მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ეზეკიელ წინასწარმეტყველი
თავი 36

1და შენ, ძეო კაცისაო, წინაწარმეტყუელებდ მთათა ზედა ისრაჱლისათა და არქუ მთათა ისრაჱლისათა: ისმინეთ სიტყვა უფლისაჲ,

2ამათ იტყჳს ადონაი უფალი მის წილ, რომელ თქვა მტერმან თქუენ ზედა: ვაშა, ვაშა, ოჴერ საუკუნე მაღალნი დასაპყრობელად იქმნნეს ჩუენდა.

3ამისთჳს წინაწარმეტყუელებდ და არქუ: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ნაცვალად ქმნისა თქუენისა განსაქარვებელად ყოველთა მიერ წარმართთა და ნაცვალად შეურაცხქმნისა თქუენისა ყოველთა მიერ გარემოჲსთა თქუენთა, ქმნად თქუენდა დასაპყრობელად ყოველთაგან ნეშტთა წარმართთა, და აღხუედით სასიტყუელ ენისა ბაგეთა ზედა და საყუედრელად წარმართთა,

4ამისთჳს, მთანო ისრაჱლისანო, ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: მთათა და ბორცუთა და ნაღუარევთა და ჴევნებთა, და დანახეთქთა და მოოჴრებულთა და უჩინოქმნილთა და ქალაქთა დარღუეულთა, რომელნი იქმნნეს წარსატყუენველ და დასათრგუნველ დაშთომილთა წარმართთა გარემოჲსთა თქუენთა,

5ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: უკუეთუ არა ცეცხლითა გულისწყრომისა ჩემისათა ვიტყოდი სხუათა ზედა ნათესავთა და იდუმეასა ზედა ყოველსა, რამეთუ მისცეს ნაწილი ჩემი თავთა მათთა დამკჳდრებად მხიარულებით ყოვლით გამო გულით შეურაცხისმყოფელთა სულთასა უჩინო-ყოფად ტყუეობისა მიერ.

6წინაწარმეტყუელებდ ამისთჳს ქუეყანასა ზედა ისრაჱლისა და არქუ მთათა და ბორცუთა და დანახეთქთა და ჴევნებთა: ამათ იტყჳს უფალი, უფალი: აჰა, მე შურითა ჩემითა და გულისწყრომითა ვთქუ ნაცვლად ყუედრებასა წარმართთასა თავს-დებისა თქუენგან.

7ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე აღვიღებ ჴელსა ჩემსა წარმართთა ზედა, გარემოჲსთა თქუენთა, ამათ შეურაცხებაჲ მათი მიიღონ.

8ხოლო თქუენ, მთანო ისრაჱლისანო, ყურძენი გამოსცეთ და ნაყოფი თქუენი ჭამოს ერმან ჩემმან ისრაჱლმან, რამეთუ ესვენ მოსლვად.

9აჰა, მე თქუენ ზედა და ზედმოვიხილო თქუენ ზედა, და მოიქმნნეთ და დაითესნეთ.

10და განვამრავლნე თქვენ ზედა კაცნი, ყოველი სახლი ისრაჱლისა სრულიად და დამკჳდრებულ იქმნენ ქალაქნი და ოჴერქმნილნი აღეშენნენ.

11და განვამრავლო თქუენზედა კაცნი და საცხოვარნი, და აღორძნდენ და განმრავლდენ და დაგამკჳდრნე თქუენ, ვითარცა დასაბამსა თქუენსა, და კეთილი გიყო თქუენ, ვითარ-იგი წელიწადთა წინაჲსწართა თქუენთა, და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი.

12და ვშუნე თქუენ შორის კაცნი ერისა ჩემისა ისრაჱლისა, და დაგიმკჳდრნენ თქუენ და იყუნეთ მათდა დასაპყრობელად, და არღა შესძინოთ მერმე უშვილოებად მათგან.

13ამათ იტყჳს უფალი, უფალი: მის წილ, რომელ გრქუეს: ქუეყანა შემჭამელი კაცთაჲ ხარ შენ და უშვილოქმნილ წარმართთა მიერ იქმენ,

14ამისთჳს კაცთა არღარა შჭამდე შენ და ნათესავი შენი არა უშვილოჰყო მერმე, - იტყჳს ადონაი უფალი,

15და არა ისმეს არა მერმე თქუენ ზედა შეურაცხებაჲ წარმართთაჲ და ყუედრებანი ერთანი არა თავს-ისხნეთ მერმე, და ნათესავი შენი არა უშვილო იქმნეს მერმე, - იტყჳს ადონაჲ უფალი.

16და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

17ძეო კაცისაო, სახლი ისრაჱლისაჲ დაემკჳდრა ქუეყანასა ზედა მათსა, და შეაგინეს იგი გზათა მიერ მათთა, და კერპთა მიერ მათთა, და არაწმიდებათა მიერ მათთა არაწმიდებისაებრ დაშტანეულისა, და იქმნა გზაჲ მათი წინაშე პირსა ჩემსა.

18და განვჰფინე გულისწყრომაჲ ჩემი მათ ზედა მის წილ, რომელ განჰფინეს სისხლი ქუეყანასა ზედა, და კერპთა მათთა მიერ შეაგინეს იგი.

