მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ეზეკიელ წინასწარმეტყველი |
თავი 34 |
1და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: 2ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელებდ მწყემსთა ზედა ისრაჱლისათა, წინაწარმეტყუელებდ და არქუ მწყემსთა: ამათ იტყჳს ადონაი უფალი. ჵ, მწყემსნო ისრაჱლისანო, ნუ აძოებენა მწყემსნი თავთა თჳსთა, არა ცხოვართა აძოებენა მწყემსნი? 3აჰა, სძესა შესჭამთ და მატყლთა შეიმოსთ და პოხილთა დაჰკლავთ, ცხოვართა ჩემთა არა აძოებთ. 4მოუძლურებული არ განაძლიერეთ, და სნეული არ განამრთელეთ, და შემუსრვილი არ შეჰკართ, და ბოროტად მყოფსა არა უსხეულსაქმეთ, და ცთომილი არ მოაქციეთ და წარწყმედული არ მოიძიეთ, და ძლიერი იქმნეთ შრომით და სიმტკიცით სწუართენით იგინი და ლაღობით. 5და განიბნინეს ცხოვარნი ჩემნი არყოფისათჳს მწყემსთაჲსა და იქმნეს დასაჭმელ ყოველთა მჴეცთა ველისათა, და განითესნეს 6და შესცთეს ცხოვარნი ჩემნი ყოველსა ზედა მთასა და ყოველსა ზედა ბორცუსა მაღალსა და პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა, განითესნეს ცხოვარნი ჩემნი, და არა იყოს გამომეძიებელი და არცა მომაქცეველი. 7ამისთჳს, მწყემსთა ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ: 8ცხოველ ვარ მე, - იტყჳს ადონაი უფალი, არა თუ ქმნისა წილ ცხოვართა ჩემთაჲსა წარსატყუენველ და ქმნისა სამწყსოთა ჩემთა შესაჭმელ ყოველთა მჴეცთა ველისათა არყოფისაგან მწყემსთაჲსა, და არ გამოიძინეს მწყემსთა ცხოვარნი ჩემნი, არამედ აძოებდეს მწყემსნი თავთა თჳსთა, ხოლო ცხოვართა ჩემთა არა აძოებდეს. 9ამისთჳს მწყემსთა ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ, 10ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მე მწყემსთა ზედა და გამოვიძინე უცხოვარნი ჩემნი ჴელთაგან მათთა და დავაცადნე იგინი არმწყსად ცხოვართა ჩემთა: და არა ჰმწყსიდენ მათ მერმე მწყემსნი, და გამოვიჴსნე ცხოვარნი ჩემნი პირისაგან მათისა, და არა მერმე იყუნენ მათდა შესაჭმელ. 11ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მე გამოვიძინე ცხოვარნი ჩვმნი და მოვიხილნე იგინი, 12ვითარ-იგი მოიხილავს მათ მწყემსი დღესა შინა, ოდეს იყოს ალმური და ღრუბელი, შორის ცხოვართა მისთა განშორებულთა, ეგრეთ გამოვიძინე ცხოვარნი ჩემნი და ვიჴსნნე მე იგინი ყოვლისა ადგილისგან, სადა განითესნეს, მუნ, დღესა შინა ალმურისა და ღრუბლისასა. 13და გამოვიყვანნე იგინი წარმართთაგან და შევკრიბნე იგინი სოფლებთაგან და შევიყვანნე იგინი ქუეყანად მათდა, დავმწყსნნე იგინი მთათა ზედა ისრაჱლისათა. 14და ჴევნებთა შინა და ყოველსა შინა მკჳდრობასა ქუეყანისასა კეთილსა ზედა საძოვარსა ვაძოვნე იგინი, მთასა ზედა მაღალსა ისრაჱლისასა იყოს შუენიერებაჲ მათი, და იყვნენ ბაკნი მათნი მუნ, და დაიძინონ, და განისუენონ შუებასა შინა კეთილსა და საძოვარსა შინა პოხიერსა ძოვდენ მთათა ზედა ისრაჱლისათა. 