მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ეზეკიელ წინასწარმეტყველი |
თავი 32 |
1და იქმნა მეათორმეტესა წელსა, მეათორმეტესა შინა თთუესა, ერთსა თთჳსასა, იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: 2ძეო კაცისაო, აღიღე გოდება მეფობასა ზედა ფარაო ეგჳპტისაჲსასა და ჰრქუა მას: ლომსა წარმართთასა ემსგავსე შენ; და ვითარცა ვეშაპი ზღჳსშინაჲ, და ურქენდი მდინარეთა შორის შენთა და აღამარღჳე წყალი ფერჴებითა შენითა და დასთრგუნევდ მდინარეთა შენთა. 3ამას იტყჳს ადონაი უფალი: და გარემოვასხნე შენ ზედა ბადენი ჩემნი შესაკრებელსა ერთა მრავალთასა და აღმოგიღო შენ სამჭედურითა ჩემითა 4და განგართხა შენ ქუეყანასა ზედა, პირსა ზედა ველისასა დაგამჴუა შენ, ველნი განძღენ შენგან. და დაგასხნე შენ ზედა ყოველნი მფრინველნი ცისანი და განვაძღნე შენგან ყოველნი მჴეცნი ყოვლისა ქუეყანისანი. 5და მივსცნე ჴორცნი შენნი მთათა ზედა და აღვავსო სისხლისაგან შენისა ყოველი ქუეყანაჲ. 6და მოირწყოს ქუეყანაჲ წუთხთაგან შენთა სიმრავლისაგან შენისა მთათა ზედა; და ჴევნებნი აღივსნეს შენგან. 7და დავფარო ცაჲ დაშრეტასა შინა შენსა და დავაბნელნე ვარსკულავნი მისნი, მზე ღრუბლისა მიერ დავფარო და მთოვარემან არა აჩუენოს ნათელი თჳსი. 8ყოველნი მნათობნი ცისანი დავაბნელნე შენ ზედა და მივსცე ბნელი ქუეყანასა ზედა შენსა, - იტყჳს ადონაი უფალი. 9და განვარისხო გული ერთა მრავალთაჲ, ოდეს-იგი განვავლინო ტყუეობაჲ შენი წარმართთა შორის ქუეყანად, რომელი არა უწყოდე. 10და დაწუხდენ შენ ზედა ნათესავნი მრავალნი, და მეფენი მათნი განკრთომით განჰკრთენ და ფრინვასა შინა მახჳლისა ჩემისასა წინაშე პირსა მათსა, მომლოდენი დაცემასა მათსა დღითგან დაცემისა შენისაჲთ, 11რამეთუ ამათ იტყჳს უფალი, უფალი: მახჳლი მეფისა ბაბილოვნისაჲ მოიწიოს შენ ზედა. 12მახჳლებითა გმირთაჲთა და შთამოვაქუეო ძალი შენი, ბუგრნი წარმართთაგან ყოველთა, და წარწყმიდონ გინებაჲ ეგჳპტისა და შეიმუსროს ყოველი ძალი მისი. 13და წარვწყმიდნე ყოველნი საცხოვარნი მისნი წყლისა მიერ მრავლისა და არა აღთქუეფოს იგი ფერჴმან კაცისამან არა მერმე და კუალმან საცხოვრისამან არა დატკებნოს იგი ესრეთ. 14მაშინ დაყუდნენ წყალნი მათნი და მდინარენი მათნი, ვითარცა ზეთნი, ვიდოდიან, - იტყჳს ადონაი უფალი. 15ოდეს მივსცე ვგჳპტე წარსაწყმედელად და მოვაოჴრო ქუეყანაჲ სავსებითურთ მისით, ოდეს განვსთესნე ყოველნი დამკჳდრებულნი მის შორის, და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი. 16გოდებაჲ არს და ჰგოდებდენ მას; და სულნი წარმართთანი ჰგოდებდენ მას ეგჳპტესა ზედა და ყოველსა ზედა ძალსა მისსა ჰგოდებდენ მას, - იტყჳს ადონაი უფალი. 17და იყო მეათორმეტესა შინა წელსა, პირველსა თთუესა, მეათხუთმეტესა თთჳსასა, იქმნა სიტყუა უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: 18ძეო კაცისაო, გოდებდ ძალსა ზედა ეგჳპტისასა და მიდრეკილმან მოიზიდე იგი და შთაიყვანენ ასულნი მისნი, წარმართთა მკუდარნი, სიღრმედ ქუეყანისა, შთამავალთა მიმართ მღჳმედ. 