲ შენი მოჴსენებად დღეთა სიჭაბუკისა შენისათა, რომელთა შინა სიძევდ ეგჳპტეს შინა. 20და ზედდაერთე ქალდეველთა მიმართ, რომელთა ჴორცნი იყვნეს, ვითარცა ვირთა ჴორცნი, და ქუქუნი ცხენთანი - ქუქუნი მათნი. 21და მიჰხედე უსჯულოებათა სიჭაბუკისა შენისათა, რომელთა იქმოდე ეგჳპტეს შინა, სადგურსა შორის შენსა, სადა ძუძუნი სიჭაბუკისა შენისანი დაცჳვეს. 22ამისთჳს, ოოლიბა, - ამათ იტყჳს ადონაი უფალი, - აჰა, მე აღვადგინნე ტრფიალნი შენნი შენ ზედა, რომელთაგან განდგა სული შენი მათგან და მოვხადნე შენ ზედა გარემოს. 23ძენი ბაბილოვნისანი და ყოველნი ქალდეველნი ფაკუთ, და სუდ, და კუდ, და ყოველნი ძენი ასსურასტანელთანი მათ თანა, ჭაბუკნი რჩეულნი, წინამძღუარნი და ლაშქრისმძღუარნი, ყოველნი მსამობნი სამწილნი და სახელოვანნი ცხენოსანნი, ცხენთა ზედა. 24და მოვიდენ შენ ზედა ყოველნი ჩრდილოჲთ ჯაჭუ-ჭურთა თანა და საჭურველთა და ეტლისთუალთა და სიმრავლეთა ერთასა, და ფარები, და ჩელთები და ჩაფხუტები გარემოიდვან შენ ზედა; და მოგადგან შენ ზედა მცველი გარემო და მივსცე წინაშე პირსა მათსა მშჯავრი და შური იძიონ შენგან მშჯავრთა მიერ მათთა. 25და მივსცე შური ჩემი შენ ზედა და ჰყოფდენ შენ თანა რისხვითა გულისწყრომისა ჩემისაჲთა. ცხჳრნი შენნი და ყურნი შენნი მიგიხუნენ, დაშთომილნი შენნი მახჳლითა დაამჴუნენ, თჳთ იგი ძენი შენნი და ასულნი შენნი წარიყვანნენ და ნეშტნი შენნი ცეცხლმან შეჭამნეს. 26და განგძარცონ შესამოსელი შენი და წარიხუნენ ჭურჭელნი სიქადულისა შენისანი; 27და მივაქცინე უთნოობანი შენნი შენგან და სიძვაჲ შენი ქუეყანისა ეგჳპტისაგან, და არა აღიხუნე თუალნი შენნი მათდამი, და ეგჳპტისაჲ არღა მოიჴსენო მერმე 28მით, რამვთუ, - ამათ იტყჳს ადონაი უფალი, - აჰა, მე განგცემ შენ ჴელებსა, რომელნი გძულან რომელთაგან განდგა სული შენი მათგან. 29და ყონ შენ თანა სიძულილით და მიიხუნენ ყოველნი ნაშრომნი შენნი და ნარუდუნებნი შენნი, და იყო შიშუელი და უშუერი, და გამოცხადნეს სირცხჳლი სიძვისა შენისა და უთნოობისა შენისაჲ; სიძვამან შენმან 30გიყვნა შენ ესენი განმეძვებითა უკუანაგან წარმართთასა, და შეიგინებოდე გულისზრახვათა შინა მათთა. 31გზასა ზედა დისა შენისა ჰვლე; და მიგცე სასუმელი მისი ჴელთა შენთა. 32ამათ იტყჳს უფალი უფალი: სასუმელი დისა შენისაჲ სუ, ღრმაჲ და ვრცელად იყოს სიცილად და საბასრობელად, გარდარეულად აღსრულებად სიმთრვალისა. 33და დაჴსნილობითა აღივსო სასუმელი უჩინოობისა და უჩინოქმნისაჲ, სასუმელი დისა შენისა სამარიაჲსაჲ. 