მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ეზეკიელ წინასწარმეტყველი
თავი 4

1და შენ, ძეო კაცისაო, მოიღე თავისა შენისა ალიზი, და დასდვა იგი წინაშე პირსა შენსა, და გამოსწერო მას ზედა ქალაქი იერუსალიმი.

2და მისცე მას ზედა გარემოცვაჲ და აღაშენნე მას ზედა წინასაბრძოლებნი, და გარემოადგა მას ზედა პატნეზი, და მისცე მის ზედა ბანაკები და განაწყო მის ზედა მოისრები გარემოჲს;

3და შენ მოიღე თავისა შენისა ტაფაკი რკინისაჲ, და დასდვა იგი, ვითარცა ზღუდე რკინისაჲ საშუალ შენსა და საშუალ ქალაქისა; და განჰმზადო პირი შენი მის ზედა და იყოს შეყენებულობასა შინა, და შეაყენო იგი, სასწაულ არს ესე ძეთა ისრაჱლისათა.

4და შენ დასწვე გუერდსა შენსა ზედა მარცხენესა და დაჰსხნე სიცრუენი სახლისა ისრაჱლისათანი მას ზედა რიცხჳსაებრ დღეთასა ასერგასისათა, რომელთა სწვე მას ზედა, და მოიხუნე სიცრუენი მათნი.

5და მე მიგცენ შენ ორნი სიცრუენი მათნი რიცხუად ოცხმეოცდაათთა და სამასთა დღეთად და მოიხუნე სიცრუენი სახლისა ისრაჱლისანი.

6და შეასრულნე იგინი ყოველნი და დასწვე გუერდსა შენსა ზედა მარჯუენესა მეორედ და მოიხუნე სიცრუენი სახლისა იუდაჲსნი ორმეოცთა დღეთა, დღე წელიწადად დაგისხენ შენ იგინი.

7და შეყენებად იერუსალჱმისა განჰმზადო პირი შენი და მკლავი შენი განიმტკიცო და წინაწარჰმეტყუელებდე მის ზედა.

8და მე, აჰა, მივსცენ შენ ზედა საკრველნი და ნუ გარდაიქცევი გუერდისაგან შენისა გუერდსა ზედა შენსა, ვიდრემდის აღესრულნენ დღენი შეყენებულებისა შენისანი.

9და შენ, ძეო კაცისაო, მოიღე თავისა შენისა იფქლნი და ქრთილნი და ცერცჳ და ოსპნი და ფეტჳ და ასლი, და შთაასხნე იგინი ჭურჭელსა კეცისასა, და შეჰქმნნე იგინი თავისა შენისა პურად რიცხჳსაებრ დღეთასა, რომელთა შენ სწვე გუერდსა შენსა ზედა; ოთხმეოცდაათთა და სამასთა დღეთა შჭამდე შენ მათ.

10და ჭამადსა შენსა, რომელსა შჭამდე სასწორით ოცთა სიკილათა დღივ, ჟამითგან ვიდრე ჟამამდე შჭამდე მათ.

11და წყალსა წყვით სუმიდე, მეექუსედი დორაკისაჲ ჟამითგან ვიდრე ჟამამდე სუა.

12და ყუერბეულად ქრთილისად შჭამნე შენ იგინი და ფუნესა შინა სკორისა კაცობრივისასა დაჰფლნე იგინი წინაშე თუალთა მათთა.

13და სთქუა: ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ: ესრეთ შჭამდენ ძენი ისრაჱლისანი პურსა მათსა არაწმიდასა წარმართთა შორის, სადა განვაბნინნე იგინი, მუნ.

14და ვთქუ: ნუსადა, უფალო ღმერთო ისრაჱლისაო, აჰა, სული ჩემი არშეგინებულ არს არაწმიდებისა მიერ, და მძორი და ნამჴეცავი არ მიჭამიეს შობით ჩემითგან ვიდრე აქამდე, არცა შესრულ არს პირსა ჩემსა ყოველი ჴორცი ბილწი და შეგინებული.

15და თქუა ჩემდამო: აჰა, მიგეც შენ ფუნე ზროხათაჲ ფუნისა წილ კაცობრივისა, და შეჰქმნნე პურნი შენნი მას ზედა.

16და თქუა ჩემდამო: ძეო კაცისაო, აჰა მე შევმუსრო ძალი პურისაჲ იერუსალჱმს შინა, და ჭამდენ პურსა სასწორით და ნაკლულევანებით და წყალსა წყვით და უჩინო-ქმნით სუმიდენ,

17რაჲთა ნაკლულევან პურითა და წყლითა იქმნენ, და უჩინო იქმნას კაცი და ძმაჲ მისი, და დადნენ სიცრუეთა შინა მათთა.


წინა თავი შემდეგი თავი