მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ეზეკიელ წინასწარმეტყველი
თავი 30

1და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

2ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელებდ და თქუ: ამათ იტყჳს ადონაჲ უფალი: ვალალაე ჵ, ჵ დღე,

3რამეთუ ახლოს არს დღე უფლისაჲ, და მოახლებულ არს დღე ღრუბლისაჲ, და ჟამი წარმართთაჲ იყოს.

4და მოიწიოს მახჳლი მეგჳპტელთა ზედა, და იყო შფოთი ეთიოპიას შინა, და დაეცნენ წყლულნი ეგჳპტეს შინა, და წარიღონ სიმრავლე მისი და დაეცნენ საფუძველნი მისნი.

5და დაიჴსნენ სპარსნი, და კრიტელნი, და ლიბრიელნი, და ლჳდნი, და ეთიოპელნი, და ყოველი არაბიაჲ და ყოველნი ზედშემყოფნი, და ძენი აღთქუმისა ჩემისანი მის შორის მახჳლითა დაეცნენ მათ თანა.

6ამათ იტყჳს ადონაი უფალი: და დაეცნენ საფუძველნი ეგჳპტისანი და შთამოქუევდეს გინებაჲ ძალისა მისისა, მაგდალოჲთგან ვიდრე სჳნადმდე მახჳლითა დაეცნენ მის შორის, - იტყჳს ადონაი უფალი.

7და მოოჴრდეს საშუალ სოფელთა უჩინოქმნილთა და ქალაქნი მათნი საშუალ ქალაქთასა, ქალაქნი მათნი მოოჴრებულნი იყვნენ.

8და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი, ოდეს მივსცე ცეცხლი ეგჳპტესა ზედა და შეიმუსრნენ ყოველნი შემწენი მისნი,

9მას დღესა შინა გამოვიდენ ქადაგნი მოსწრაფენი უჩინო-ქმნად ეთიოპიისა. და იყოს შფოთი მათ შორის დღესა შინა ეგჳპტისასა, რამეთუ, აჰა, მოიწია.

10ამათ იტყჳს უფალი, უფალი: და წარვსწყმიდო სიმრავლე მეგჳპტელთაჲ ჴელითა ნაბუქოდონოსორ მეფისა ბაბილონისაჲთა და წარვწყმიდო სიმრავლე მეგჳპტელთაჲ ჴელითა მისითა.

11და ერისა მისისაჲთა, მის თანა ბუგრნი წარმართთაგან, მოვლინებულნი წარწყმედად ქუეყანისა. და წარმოაცალიერნენ ყოველთა მახჳლნი მათნი ვგჳპტესა ზედა და აღივსოს ქუეყანაჲ წყლულთა მიერ.

12და დავსხნე მდინარენი მათნი ოჴრად და განვსცე ქუეყანაჲ ჴელებსა უკეთურთასა და წარვწყმიდო ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი ჴელებითა უცხოთაჲთა, - მე უფალმან ვთქუ.

13ამათ იტყჳს უფალი ადონაი: და წარვწყმიდნე საძაგელნი და დავაცხრვნე დიდებულნი მემფისაგან და მთავარნი ქუეყანისაგან ეგჳპტისა, და არა იყვნენ მერმე. და დავჰკრიბო შიში და ზარი ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა.

14და წარვწყმიდო ქუეყანაჲ პათურისა. და მივსცე ცვცხლი ტანისსა ზედა და ვყო შურისგებაჲ დიოსპოლისსა შორის.

15და განვჰფინო გულისწყრომაჲ ჩემი სანინსა ზედა, ძალსა ეგჳპტისასა, და წარვწყმიდო სიმრავლე მემფისაჲ.

16და მივსცე ცეცხლი ეგჳპტესა ზედა და აღძრვით აღიძრას საისი და სჳნი, და დიოსპოლის შინა იყოს განხეთქილებაჲ და გარდაითხინენ წყალნი.

17ჭაბუკნი მზისქალაქისანი და ვუვასტისანი მახჳლითა დაეცნენ, და დედანი ტყუეობად წარვიდენ.

18და ტაფნას დაბნელდეს დღე შემუსრვასა ჩემგან მუნ სკიპტრთა ეგჳპტისათასა და წარწყმდეს მუნ გინებაჲ ძალისა მისისაჲ, და იგი ღრუბელმან დაფაროს და ასულნი მისნი ტყუედ წარიყვანნენ.

19და ვყუნე მსჯავრნი ეგჳპტეს შორის და ცნან მეგჳპტელთა, ვითარმედ მე ვარ უფალი.

20და იყო მეათერთმეტესა წელსა, პირველსა შინა თთუესა, შვიდსა თთჳსასა, იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

21ძეო კაცისაო, მკლავნი ფარაო მეფისა ეგჳპტისანი შევმუსრენ და, აჰა, არ შეიხჳნეს მიცემად მისსა კურნებაჲ, დადებად მის ზედა სალბუნი, მიცემად და განძლიერებად მისსა პყრობად მახჳლისა.

22ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე ფარაოს ზედა, მეფისა ეგჳპტისასა და შევმუსრნე მკლავნი მისნი ძლიერნი და მორთხმულნი და შემმუსრველნი, და შთამოვაგდო მახჳლი მისი ჴელისაგან მისისა.

23და განვსთესნე მეგჳპტელნი წარმართთა შორის და განვფიწლნე იგინი სოფლებთა მიმართ.

24და განვაძლიერნე მკლავნი მეფისა ბაბილოვნისანი და მივსცე მახჳლი ჩემი ჴელსა მისსა. და მოაწიოს იგი ეგჳპტესა ზედა და წარტყუენოს ტყუე მისი და იავარ-ყოს იავარი მისი.

25და განვაძლიერნე მკლავნი მეფისა ბაბილონისანი, ხოლო მკლავნი ფარაოჲსნი დავარდენ, და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი, მი-რაჲ-ვსცე მე მახჳლი ჩემი ჴელთა მეფისა ბაბილონისათა და განჰმარტოს იგი ქუეყანასა ზედა ეგჳპტისასა.

26და განვსთესო ეგჳპტე წარმართთა მიმართ და განვფიწლნე იგინი სოფლებსა შორის. და ცნან ყოველთა მეგჳპტელთა, ვითარმედ მე ვარ უფალი.


წინა თავი შემდეგი თავი