მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ეზეკიელ წინასწარმეტყველი
თავი 3

1და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, შეჭამე მატიანი ესე. და წარვედ და არქუ ძეთა ისრაჱლისათა.

2და განმიღო პირი ჩემი და შემაჭამა მე მატიანი იგი;

3და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, პირმან შენმან ჭამოს და მუცელი შენი აღივსოს მატიანითა ამით, მიცემულითა შენდა და შევჭამე იგი: და იქმნა პირსა შინა ჩემსა, ვითარცა თაფლი დამატკბობელი.

4და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, ვიდოდე, შევედ სახლისა მიმართ ისრაჱლისა, და თქუენ სიტყუანი ჩემნი მათდა მიმართ

5მით, რამეთუ არა ერისა მიმართ ღრმაბაგისა და ენამძიმისა, მიგავლენ შენ სახლისა მიმართ ისრაჱლისა;

6არცა ერთა მიმართ მრავალთა სხუაჴმათა ანუ სხუაენათა, არცა ენაძლიერად მყოფელთა, რომელთანი არა გესმოდიან სიტყუანი მათნი; და თქუა: ეგევითართა მიმართ ღათუმცა მიგავლინე შენ, მათცამცა ისმინნეს სიტყუანი შენნი.

7ხოლო სახლმან ისრაჱლისამან არა ინებონ სმენად შენდა მით, რამეთუ არა ჰნებავსყე დამორჩილება ჩემი, რამეთუ ყოველი სახლი ისრაჱლისა მაცილობელ არიან და გულფიცხელ.

8და, აჰა, მივეც პირი შენი ძლიერად წინაშე პირებისა მათისა, და ძლევაჲ შენი განვაძლიერო წინაშე ძლევასა მათსა,

9და იყოს მარადის უმტკიცეს კლდისა; მიგეც ძლევაჲ შენი, ნუ შეშინდები მათგან, ნუცა იწიწვი პირისაგან მათისა, რამეთუ სახლი განმამწარებელისა არს.

10და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, ყოველნი სიტყუანი, რომელნი ვთქუენ შენ თანა, მიიხუენ გულსა შენსა და ყურებითა შენითა ისმინე.

11და ვიდოდე, შევედ ტყუეობისადმი, ძეთა მიმართ ერისა შენისათა, და იტყოდი მათდამი და სთქუა მათდა მიმართ: ამათ იტყჳს უფალი, უფალი! ისმინონ ღათუ სადამე და შეიკდიმონ ღათუ სამე.

12და აღმიღო მე სულმან და მესმა უკანაგან ჩემსა ჴმაჲ ძრვისა დიდისაჲ, რომელნი იტყოდეს: კურთხეულ არს დიდებაჲ უფლისაჲ ადგილისაგან მისისა.

13და ვიხილე ჴმაჲ ფრთეებისა ცხოველთაჲსა მფრთეებელთასა სხჳსაგან სხჳსა მიმართ, და ჴმაჲ ურმისთუალთაჲ, მახლობელი მათი, და ჴმაჲ ძრვისა დიდი.

14და სულმან უფლისამან აღმიღო მე და აღმამაღლა მე. და ვიდოდე, განმცხრომელი, მიმართებითა სულისა ჩემისაჲთა; და ჴელი უფლისაჲ იყო ჩემ ზედა ძლიერი.

15და შევედ ტყუეობისა მიმართ აღტაცებული და მიმოვვლენ დაშენებულნი მდინარესა ზედა ქობარსა, მყოფნი მუნ, და დავჯედ მუნ შჳდთა დღეთა და ვიქცეოდე მე შორის მათსა.

16და იყო შემდგომად შჳდთა დღეთასა და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

17ძეო კაცისაო, ებგურად მიგეც სახლსა ისრაილისასა, და ისმინო პირისა ჩემისაგან სიტყუა, და უთქმიდე მათ ჩემ მიერ.

18ვრქუა რაჲ მე უშჯულოსა სიკუდილით მოკუდომაჲ, და არა თუ განამკაცრო იგი, არცა ჰრქუა განმკაცრება უსჯულოსა მოქცევად მისა გზათაგან მისთა, ცხოვნებად მისსა, უსჯულოჲ იგი უსჯულოებითა მისითა მოკუდეს, და სისხლი მისი ჴელისაგან შენისა გამოვიძიო.

19ხოლო უკუეთუ შენ განამკაცრო უსჯულოჲ და არა მოქცევით მოიქცეს უსჯულოებისაგან მისისა და გზისაგან მისისა, უსჯულოჲ იგი უსამართლოებასა შინა მისსა მოკუდეს, და შენ სული შენი განირინო.

20და მი-რაჲ-იქცეს მართალი სიმართლეთაგან თჳსთა და ქმნას შეცოდება, და მივსცე ტანჯვაჲ წინაშე პირსა მისსა, იგი მოკუდეს, რამეთუ არა განამკაცრე იგი, ცოდვათა შინა მისთა მოკუდეს მით, რამეთუ არმოჴსენებულ იქმნენ სიმართლენი მისნი, რომელნი ქმნნა, და სისხლი მისი ჴელისაგან შენისა გამოვიძიო.

21და უკუეთუ შენ განამკაცრო მართალი არაცოდვად და მან არა ცოდოს, მართალი ცხორებით ცხონდეს, რამეთუ განამკაცრე იგი, და შენ სული შენი განირინო.

22და იქმნა ჩემ ზედა ჴელი უფლისაჲ და თქუა ჩემდამო: აღდეგ და განვედ ველად, და მუნ ითქუას შენდამი.

23და აღვდეგ და განვედ ველად და, აჰა, მუნ დიდებაჲ უფლისაჲ დგა, ვითარ-იგი ხილვაჲ და ვითარცა დიდებაჲ, რომელი ვიხილე მდინარესა ზედა ქობარისასა, და დავვარდი პირსა ზედა ჩემსა.

24და მოვიდა ჩემ ზედა სული და აღმადგინა მე ფერჴთა ზედა ჩემთა და იტყოდა ჩემდამო და მრქუა მე: შევედ და შეეყენე სახლსა შინა შენსა.

25და შენ, ძეო კაცისაო, აჰა, მიგეცემიან შენ ზედა საკრველნი და შეგკრან შენ მათ მიერ, და არ გამოხვიდე საშუალისაგან მათისა;

26და ენაჲ შენი თანშევაკრა სასისა მიმართ შენისა და დაჰყდუნდე და არა იყო შენ მათდა კაცად მამხილებელად მით, რამეთუ სახლი განმამწარებელი არს.

27და თქუმასა შინა ჩემსა შენდამი აღვაღო პირი შენი და სთქუა მათდა მიმართ: ამათ იტყჳს უფალი, უფალი: მსმენელსა ესმოდენ და ურწმუნოჲ ურწმუნოებდინ მით, რამეთუ სახლი განმამწარებელი არს.


წინა თავი შემდეგი თავი