მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ეზეკიელ წინასწარმეტყველი
თავი 26

1და იქმნა მეათერთმეტესა წელსა, ერთსა თთჳსასა, იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

2ძეო კაცისაო, მის წილ, რომელ თქუა სორმან იერუსალჱმსა ზედა: ვაშა, ვაშა, შეიმუსრა, წარწყმდეს წარმართნი, მოიქცა ჩვმდამო, სავსე მოოჴრებულ არს.

3ამითსჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე შენ ზედა, სორ, და ცვალნე შენ ზედა ნათესავნი მრავალნი, ვითარცა აღვალს ზღუაჲ ღელვათა მიერ მისთა.

4და დაამჴუნენ ზღუდენი სორისანი და დაარღჳნენ გოდოლნი, და განფიწლონ მტუერი მისი მისგან და მივსცე იგი წყლტუკლდეობად.

5საშრობლად ბადეთა იყოს შორის ზღჳსა, რამეთუ მე ვთქუ, - იტყჳს ადონაი უფალი, და იყოს მოსარბეველ საუკუნეთა.

6და ასულნი მისნი ველსა ზედა მახჳლითა მოიკლნენ და ცნან, რამეთუ მე ვარ უფალი.

7რამეთუ ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე მოვავლენ შენ ზედა, სორ, ნაბუქოდონოსორს მეფესა ბაბილოანისასა, ჩრდილოჲთ, მეფე მმეფობთაჲ არს ცხენებისა თანა და ეტლებისა და ცხენოსნებისა და შესაკრებელისა ნათესავთა მრავალთაჲსა ფრიად.

8ესე ასულთა შენთა, ველისზედათა, მახჳლითა მოსრავს, და მისცეს შენ ზედა წინ საჴმილავი და გარემოგაშენოს შენ და გარემოგავლოს საფლავი და გარემოგაშენოს შენ ზედა გარემოჲს პატნეზი და გარემოდგომაჲ ჯაჭუჭურთაჲ.

9და ლახურები მისი პირისპირ შენსა მისცეს, ზღუდენი შენნი და გოდოლნი შენნი დაამჴუნეს მახჳლთა მიერ მისთა.

10სიმრავლისაგან ცხენთა მისთაჲსა დაგფაროს შენ მტუერმან მათმან და ჴმისაგან ცხენოსანთა მისთაჲსა და ეტლისთუალთა და ეტლთა მისთაჲსა შეირყინენ ზღუდენი შენნი, შე-რამეთუ-ვიდოდის იგი ბჭეთა შენთა, ვითარცა შემავალი ქალაქად ველით.

11საჭურველებითა ცხენთა მისთაჲსა დათრგუნნენ ყოველნი უბანნი შენნი, ერი შენი მახჳლითა მოსრას და გუამი ძალისა შენისა ქუეყანად დააკუეთოს.

12და წარტყუენოს ძალი შენი და ტყუე-ყუნეს მონაგებნი შენნი, და დასცნეს ზღუდენი შენნი და სახლნი შენნი გულისსათქუმელნი დაარღჳნეს, და ქვანი შენნი და ძელნი შენნი და მტუერი შენი შორის ზღჳსა შთააბნიოს

13და დაჰჴსნას სიმრავლე სახიობელთა შენთაჲ და ჴმაჲ საფსალმუნეთა შენთა არღარა ისმეს მერმე.

14და მიგცე შენ წყლტუკლდეობა, საშრობელ ბადეთა იყო და არა აღაშენო მერმე, რამეთუ მე ვსიტყუე, - იტყჳს ადონაი უფალი.

15რამეთუ ამათ ეტყჳს ადონაი უფალი სორსა: არა ჴმისაგან დაცემისა შენისა აღმოჴდასა შინა მახჳლისასა შორის შენსა შეიძრნენ ჭალაკნი.

16და შთამოვიდენ საყდართაგან მათთა ყოველნი მთავარნი ნათესავთა ზღჳსათანი, და აღიჴადნენ მიტრანი თავთაგან მათთა და შესამოსელნი მათნი ჭრელნი განიძარცუნენ, განკრთომით განჰკრთენ ქუეყანასა ზედა, დასხდენ და ეშიშოდიან წარწყმედასა მათსა და სულთითქმიდენ შენ ზედა.

17და მოიღონ შენ ზედა გოდებაჲ და გრქუან შენ: ვითარ წარწყმდი და დაირღუ ზღვისაგან ქალაქი საქებელი, რომელი იყავ ძლიერ ზღუასა შინა, იგი და მკჳდრნი მისნი, მიმცემელი შიშისა მისისაჲ ყოველთადა მკჳდრთა მისთაჲ.

18და შეშინდენ ჭალაკთა შინა დღითგან დაცემისა შენისაჲთ და შეშფოთნენ ჭალაკთა შინა ზღჳსა შორის გამოსლვისაგან შენისა.

19რამეთუ ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ოდეს დაგდვა შენ, ქალაქი მოოჴრებული, ვითარცა ქალაქნი არდამკჳდრებულნი. აღმოყვანებასა შინა ჩემგან შენ ზედა უფსკრულისასა, და დაგფაროს შენ წყალმან მრავალმან.

20და შთაგიყვანო შენ შთამავალთა თანა მღჳმისათა ერისა მიმართ საუკუნოჲსა, და დაგამკჳდრო შენ სიღრმეთა შინა ქუეყანისათა, ვითარცა ოჴერი საუკუნოჲ, შთამავალთა თანა მღჳმედ, რაჲთა არდამკჳდრებულ იქმნე, არცა აღსდგე ქუეყანასა ზედა ცხორებისასა წარსაწყმედელსა მიგცე შენ და არა იყო მერმე, და იძიო და არა იპოო საუკუნოდ, - იტყჳს ადონაი უფალი.


წინა თავი შემდეგი თავი