მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ეზეკიელ წინასწარმეტყველი |
თავი 27 |
1და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: 2და შენ, ძეო კაცისაო, მოიღე სორსა ზედა გოდებაჲ. 3და ჰქუა სორსა, დამკჳდრებულსა შესავალსა თანა ზღჳსასა, სავაჭროსა ერთა ჭალაკთაგან მრავალთასა, ამათ ეტყჳს ადონაი უფალი სორსა: შენ სთქუ, მე შევმოსე თავსა ჩემსა სიკეთე. 4გულსა შინა ზღჳსასა, ბეელიმსა, ძეთა შენთა შეგმოსეს შენ სიკეთე. 5ნაძჳ სანირით გეშენა შენ, პებულნი ფიცართა კჳპაროსისათანი ლიბანით მოღებულ იქმნეს ქმნად შენდა ანძათა სანავეთა. 6ბასანით გამო ყვნეს სარეველნი შენნი, ტაძარნი შენნი პილოჲსძვალისაგან, სახლნი სერტყოანნი ჭალაკთაგან ქეტტიემისათა. 7ბისონი ჭრელებსა თანა ეგჳპტით იქმნეს შენდა სარეცელად, შემოსად შენდა დიდებაჲ და მობლარდნად შენდა ჳაკინთე და პორფირი, ჭალაკთაგან ელისეაჲესთა იქმნნეს სამოსელნი შენნი. 8და მთავარნი შენნი, დამკჳდრებულნი სიდონს, და არაბნი იქმნეს ნიჩბის-მცემელ შენდა. ბრძენნი შენნი, სორ, რომელნი იყვნეს შენ შორის, ესენი მმართებელებ შენდა. 9მოხუცებულნი წიგნთანი და ბრძენნი მათნი, რომელნი იყვნეს შენ შორის, იგინი განაძლიერებდეს განზრახვასა შენსა. და ყოველნი ნავნი ზღჳსანი და ნიჩბის-მცემელნი მათნი იყვნეს შენ შორის მიმგებელ შერევნასა შენსა, და გექმნნეს შენ დასავალთა ზედა დასავალთასა. 10სპარსნი და ლჳდნი და ლიბჳელნი იყვნეს ძალად შენდა, კაცნი მბრძოლნი შენნი, რომელთა ფარები და ჩაფხუტები დაჰკიდეს შენ შორის, ამათ მოსცეს დიდებაჲ შენი. 11ძენი არაბიელთანი და ძალი შენი ზღუდეთა შენთა ზედა მრგულივ იყუნეს, არამედ და მიდნიცა გოდლებსა შენსა შინა იყვნეს მცველებ; კაპარჭნი მათნი დამოჰკიდნეს სამართთა შენთა ზედა გარემო, ამათ განასრულეს სიკეთე შენი. 12კარქიდონელნი ვაჭარ შენდა, სიმრავლისაგან ყოვლისა ძალისა შენისა, ვეცხლი და ოქროჲ და რვალი და რკინაჲ და კალაჲ და ბრპენი მოსცეს სავაჭროსა შენსა. 13ელლადაჲ ყოველი და განმავრცობელნი მისნი ვაჭრობდეს შენ შორის სულებსა კაცთასა და ჭურჭელნი რვალისანი მისცნეს სავაჭროდ შენდა. 14სახლისაგან თორგამოჲსისა ცხენნი და ცხენოსანნი და კერძოვირნი მისცნეს სავაჭროდ შენდა. 15ძენი როდელთანი, ვაჭარნი შენნი ჭალაკთაგან, განამრავლებდეს სავაჭროსა შენსა, რქათა და კბილთა პილოჲსათა მომავალთა ნაცვლად მისცემდეს სასყიდელსა შენსა კაცთა. 16ვაჭართა შენთა, სიმრავლისაგან შემყოფისა შენისა შტახსი და პორფირი და ბისონი დაჭრელებულნი თარშით და რამოთით და ხორხორით მოსცნეს საფარდულსა შენსა. 17იუდა და ძენი ისრაჱლისანი, ესენი ვაჭარ შენდა იფქლისა ფრდასა შინა; და მიჰრონნი და კასიანი და პირველი თაფლი და ზეთი და რეტინი მისცეს შემყოფისა მიმართ შენისა. 