მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ეზეკიელ წინასწარმეტყველი |
თავი 37 |
1და იქმნა ჩემ ზედა უფლისაჲ ჴელი და განმიყვანა მე სულითა უფლისაჲთა და დამდვა მე შორის სულსა ველისასა; და ესე იყო სავსე ძუალებითა კაცთათა. 2და მომავლო მე მათ ზედა გარემო მრგულივ; და, აჰა, მრავლებ ფრიად პირსა ზედა ველისასა და, აჰა, ჴმელ ფრიად იგინი. 3და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, უკუეთუ განცოცხლდეს ძუალები ესე? და ვთქუ: ადონაი უფალო, შენ უწყნი ეგენი. 4და თქუა ჩემდამო: წინაწარმეტყუელებდ ძუალებსა ამას ზედა, წინაწარმეტყუელებდ, ძეო კაცისაო, და სთქუა მათდამი: ძუალთა ჴმელთა ისმინეთ სიტყვა უფლისაჲ! 5ამათ ეტყჳს ადონაჲ უფალი ძუალებსა ამას: აჰა, მე მოვიყვანო თქუენ ზედა სული სიცოცხლისაჲ. 6და მივსცე თქუენ ზედა ტყავი, და მივსცე სული ჩემი თქუენ ზედა და განსცოცხლდეთ, და სცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი. 7და ვსწინაწარმეტყუელებდ, ვითარცა მამცნო მე უფალმან. და იქმნა ჴმაჲ, ვსწინაწარმეტყუელებდ რაჲ მე, და აჰა, ძრვა და მოიყვანნა ძუალნი, ძუალი ძუალისა მიმართ, თითოეული შენაწევრებისა მიმართ მისისა. 8და ვიხილე და, აჰა, ზედდაექმნეს მათ ძარღუნი, და ჴორცნი აღმოსცენდებოდეს და აღმოვიდოდეს მათ ზედა, და გარემოერთხა მათ ზედა ტყავი ზედა კერძო, და სული არა იყო მათ შორის. 9და თქვა ჩემდამო: წინაწარმეტყუელებდ სულისა ზედა, წინაწარმეტყუელებდ, ძეო კაცისაო, და ვარქუ სულსა: ამათ იტყჳს ადონაჲ უფალი: ოთხთაგან სულთა მოვედინ სული, და მიებერენ მკუდართა ამათ მიმართ და განცოცხლდენ. 10და ვიწინაწარმეტყუელე, ვითარ-იგი მამცნო მე; და შევიდა მათდამი სული და განცოცხლდეს, და დადგეს ფერჴთა მათთა ზედა შესაკრებელი მრავალი ფრიად. 11და იტყოდა უფალი ჩემდამო მეტყუელი: ძეო კაცისაო, ძუალები ესე ყოველი სახლი ისრაჱლისაჲ არს, იგინი იტყჳან: ჴმელ იქმნეს ძუალნი ჩუენნი. წარწყმდა სასოებაჲ ჩუენი, მოვისრენით. 12ამისთჳს წინაწარმეტყუელებდ, ძეო კაცისაო, და თქუ მათდამი: ამათ იტყჳს უფალი, უფალი: აჰა, მე აღვახუნე სამარენი თქუენნი, ერო ჩემო, და აღმოგიყვანნე თქუენ საფლავთაგან თქუენთა და შეგიყვანნე თქუენ ქუეყანად ისრაილისა. 13და სცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი განღებასა შინა ჩემგან საფლავთა თქუენთასა, აღმოყვანებად თქუენდა საფლავთაგან თქუენთა, ერო ჩემო, 14და მივსცე სული ჩემი თქუენ ზედა და განსცოცხლდეთ და დაგსხნე თქუენ ქუეყანასა ზედა თქუენსა და სცნათ, ვითარმედ მე, უფალი, ვიტყოდე და ვყო, - იტყჳს ადონაი უფალი. 