მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ეზეკიელ წინასწარმეტყველი
თავი 29

1წელსა მეათორმეტესა, თთუესა შინა მეათორმეტესა, ერთსა თთჳსასა, იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყველი:

2ძეო კაცისაო, განამტკიცე პირი შენი ფარაოს ზედა, მეფისა ეგჳპტისასა; და წინაწარმეტყუელებდ მის ზედა ყოველსა ზედა ეგჳპტესა,

3იტყოდე და თქუ: ამათ იტყჳს უფალი, უფალი: აჰა, მე შენ ზედა, ფარაო, მეფეო ეგჳპტისაო, ვეშაპსა დიდსა, მჯდომარესა საშუალ მდინარეთა მისთა მეტყუელსა: ჩემნი არიან მდინარენი, მე შევქმნენ იგინი.

4და მე ვსცე მახე ღაწუთა მიმართ შენთა და მოვაბნე თევზნი მდინარისა შენისანი ფრთეთა მიმართ შენთა, და აღმოგიყვანო შენ შორის მდინარისაგან შენისა; და ყოველნი თევზნი მდინარისა შენისანი და ქეცთა შენთა აღეწებნენ.

5და განგაგდო შენ უდაბნოდ მიმართ, შენ და ყოველნი თევზნი მდინარისა შენისანი. და დაგამჴუა სწრაფით და პირსა ზედა ველისასა დაჰვარდე, და არღარა შემოჰკრბე და აღარა კრება-ჰყო; მჴეცთა ქუეყანისათა და მფრინველთა ცისათა მიგცე შენ შესაჭმელად.

6და ცნან ყოველთა დამკჳდრებულთა ეგჳპტისათა, ვითარმედ მე ეარ უფალი მის წილ, რომელ ექმენ კუერთხ ლერწმისა სახლსა ისრაჱლისასა.

7ოდეს გიპყრეს შენ ჴელითა მათითა, შეიმუსრე და ოდეს ეზედმპყრობელა მათ ზედა ყოველი ჴელი და ოდეს ზედგანისუენა შენ ზედა, შეიმუსრე და შეჰფქევ ყოველი ძალი მათი.

8ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა მე მოვაწევ შენ ზედა მახჳლსა და წარვსწყმედ კაცთა შენგან და საცხოვართა.

9და იყო ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ წარსაწყმედელად და მოსაოჴრებელად და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი ნაცვლად თქმისა შენგან: მდინარენი ჩემნი არიან და მე შევქმენ იგინი,

10ამისთჳს, აჰა, მე შენ ზედა და ყოველთა ზედა მდინარეთა შენთა, და მივსცე ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ ოჴრებად და წარწყმედად მაგდალოჲთგან და სჳნით და ვიდრე საზღვართამდე ეთიოპისათა.

11არა განვლოს მის მიერ ფერჴმან კაცისამან და ყოველმან საცხოვარმან არა განვლოს იგი და არდამკჳდრებულ იქმნეს ორმეოც წელ.

12და მივსცე ქუეყანა მისი წარსაწყმედელად შორის ქუეყანისა მოოჴრებულისა და ქალაქნი მისნი შორის ქალაქთა მოოჴრებულთასა იყვნენ ორმეოც წელ. უჩინოქმნილ იყოს და განვსთესო ეგჳპტე წარმართთა შორის, და განვფიწლნე იგინი სოფლებსა შორის.

13ამათ იტყჳს უფალი, უფალი: შემდგომად ორმეოცისა წლისა შევკრიბნე მეგჳპტელნი წარმართთაგან, სადა განიბნინეს, მუნ.

14და მოვაქციო ტყუეობაჲ ეგჳპტისაჲ და დავამკჳდრნე იგინი პათურისსა, ქუეყანასა შინა, რომლისაგან მოცემულ იქმნეს, და იყოს მუნ სამთავროჲ მდაბალი უფროს ყოველთა სამთავროთასა.

15და იყოს სიმდაბლე არამაღლებად მერმე წარმართთა ზედა და შემცირებულ-ვყუნე იგინი უმრავლო-ყოფაღ მათდა წარმართთა შორის.

16და არღა იყვნენ მერმე სახლისათჳს ისრაჱლისა სასოებად, აღსაჴსენებელად უსჯულოებისა შედგომასა შინა მათსა უკანა გულთა მათთა და ცნან, ვითარმედ მე ვარ ადონაი უფალი.

17და იყო შვიდ და მეოცესა წელსა ერთსა თთჳსასა იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

18ძეო კაცისაო, ნაბუქოდონოსორ მეფემან ბაბილონისამან დაამონა ძალი თჳსი მონებითა დიდითა ტჳროსსა ზედა; ყოველი თავი მტიერ და ყოველი მჴარი მოშუე და სასყიდელი არა იქმნა მისსა და ძალი მისი ტჳროსსა ზედა დამონებასა, რომელი ჰმონეს მის ზედა.

19ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი, უფალი: მიცემით მივსცე მე ნაბუქოდონოსორ მეფესა ბაბილონისასა ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ და წარიღოს სიმრავლე მისი და წარიტყუენოს ტყუე მისი და იავარ-ყვნეს იავარნი მისნი, და იყოს სასყიდელ ძალისა მისისა.

20მსახურებისა წილ მისისა, რომელი ჰმონა ტჳროსსა ზედა, მივეც მას ქუეყანაჲ ეგჳპტისაჲ, - იტყჳს ადონაი უფალი; ამათ იტყჳს უფალი, უფალი:

21მას დღესა შინა აღმოსცენდეს რქაჲ ყოვლისა სახლისა ისრაჱლისაჲ და შენ მიგცე პირი აღებული შორის მათსა, და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი.


წინა თავი შემდეგი თავი