18დამასკოჲ - სავაჭრო შენდა სიმრავლითა საქმეთა შენთაჲთა, სიმრავლისაგან ყოვლისა ძალისა შენისა, ღჳნოჲ ქელბონით და მატყლი მელიტონით. 19ღვინოჲ, დედან, იოვან და მეოზელ სავაჭროდ შენდა მოსცეს; ასილით რკინაჲ ქმნული და ეტლისთუალი შემყოფისა შენისა შორის არს. 20დედან საფარდულ შენდა საცხოვართა თანა რჩეულთა საეტლედ. 21არაბიაჲ და ყოველნი მთავარნი კიდარისანი - ესენი ვაჭარ შენდა ჴელთა მიერ შენთა აქლემებსა და ვერძებსა და ტარიგებსა და აგარაკებსა, რომელთა მიერ გვაჭრობდეს შენ. 22ვაჭარნი საბაჲსანი და რათმაჲსანი - იგინი ვაჭარ შენდა პირველთა თანა სულნელთა და ქვათა კეთილთა, რომელთა ოქროჲცა მოსცეს სავაჭროსა შენსა. ხარრანი და ქალანი და დადანი, 23ესე ვაჭარნი შენნი, საბლ და ასური და ხარვანი - მოფარდულებ შენდა, 24მომღებელ სავაჭროსა ჳაკინთსა და ჭრელთა და საუნჯეთა რჩეულთა, შეკრულთა საბლებითა. 25და ნავთა შინა კჳპაროზისათა, მათ შორის ვაჭარნი შენნი. კარქიდონელნი ვაჭარნი შენდა; სიმრავლისა თანშემყოფისა შორის შენისა და აღივსე და დაჰმძიმდი ფრიად გულსა შინა ზღჳსასა. 26წყლისა შორის მრავლისა მოგიყვანეს შენ ნიჩბისმცემელთა შენთა; ქარმან სამხრისამან შეგმუსრა შენ შორის გულსა ზღჳსასა. 27ძალნი შენნი და მმართებელნი შენნი და განმზრახნი შენნი და შემყოფნი შენნი და ნიჩბის-მცემელნი შენნი და თანშემყოფნი თანშეყოფისა შენისანი და ყოველნი კაცნი, მბრძოლნი შენნი, შენ შორის. და ყოველი კრებული შენ შორისი დაეცნენ საშუალ გულსა ზღჳსასა დღესა მას დაკუეთებისა შენისასა. 28ჴმითა ღაღადებისა შენისაჲთა მმართებელნი შენნი შიშით შეშინდენ. 29და შთამოვიდენ ნავთაგან მათთა ყოველნი ნიჩბის-მცემელნი შენნი და ეპივატნი შენნი და მპირველობნი ზღჳსანი ქუეყანასა ზედა დადგენ. 30და ვალალაებდენ შენ ზედა ჴმითა მათითა და ღაღადებდენ მწარედ და ზედდაიდვან მიწაჲ თავსა ზედა მათსა, 31და ნაცარნი დაირეცონ, და იმტიერნენ შენ ზედა მტიერობანი; და გარემოირტყან ძაძაჲ და ტიროდიან შენ ზედა სიმწარითა სულისათა. 32და ტყება მწარე მოიღონ შენ ზედა. და აღიღონ შენ ზედა ძეთა მათთა გოდებაჲ და გოდებდენ გოდებათა სორისათა: ვინ, ვითარ ტჳროსი, დადუმებული საშუალ ზღჳსა? 33რაოდენი რაჲმე ჰპოვე სასყიდელი ზღჳსაგან? აღავსენ ნათესავნი სიმრავლისაგან შენისა, შემყოფისგან შენისა და ზედშემყოფისა შენისა განამდიდრენ ყოველნი მეფენი ქუეყანისანი. 34აწ შეიმუსრე ზღუასა შინა სიღრმესა შორის წყლისასა. შემყოფი შენი და ყოველი კრებული შენი საშუალ შენსა, დაეცნეს ყოველნი ნიჩბის-მცემელნი შენნი. 35ყოველნი მკჳდრნი ჭალაკთანი დაჭმუნდეს შენ ზედა და მეფენი მათნი. განკრთომით განჰკრთეს, და ცრემლოოდა პირი მათი შენ ზედა. 36ვაჭართა წარმართთასა დაგისტჳნეს შენ, წარსაწყმედელად იქმენ, და არა მერმე იყო უკუნისამდე. |
წინა თავი | შემდეგი თავი |