მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ეზეკიელ წინასწარმეტყველი
თავი 31

1და იყო მეათერთმეტესა წელსა, მესამესა შინა თთუესა, ერთსა თთჳსასა, იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

2ძეო კაცისაო, თქუ ფარაოჲს მიმართ, მეფისა ეგჳპტისა, და სიმრავლისა მიმართ მისისა: რასა ამსგავსე თავი შენი სიმაღლესა შინა შენსა?

3აჰა, ასსურ-კჳპაროსი შორის ლიბანსა, და კეთილ რტოებითა, და მაღალ სიდიდითა, და ჴშირ ჩრდილითა და საშუალ ღრუბელთა მთავრობაჲ მისი.

4წყალმან განზარდა იგი, და უფსკრულმან აღამაღლა იგი. მდინარენი მისნი მოადინნა გარემო ნერგთა მისთა და შეყენებანი მისნი განავლინნა ყოველთა მიმართ ხეთა ველისათა.

5ამისთჳს ამაღლდა სიდიდე მისი უფროს ყოველთა ხეთა ველისათა და განვრცნეს რტონი მისნი და ამაღლდეს ბაბილონი მისნი წყალსა ზედა მრავალსა.

6ბაბილოთა შორის მისთა დაიბუდეს ყოველთა მფრინველთა ცისათა და ქუეშე კერძო რტოთა მისთა შობდეს ყოველნი მჴეცნი ველისანი, აჩრდილსა ქუეშე მისსა დაემკჳდრა ყოველი სიმრავლე წარმართთაჲ.

7და იქმნა შუენიერ სიკეთითა მისითა სივრცისათჳს რტოთა მისთაჲსა, რამეთუ იქმნეს ძირნი მისნი წყალსა ზედა მრავალსა.

8კჳპაროზნი ესევითარებ სამოთხესა შინა ღმრთისაჲსა, და პიტუნი არა მსგავს იყუნეს ბაბილოთა მისთა, და სოჭნი არა იქმნეს მსგავს მორჩთა მისთა, ყოველი ხე სამოთხესა შინა ღმრთისაჲსა არე ემსგავსა მას სიკეთესა შინა მისსა,

9სიმრავლისათჳს რტოთა მისთაჲსა დაეშურვნეს მას ხენი საშუებლისა სამოთხისა ღმრთისანი.

10ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი, უფალი: ამის წილ, რომელ იქმენ დიდ სიდიდითა, და მიეც მთავრობა შენი საშუალ ღრუბელთასა, და ვიხილე სიმაღლესა შინა მისსა.

11და განვეც იგი ჴელთა მთავართა წარმართთასა და ყვეს წარწყმედაჲ მისი.

12და მოასრულეს იგი უცხოთა ბუგრთა წარმართთაგანთა და დაამჴუეს იგი მთათა ზედა; ყოველთა შინა ჴევნებთა დაცჳვეს რტონი მისნი, და დაიმუსრნეს კეწერნი მისნი ყოველსა ზედა ველსა ქუეყანისასა, და შთამოვიდეს საფარველისაგან მისისა ყოველნი ერნი წარმართთანი და დააქუეყანეს იგი.

13და დაცემას მისსა ზედა განისუენეს ყოველთა მფრინველთა ცისათა, და კეწერთა მისთა ზედა იქმნეს ყოველნი მჴეცნი ველისანი,

14რაჲთა არა ამაღლდენ სიდიდესა თანა მათსა ყოველნი ხენი წყლისზედანი, და არა მისცეს მთავრობაჲ მისი საშუალ ღრუბელთასა, და არა დადგეს სიმაღლესა შორის მათსა მისსა მიმართ ყოველნი მსუმელნი წყალსა, რამეთუ ყოველნი მიეცნეს სიკუდილდ სიღრმედ ქუეყანისა, შორის ძეთა კაცთა, შთამავალთასა მთხრებლად.

15ამათ იტყჳს ადონაი უფალი: დღესა, რომელსა შინა შთაყვანებულ იქმნა ჯოჯოხეთად, ეგლოვდა მას უფსკრული, დაფარა და ზედდაადგინნა მდინარენი მისნი და დააყენა სიმრავლე წყლისაჲ და დააბნელა მის ზედა ლიბანმან, ყოველნი ხენი ველისანი მის ზედა დაიჴსნნეს.

16ჴმისაგან და კუეთებისა მისისა შეირყინეს ყოველნი წარმართნი, ოდეს შთამიყვანდა ჯოჯოხეთად, შთამავალთა თანა მღჳმედ, და ნუგეშინის-სცემდეს მას უქუესთა შინა ყოველნი ხენი საშუებელისანი და ურჩეულესნი და უკეთესნი ლიბანისანი, ყოველნი მსუმელნი წყალსა;

17და რამეთუ იგინიცა შთავიდეს მის თანა ჯოჯოხეთად, მოწყლულთა თანა მახჳლისა მიერ, და თესლი მისი დამკჳდრებულთა ქუეშე საგრილსა მისსა, შორის ცხორებისა მათისა, წარწყმდეს.

18ვის ემსგავსე ძალისა მიერ, და დიდებისა მიერ და სიდიდისა მიერ? ხეთა შორის საშუებელისათა შთამოვედ და შთაყვანებულ იქმენ ხეთა თანა საშუებელისათა, სიღრმედ ქუეყანისა; შორის წინდაუცუეთელთასა დაიძინო, წყლულთა თანა მახჳლისათა. ესრეთ ფარაო და ყოველი სიმრავლე ძალისა მისისაჲ, - იტყჳს ადონაი უფალი.


წინა თავი შემდეგი თავი