19და განვაბნიენ იგინი წარმართთა შორის, და განვფიწლენ იგინი სოფლებთა შორის და გზისაებრ მათისა. და სიმარჯუეთაებრ მათთა ვსაჯენ იგინი.

20და შევიდეს იგინი წარმართთა მიმართ, რომელთა მიმართ შევიდეს მუნ და მუნ შეაგინეს სახელი ჩემი წმიდაჲ თქმასა შინა მათთჳს, - ერი უფლისაჲ ესენი, და ქუეყანისაგან მისისა გამოვიდეს.

21და ვჰრიდე მათ სახელისათჳს ჩემისა წმიდისა, რომელი შეაგინეს სახლმან ისრაჱლისამან წარმართთა შორის, სადა შევიდეს, მუნ:

22ამისთჳს არქუ სახლსა ისრაჱლისასა: ამათ იტყჳს უფალი, უფალი: არა თქუენთჳს ვჰყოფ მე, სახლო ისრაჱლისაო, არამედ სახელისათჳს ჩემისა წმიდისა, რომელი შეაგინეთ წარმართთა შორის, სადა შეხუედით, მუნ.

23წმიდა-ვყო სახელი ჩემი დიდი, მწიკულევანქმნილი წარმართთა შორის, რომელი შეაგინეთ შორის მათსა; და ცნან წარმართთა, ვითარმედ მე ვარ უფალი, - იტყჳს ადონაი უფალი, - განვწმიდნე რაჲ მე თქუენ შორის წინაშე თუალთა მათთა.

24და მიგიყვანნე თქუენ წარმართთაგან, და შეგკრიბნე თქუენ ყოველთა ქუეყანათაგან და შეგიყვანნე თქუენ ქუეყანად თქუენდა.

25და გასხურო თქუენ წყალი წმიდაჲ და განსწმდეთ ყოველთაგან არაწმიდებათა თქუენთა, და ყოველთაგან კერპთა თქუენთა განგწმიდნე თქუენ.

26და მიგცე თქუენ გული ახალი და სული ახალი მივსცე თქუენ შორის; და მოგიღო გული ქვისაჲ ჴორცისაგან თქვენისა და მიგცე თქვენ გული ჴორციელი.

27და სული ჩემი მივსცე თქვენ შორის და ვყო, რაჲთა სამართალთა შინა ჩემთა ხჳდოდით, და მსჯავრნი ჩემნი დაიცუნეთ და ჰყოფდეთ მათ.

28და დაემკჳდრნეთ ქუეყანასა ზედა, რომელი მივეც მამათა თქუენთა, და იყუნეთ ჩემდა ერად, და მე ვიყო თქუენდა ღმრთად.

29და განგწმიდნე თქუენ ყოველთაგან ცოდვათა თქუენთა, და მოუწოდო იფქლსა, და განვამრავლო იგი და არა მივსცე თქუენ ზედა სიყმილი.

30და განვამრავლო ნაყოფი ხისაჲ და ნაშრომნი ველისანი, რაჲთა არა მიიღოთ მერმე ყუედრებაჲ სიყმილისაჲ წარმართთა შორის.

31და აღიჴსენნეთ გზანი თქუენნი ბოროტნი და სიმარჯუენი თქუენნი არაკეთილნი და მოიწყინნეთ წინაშე პირებსა თავთა თქუენთასა უსჯულოებათა თქუენთათჳს და საძაგელებათა თქუენთათჳს.

32არა თქვენთჳს ვჰყოფ მე, სახლო ისრაჱლისაო, - იტყჳს ადონაი უფალი, - ცნობილ იყავნ თქუენდა, გკდემებოდენ და სირცხჳლეულ იქმნენით გზათაგან თქუენთა, სახლო ისრაჱლისაო.

33ამათ იტყჳს ადონაი უფალი: დღესა, რომელსა შინა განგწმიდნე თქუენ ყოველთაგან უსჯულოებათა თქუენთა, და დავამკჳდრნე ქალაქნი და აღეშენნენ ოჴერნი.

34და ქუეყანა უჩინოქმნილი მოიქმნას მის წილ, რამეთუ უჩინოქმნილ იქმნა წინაშე თუალთა ყოვლისა თანწარმავალისათა.

35და თქუან: ქუეყანაჲ იგი, რომელი იყო უჩინოქმნული, იქმნა ვითარცა სამოთხე შუებისაჲ, და ქალაქნი ოჴერნი უჩინოქმნულნი და დათხრილნი ზღუდეთა შინა განმაგრებულთა, დასხდეს.

36და ცნან წარმართთა, რაოდენნიცა დაშთენ გარემოსნი. თქუენსა, ვითარმედ მე უფალმან აღვაშენენ დარღუეულნი და დავჰნერგენ უჩინოქმნილნი, მე უფალმან, ვთქუ და ვქმნე.

37ამათ იტყჳს ადონაჲ უფალი მერმე: ესეღა საძიებელი დავდვა, სახლო ისრაელისაო, ყოფად მათდა და განვამრავლნე იგინი, ვითარცა ცხოვარნი, კაცნი.

38ვითარცა ცხოვარნი წმიდანი, ვითარცა ცხოვარნი იერუსალიმისანი დღესასწაულთა შინა მისთა, ეგრეთ იყვნენ ქალაქნი ოჴერნი, სავსენი ცხოვრებითა კაცთაჲთა და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი.


წინა თავი შემდეგი თავი