19წყალთაგან შუენიერთა შთავიდეს და დაიძინოს წინადაუცუეთელთა თანა. 20საშუალ წყლულთა მახჳლისათა დაეცნენ მის თანა და დაიძინოს ყოველმან ძალმან მისმან. 21და გრქუან შენ გმირთა: სიღრმესა შინა მთხრებლისასა იქმენ, ვისსა უმჯობეს ხარ? შთავედ, დაიძინე წინადაუცვეთელთა თანა, საშუალ წყლულთა მახჳლისათა. 22მუნ ასსურ და ყოველი შესაკრებელი მისი, ყოველნი წყლულნი მუნ. 23მიეცეს საფლავი მათი სიღრმესა შინა მთხრებლისასა; და იყოს შესაკრებელი მისი გარემოჲს საფლავისა მისისა, ყოველნი წყლულნი დაცემულნი მახჳლითა, რომლთა მისცნეს საფლავნი მათნი ნაწილთა შორის ჴნარცჳსათა. და იქმნა შესაკრებელი გარემო, შორის საფლავისა მისისა; ყოველთა მათ წყლულთა, დაცემულთა მახჳლითა, იხილეს საფლავი მისი ქუეყანასა შინა ცხორებისასა და მოიღონ ტანჯვაჲ მათი შთაყვანებადთა თანა მთხრებლად. 24მუნ ელამ და ყოველი ძალი მისი გარემოჲს საფლავისა მისისა და ყოველი სიმრავლე მისი, ყოველნი წყლულნი, დაცემულნი მახჳლებითა, და შთამავალნი, წინადაუცვეთელნი ქუეყანად სიღრმესა, რომელთა მისცეს შიში მათი ქუეყანასა ზედა ცხოვრებისასა და მოიღეს ტანჯვაჲ მათი შთამავალთა თანა მღჳმედ, საშუალ წყლულთასა 25მიეცა საწოლი მისი, ყოვლისა თანა სიმრავლისა, თითოეულისა გარემოჲს საფლავი მისი, ყოველთა წინადაუცვეთელთა წყლულთა მახჳლითა. 26მუნ მიეცნეს მოსოქ და თობელ და ყოველი ძალი თითოეულისა მათისა, საფლავისა მისისა გარემოჲსთაგანისა, ყოველნი წყლულნი მათნი, ყოველნი წინადაუცვეთელნი, წყლულნი მახჳლისა მიერ, მიმცემელნი შიშსა მათსა ქუეყანასა ზედა ცხორებისასა. 27და დაიძინეს გმირთა თანა, დაცემულთა საუკუნეთა და საუკუნითგან, რომელნი შთავიდეს ჯოჯოხეთად საჭურველთა მათთა თანა საბრძოლელთა; და დასხნეს მახჳლნი მათნი ქუეშე თავთა მათთა, და იქმნეს უსჯულოებანი მათნი ძუალთა ზედა მათთა, რამეთუ ეშიშვოდეს გმირთა ცხორებასა შინა მათსა, და შიში მძლავრთაჲ იყო ქუეყანასა შინა ცოცხალთასა. 28და შენ შორის წინადაუცუეთელთასა შეიმუსრო და დაიძინო წყლულთა თანა მახჳლითა. 29მუნ ედომ და მოსოქ, მეფენი მისნი, და ყოველნი მთავარნი მისნი, მიმცემელნი ძალსა მათსა წყლულებად მახჳლისა, ამათ წყლულთა თანა დაიძინეს, შთამავალთა თანა მღჳმედ. 30მუნ მთავარნი ჩრდილოჲსანი, ყოველნი იგი, ყოველნი ლაშქრის მძღუარნი ასსურისანი, შთამავალნი წყლულნი შიშისა თანა მათისა და ძალისა მათისა, დაიძინეს წინადაუცუეთელთა წყლულთა თანა მახჳლისათა, და წარიღეს ტანჯვაჲ მათი შთამავალთა თანა მთხრებლად. 31იგინი იხილნეს მეფემან ფარაო და ნუგეშინისცემულ იქმნეს ყოველსა ზედა ძალსა მათსა, წყლულებ მახჳლითა ფარაო და ყოველი ძალი მისი, - იტყჳს უფალი, უფალი. 32რამეთუ მივეც შიში მისი ქუეყანასა ზედა ცხორებისასა, და დაიძინოს შორის წინადაუცვეთელთა წყლულთა მახჳლისათა, ფარაო და ყოველმან სიმრავლემან მისმან, - იტყჳს უფალი, უფალი. |
წინა თავი | შემდეგი თავი |