15და მე ვაძოვნე ცხოვარნი ჩემნი და მე განუსუენო მათ და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი, - ამათ იტყჳს ადონაი უფალი. 16წარწყმედული გამოვიძიო და შეცთომილი მოვაქციო, და შემუსრვილი შევხჳო, და მოუძლურებული განვაძლიერო, და პოხიერი და ძლიერი დავიცვა და ვაძოვნე იგინი მსჯავრისა მიერ. 17და თქუენ ცხოვარნო ჩემნო, - ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე ვსაჯო საშუალ ცხოვართა ჩემთა და ცხოვრისა და ვერძთა და ვაცთასა. 18და არა კმა არს თქვენდა, რამეთუ კეთილსა საძოვარსა სძოვდით, არამედ დანაშთომსა საძოვრისა თქუენისასა დასთრგუნევდით ფერჴითა თქუენითა და დაწმედილსა წყალსა სუემდით და ნეშტსა ფერჴითა თქუენითა აღამრღვევდით. 19და ცხოვარნი ჩემნი და ნათრგუნევთა ფერჴთა თქუენთასა ძოვდეს და აღმრღუეულსა წყალსა ფერჴთა მიერ თქუენთასა სუმიდეს. 20ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე თქუენდამი და განვსაჯო შორის ცხოვრისა ძლიერისა და შორის ცხოვრისა უძლურისა, 21ვინაჲთგან გუერდებითა თქუენითა და მჴრებითა თქუენითა აჭენებდით და რქებითა თქუენითა ურქენდით, ხოლო ყოველსა მოკლებულსა აჭირვებთ, ვიდრე არა განაგარეენით იგინი გარე; და განითესნეს ცხოვარნი ჩემნი ყოვლისა თანწარმავალისად. 22და ვაცხოვნნე ცხოვარნი ჩემნი, და არა იყვნენ წარსატყუენველ მერმე და ვსაჯო საშუალ ვერძისა ვერძისა მიმართ. 23და აღვადგინო მათ ზედა მწყემსი ერთი, რომელი ჰმწყსიდეს მათ, მონაჲ ჩემი დავითი, მან მწყსნეს იგინი, და მან განუსუენოს მათ და იყოს იგი მწყემს. 24და მე, უფალი, ვიყო მათდა ღმერთად და მონაჲ ჩემი დავითი მთავარ შორის მათსა. მე, უფალი, ვიტყოდე. 25და აღუთქუა დავითსა აღთქმაჲ მშჳდობისაჲ და უჩინო-ვყუნე მჴეცნი ბოროტნი ქუეყანისაგან და დაემკჳდრნენ უდაბნოსა შინა სასოებით და დაიძინონ მაღნართა შორის. 26და მივსცნე იგინი გარემოჲს მთისა ჩემისა კურთხეულებად. და გარდამოვიყვანო წჳმაჲ თქვენი ჟამსა შინა, წჳმანი კურთხევისანი იყვნენ მისსა. 27და ხეთა ველისათა მოსცენ ნაყოფი მათი და ქუეყანამან მოსცეს ძალი მისი; და დაემკჳდრნენ ქუეყანასა ზედა მათსა სასოებითა მშჳდობისათა და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი, შე-რა-ვმუსრნე საჴივნი უღლისა მათისანი, და გამოვიჴსნნე იგინი ჴელისაგან დამმონებელთა მათთაჲსა. 28და არა იყვნენ მერმე წარსატყუენველ წარმართთა და მჴეცთა ქუეყანისათა, არღა მერმე დაჭამნენ იგინი და დაემკჳდრნენ სასოებით და არა იყოს, რომელი აშინებდეს მათ. 29და აღუდგინო მათ ნერგი მშჳდობისა სახლად, და არა მერმე იყვნენ მცირეებ რიცხჳთა ქუეყანასა ზედა, და არა მერმე იყვნენ წარწყმედილ სიყმილითა ქუეყანასა ზედა, და არა მოიღონ მერმე ყუედრებაჲ წარმართთაჲ. 30და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი, ღმერთი მათი, მათ თანა, და იგინი ერი ჩემი, სახლი ისრაჱლისა, - იტყჳს უფალი, უფალი, 31და თქუენ - ცხოვარნი ჩემნი და ცხოვარნი საძოვრისა ჩემისანი, კაცნი ხართ და მვ უფალი ღმერთი თქუენი, - იტყჳს უფალი, უფალი. |
წინა თავი | შემდეგი თავი |