მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ეზეკიელ წინასწარმეტყველი
თავი 24

1და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო წელსა შინა მეცხრესა, თთუესა შორის მეათესა, მეათესა თთჳსასა, მეტყუელი:

2ძეო კაცისაო, დაწერე თავისა შენისა დღედ დღითგან ამით, რომლით წარიტრა მეფე ბაბილოანისაჲ იერუსალჱმსა ზედა

3დღითგან დღესისაჲსა, და თქუ სახლისა მიმართ განმამწარებელისა იგავი და სთქუა მათდამი: ამათ იტყჳს ადონაი უფალი, უფალი: ზედდადგი სიავი და შთაასხ მას წყალი;

4და შთაადგენ მას დრონეულნი, ყოველი დრონეული კარგი მისდამი: წჳვი და მჴარი, გამოჴორცვილი ძუალთაგან.

5რჩეულთაგან საცხოვართა მართებულთა, და ქუეშე დასწვა ძუალები ქუეშჱ კერძო მათსა; დუღილით იდუღოს და შეგბეს ძუალებიცა მისი შორის მისსა.

6ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ჵ ქალაქო მოსისხლეთაო, ქალაქო, რომლისა შორის არს გესლი მის შორის, და გესლი არ გამოვიდა მისგან! ასოეული მისი გამოიღო, არა დავარდა მის ზედა წილი,

7რამეთუ სისხლი მისი შორის მისსა დიოდა; მყარკლდეობას ზედა დავაწესე იგი, არა დავსთხიე იგი ქუეყანასა ზედა დაბურვად მას ზედა მიწაჲ.

8აღსლვად გულისწყრომისა შურისსაგებელად, შურისსაძიებელად მივეც სისხლი მისი, მყარკლდეობასა ზედა დავაწესე იგი არადაფარვად მისსა.

9ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ვაჲ, ქალაქო მოსისხლეთაო, ოდეს მეცა განვამრავლო შეშაჲ.

10და განვადიდო მუგუზნი და აღვაგზნა ცეცხლი, რაჲთა დადნენ ჴორცნი და შემცირდეს წუენი და ძვალნი შემცხუარდენ.

11და დადგეს ნაკუერცხალთა მისთა ზედა ცალიერი და აღეგზნა, რაჲთა დაიწვას და განჴურდეს, და განქარდეს რვალი მისი, და დადნეს შორის მისსა არაწმიდებაჲ მისი და მოაკლდეს გესლი მისი,

12დამდაბლდეს გესლი მისი. და არ გამოვიდეს მისგან, მრავალ არს გესლი მისი და ჰრცხუენეს გესლსა მისსა.

13მათ წილ, რომელ შეიგინებოდე შენ, არა განსწმიდენ არაწმიდებისაგან შენისა და არა განწმიდნეს არღა მერმე, ვიდრე არა აღვავსო გულისწყრომაჲ ჩემი შენ შორის.

14მე, უფალი, ვიტყოდე და მოვაწიო და ვყო, არ დავაყენო, არცა ვერიდო; და არა ვედრებულ ვიქმნე გზათაებრ შენთა და გულისზრახვათაებრ შენთა გსაჯო შენ, - იტყჳს ადონაი უფალი, - ამისთჳს მე გსაჯო შენ სისხლთაებრ შენთა და გულისზრახვათაებრ შენთა გსაჯო შენ, არაწმიდაჲ სახელოანი და ფრიადი განმამწარებლობითა.

15და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: თქუ სახლისა მიმართ ისრაჱლისა: ამათ იტყჳს ადონაი უფალი:

16ძეო კაცისაო, აჰა, მე მივიხუამ შენგან გულისსათქმვლთა თუალთა შენთასა განწყობილისა შორის, არა იტყებო, არცა იტირო, არცა მოვიდენ შენდა ცრემლნი,

17სულთითქუენ, მდუმარო, სულთქმაჲ სისხლისაჲ, გოდებაჲ წელთაჲ არს, კაცობრივი გოდებაჲ არა ჰყო; არა იყოს თმიანობაჲ შენი შეთხზულ შენ ზედა, და ჴამლნი შენნი ფერჴთა ზედა შენთა, და არ ნუგეშინის-იცე ბაგეთა მიერ მათთა და პური კაცთაჲ არა შჭამო.

18და ვიტყოდე ერისა მიმართ განთიად, ვითარსახედ მამცნო მე, და მოკუდა ცოლი ჩემი მიმწუხრი; და ვყავ განთიად, ვითარსახედ მებრძანა მე.

19და თქუა ჩემდამო ერმან: არა მომითხრობა ჩუენ, რაჲ არიან ესენი, რომელთა შენ ჰყოფ?

20და ვთქუ მათდამი: სიტყუაჲ უფლისაჲ იქმნა ჩემდამო მეტყუელი.

21თქუ სახლისა მიმართ ისრაჱლისა: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე შევაგინებ წმიდათა ჩემთა, ფრტჳნვაჲ ძალისა თქუენისაჲ, გულისსათქმელნი თუალთა თქუენთანი და რომელთათჳს მორიდ არიან სულნი თქუენნი და ძენი თქუენნი და ასულნი თქუენნი, რომელნი დაიშთინენით, მახჳლითა დაეცნენ.

22და ეყოს, ვითარსახედ ვყავ, პირისაგან მათისა არ ნუგეშინის-იცნეთ და პური კაცთაჲ არა შჭამოთ.

23და ვარჯნი თქუენნი თავთა ზედა თქუენთა და ჴამლნი თქუენნი ფერჴთა შორის თქუენთა, არცა იტყებნეთ, არცა იტირნეთ და დასდნეთ სიცრუეთა შინა თქუენთა, და ნუგეშინის-ეცით კაცადმან ძმასა თჳსსა.

24და იყოს ეზეკიელ თქუენდა ნიშად და ყოველნი, რაოდენნი ყვნა, ყვენით, ოდეს მოიწინენ ესენი და ცანთ, ვითარმედ მე ვარ ადონაი უფალი.

25და შენ, ძეო კაცისაო, არა დღესა შინა, ოდეს მოვიღო ძალი მათი მათგან და სიმაღლე სიქადულისა მათისაჲ, გულისსათქმელნი თუალთა მათთანი და ამაღლებაჲ სულისა მათისაჲ, ძენი მათნი და ასულნი მათნი

26მოვიდეს, განრინებული მას დღესა შინა, შენდამო მითხრობად შენდა ყურთა მომართ.

27მას დღესა შინა აღეღოს პირი შენი განრინებულისა მიმართ, და ისიტყო და არა დაჰყრუვდე მერმე და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი, და ვიყო მე მათდა ნიშად.


წინა თავი შემდეგი თავი