მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ეზეკიელ წინასწარმეტყველი
თავი 41

1და შემიყვანა მე ტაძრად, რომლისაჲ განზომა ელამი, წყრთათა ექუსთა სივრცე ერთ კერძ და წყრთა ექუსთა სივრცე ელამისაჲ ერთ კერძ

2და ელამისაჲ სივრცე კარისა და სიფართე ბჭისა წყრთათა ათთაჲ და სამჴარნი ბჭისანი ხუთ წყრთაებ ამიერ და ხუთ წყრთაებ იმიერ; და განზომა სიგრძე მისი წყრთათა ორმეოცთაჲ და სივრცე წყრთათა ოცთაჲ.

3და შევიდა ეზოდ უშინაგანესად და განზომა ელამი სიფართისაჲ წყრთათა ორთაჲ და კარი წყრთათა ექუსთაჲ, და სამჴარნი სიფართისანი წყრთა შჳდთაჲ ამიერ და წყრთა შჳდთაჲ იმიერ.

4და განზომა სიგრძე კართაჲ წყრთათა ორმეოცთაჲ და სივრცე წყრთათა ოცთაჲ პირისპირ ტაძრისა უფლისაჲ და თქუა ჩემდამო: ესე წმიდაჲ წმიდათაჲ.

5და განზომა ზღუდე სახლისაჲ წყრთათა ექუსთაჲ, და სივრცე გუერდისაჲ წყრთათა ოთხთაჲ გარემოჲს მრგულივ სახლისა.

6და გუერდისაჲ გუერდისა ზედა ოცდაათ და სამ ორგზის; და ხანი ზღუდესა შორის სახლისასა გუერდთა ზედა გარემო, რაჲთა იყოს შეახლებულთა სახილველ, რაჲთა ყოლადვე არ მიეხებოდიან ზღუდეთა სახლისათა.

7და სივრცე გუერდისა ზენაკერძოჲსაჲ შედგმულებისაებრ გუერდთაჲსა ზღუდისაგან უზენაესისა მიმართ გარემოჲს სახლისა, რაჲთა განვრცნებოდის ზენაჲთ და ქუენათაგან აღვიდოდიან ქორედთა მიმართ და საშუალთაგან სამსართულთა მიმართ.

8და ელეილნი და თროილნი სახლისანი; და ვიხილე სიმაღლე სახლისაებრ სიმაღლისა შორის გარემო მრგულივ და ხანი გუერდთაჲ სწორი ლერწმისაჲ წყრთაებრ ექუს ხანი.

9და სივრცე ზღუდისა გუერდისაჲსაჲ გარეგნით წყრთათა ხუთთაჲ და ნეშტნი იგი საშუალ გუერდთა სახლისათა.

10და საშუალ საყდართა მათ სივრცე წყრთათა ოცთაჲ გარემოსავლელი მრგულივ სახლისა.

11და კარები საყდართაჲ ნეშტისა მიმართ კარისა მის ერთისა ჩრდილოდმიმართისა სალოცველად წყრთათა ხუთთაჲ გარემოჲს; და კარი ერთი სამხრად მიმართ და სივრცე ნათლისა დანეშტებულისაჲ, ადგილი ლოცვისაჲ, წყრთათა ხუთთაჲ სივრცე გარემო.

12და განმზღვრებელისაჲ პირისპირ დანეშტებულისა გზისაჲ, ვითარცა ზღჳსა მიმართ - წყრთათა სამეოცდაათთაჲ და სივრცე ზღუდისა და განმზღვრებელისა წყრთათა ხუთთა სივრცე გარემოჲს; და და სიგრძე მისი ოთხმეოცდაათთა წყრთათაჲ.

13და განზომა დამართებით სახლისა სიგრძე წყრთათა ასთაჲ და დანეშტებულნი და განმაზღვრებელნი და ზღუდენი მათნი სიგრძით წყრთაებ ას.

14და სივრცე პირისპირ სახლისა და ნეშტნი აღმოსავალად მიმართ წყრთათა ასთაჲ.

15და განზომა სიგრძე განმასაზღვრელებისაჲ პირისპირ დანეშტებულისა უკანაკერძოჲსა სახლისა მის. და დანეშტებულნი აქაჲთ და იქით წყრთათა ასთანი სიგრძედ და ტაძარი შინაგანი და კუთხნი და ელამი გარეშემობაგულნი.

16და სარკუმელნი ბადეედნი და განსანათლებელი მრგულივ სამთასა, რაჲთა იჭჳრებოდის სახლიცა და მახლობელნი, მომსჭუალულ გარემოჲს მრგულივ და იატაკი და იატაკითგან ვიდრე სარკუმელთამდე და სარკუმელნი განხმულ სამწილად საჭჳრობელად.

17და ვიდრე სიახლემდე სახლისა გარეშისა და ვიდრე შინაგანისამდე და ყოველსა ზედა კედელსა მრგულივ შინაგანსა ზედა და გარეშისა ზედა ზომდა გამოწახნაგებულთა

18ქეროვიმთა და ფინიკთა და ფინიკი საშუალ ქეროვიმთასა და ქეროვიმთასა, ორნი პირნი ქერობინსა:

19პირი კაცისაჲ ფინიკისა მიმართ ამიერ და პირი ლომისა ფინიკის მიმართ იმიერ, გამოწახნაგებულ ყოველი სახლი გარემო,

20იატაკითგან ვიდრე მობაგულამდე ქეროვიმნი და ფინიკნი წახნაგებულნი. და სიწმიდე და ტაძარი

21განღებულ ოთხ კიდედ და პირისპირ წმიდათასა ხილვაჲ,

22ვითარცა შესახედავი საკურთხეველისა ძელისაჲსა, წყრთათა სამთაჲ სიმაღლე მისი და სიგრძე წყრთათა ორთაჲ და სივრცე წყრთათა ორთაჲ; და რქანი აქუნდეს, ხარისხი მისი და ზღუდენი მისნი ძელისანი. და თქუა ჩემდამო: ესე ტრაპეზი წინაშე პირსა უფლისასა.

23და ორნი კარებნი ტაძრისანი და წმიდისა კარებნი, ხოლო ორთა მათ კარებთა ქცევითთა

24ორი კარები ერთსა და ორი კარები მეორესა.

25და ნაწახნაგები მის ზედა და კარებთა ზედა ტაძრისათა, ქეროვიმი და ფინიკნი ნაწახნაგებისაებრ წმიდათაჲსა, და მწრაფლები ძელები წინაშე პირსა ელამისასა გარეთ.

26და სარკუმელნი ფარულნი, და განზომა ამიერ და იმიერ სართულებთა მიმართ ტაძრისა ელამისაჲსათა: და გუერდნი სახლისანი შეუღლვილებ.


წინა თავი შემდეგი თავი