34და შეჰსუა იგი და გამოსწრიდო, და კეცისჭურნი მისნი დაჰმუსრნე და ძუძუნი შენნი მოშჭრნე და დღესასწაულნი და ახალთთუენი შენნი გარემივაქცინე, მით, რამეთუ მე ვიტყოდე, - იტყჳს ადონაი უფალი. 35ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი, უფალი: მათ წილ, რომელ დამივიწყე მე და განმაგდე მე უკანა სხეულისა შენისა, შენცა მიიღე უთნოობა შენი და სიძვა შენი. 36და თქუა უფალმან ჩემდამო: ძეო კაცისაო, უკუეთუ შჯი ოოლას და ოოლიბას და მიუთხრობ მათ უსჯულოებათა მათთა, 37რამეთუ იმრუშებდეს და სისხლი ჴელთა შინა მათთა და იმრუშებდეს და შვილნი მათნი, რომელნი მიშვნეს მე, განავლნეს მათ იგინი ცეცხლისა შორის. 38ვიდრემდის ესენიცა მიყვნეს მე, შეაგინებდეს წმიდათა ჩემთა მას დღესა შინა და შაბათთა ჩემთა შეამწიკულებდეს 39და დაკლვისა მიერცა მათგან შვილთა მათთაჲსა კერპთა მათთათჳს და შესლვითა მათითა წმიდათა მიმართ ჩემთა მას დღესა შინა შეაგინებდეს მათ, და, აჰა, ესრეთ ჰყოფდეს შორის სახლისა ჩემისა! 40და მიუმცნებდეს კაცთა, მომავალთა შორით, რომელთა მოციქულთა მიავლინებდეს მათდამი, და მყის მოსლვასა მათსა მეყსეულად იბანებოდე, და იგრემლებდ თუალთა შენთა, და იმკვებოდე სამკაულითა. 41და დაშჯედ ცხედარსა ზედა გარდაგებულსა, და ტაბლაჲ შემკული წინაშე შენსა და საკუმეველი ჩემი და ზეთი ჩემი დასდევ წინაშე მათსა და იშუებდეს მათ მიერ. 42და ჴმითა შენაწევრებისაჲთა უცემდეს კაცთა მიერ სიმრავლისაგან კაცთა, მოსრულთა შვერთებულთაჲსა უდაბნოჲთ, და მისცემდეს სავლტესა ჴელთა მიმართ მათთა და გჳრგჳნსა სიქადულისასა თავთა ზედა მათთა. 43და ვთქუ: არა ამათ შინა იმრუშებენ, და საქმეებ მეძვის ესენი, და იგი განმეძვნა? 44და იგინი შევიდოდეს მისსა, ვითარსახედ შევლენ დედაკაცისა მიმართ მეძვისა, ეგრეთ შევიდოდეს ოოლაჲს მიმართ და ოოლიბაჲსა, დედათა მათ უსჯულოთა, ქმნად უსჯულოებისა. 45და კაცთა ამათ მართალთა შური მიჰჴადონ მათ შურის-გებითა მემრუშეთაჲთა და მსჯავრითა დამთხეველთა სისხლისათაჲთა, რამეთუ მემრუშე არიან, და სისხლი ჴელთა შინა მათთა: 46რამეთუ ამათ იტყჳს ადონაჲ უფალი: არამედ მოიყვანე მათ ზედა ერი და მიეც მათ ზედა შფოთი და დატაცებაჲ. 47და ქვაჲ დაჰკრიბონ ქვებითა საჭურველთაჲთა და დაწერტნენ იგინი მახჳლთა მიერ მათთა. ძენი მათნი და ასულნი მათნი მოსრნენ, და სახლნი მათნი დაწუნენ ცეცხლითა. 48და მოვაქციო უთნოობაჲ ქუეყანისაგან, და განისწავლნენ ყოველნი დედანი და არა ჰყოფდენ უთნოობათაებრ მათთა. 49და მოგცეს უთნოობაჲ თქუენი თქუენ ზედა, და ცოდვანი გულისზრახვათა თქუენთანი მიიხუნეთ და სცნათ, ვითარმედ მე ვარ ადონაჲ უფალი. |
წინა თავი | შემდეგი თავი |