15და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: 16და ძეო კაცისაო, მოიღე თავისა შენისა კუერთხი ერთი და დაწერე მას ზედა იუდაჲ და ძენი ისრაჱლისანი, თანმდებარენი მისსა მიმართ და კუერთხი მეორე მოიღე თავისა შენისად, და დასწერო მას იოსებ, კუერთხი ეფრემისი და ყოველნი ძენი ისრაჱლისანი, თანმდებარენი მისდამი. 17და შეაყვნე იგინი ურთიერთას მიმართ შენდად, ერთ კუერთხად შეკრვად იგინი. და იყვნენ ერთბამად ჴელსა შინა შენსა. 18და იყო, ოდეს იტყოდიან შენდამი ძენი ერისა შენისანი, მეტყუელნი: არ მომითხრობა ჩუენ, რაჲ არიან შენდა ესენი? 19და სთქუა მათდამი: ამათ იტყჳს უფალი, უფალი: აჰა, მე მოვიღო ტომი იოსებისი ჴელისა მიერ ეფრემისისა და ტომნი ისრაჱლისანი, თანმდებარენი მის თანა, და მივსცნე იგინი მის თანა ტომსა ზედა იუდაჲსსა და იყვნენ კუერთხად ერთად ჴელსა შინა იუდასსა. 20და იყუნენ კუერთხნი, რომელთა ზედა შენ დასწერე მათ ზედა, ჴელითა შენითა წინაშე მათსა. 21და ჰრქუა მათ: ამათ იტყვის ადონაი უფალი აჰა, მე მოვიღებ ყოველსა სახლსა ისრაჱლისასა საშუალისაგან წარმართთაჲსა, სადა შევიდეს მუნ, და შევკრიბნე იგინი ყოველთაგან გარემოჲსთა მათთა და შევიყვანნე იგინი ქუეყანად ისრაილისა. 22და მივსცნე იგინი ნათესავად ერთად ქუეყანასა შინა ჩემსა და მთათა შორის ისრაჱლისათა, და მთავარი ერთი იყოს მათ ყოველთა მეფედ, და არა იყვნენ მერმე ორ ნათესავად, არცა განიყოფვოდიან მერმე ორთა მეფეთა მიმართ. 23რაჲთა არ შეიგინებოდიან მერმე კერპთა მიერ მათთა და მოსაწყინელთა მიერ მათთა და ყოველთა შინა უთნოობათა მათთა, და ვიჴსნნე იგინი ყოველთაგან უთნოობათა მათთა, რომელთა ცოდეს მათ შინა, და განვწმიდნე იგინი, და იყვნენ ჩემდა ერად, და მე ვიყო მათდა ღმრთად. 24და მონაჲ ჩემი დავით მთავარი შორის მათსა. და მწყემსი ვრთი იყოს ყოველთაჲ მათი და ბრძანებათა შინა ჩემთა ვიდოდიან და მსჯავრნი ჩემნი დაიცვნენ და ჰყოფდენ მათ. 25და დაემკჳდრნენ ქუეყანასა ზედა მათსა, რომელი მივეც მე მონასა ჩემსა იაკობსა, სადა მკჳდრობდეს მუნ მამანი მათნი, და დაემკჳრნენ მას ზედა იგინი და ძენი მათნი და ძენი ძეთა მათთანი ვიდრე საუკუნომდე; და დავით, მონაჲ ჩემი, მთავარ მათდა იყოს უკუნისამდე. 26და აღუთქუა მათ აღთქმაჲ მშჳდობისაჲ, აღთქმაჲ საუკუნოჲ იყოს მათ თანა, და მივსცე მათ და განვამრავლნე იგინი, და დავსხნე წმიდანი ჩემნი შორის მათსა საუკუნოდ. 27და იყოს დაკარვებაჲ ჩემი მათ შორის, და ვიყო მე მათდა ღმერთ და იგინი იყვნენ ჩემდა ერად. 28და ცნან წარმართთა, ვითარმედ მვ ვარ უფალი, წმიდამყოფელი მათი ყოვლისა მიერ წმიდათა ჩემთაჲსა მათ შორის უკუნისამდე. |
წინა თავი | შემდეგი თავი |