მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ეზეკიელ წინასწარმეტყველი |
თავი 44 |
1და მომაქცია მე გზისა მიმართ ბჭისა წმიდათაჲსა გარეშისა, რომელი ჰხედავს აღმოსავალთა მიმართ, და იგი იყო დაჴშულ. 2და თქუა ჩემდამო უფალმან: ბჭე ესე დაჴშულ იყოს, არა განეღოს და არცა ერთი ვინ არა განვიდეს მის მიერ, რამეთუ უფალი ღმერთი ისრაილისაჲ შევიდეს მის მიერ, და იყოს დაჴშულ. 3წინამძღურისა მით, რამეთუ თჳთ წინამძღუარი დაჯდეს მას შინა ჭამად პურისა წინაშე უფლისა; გზისაგან ელამისა ბჭისა შევიდეს და მისვე გზისაგან გამოვიდეს. 4და შემიყვანა მე გზისა მიერ გზისა მიმართ, ჩრდილოდმიმართისა, წინაშე სახლისა; და ვიხილე და აჰა სავსე დიდებითა უფლისაჲთა სახლი უფლისაჲ და დავვარდი პირსა ზედა ჩემსა. 5და თქუა უფალმან ჩემდამო: ძეო კაცისაო, დააწესე გულსა შენსა და იხილე თუალითა შენითა და ყურითა შენითა ისმინენ ყოველნი, რაოდენთა მე ვიტყჳ შენ თანა ყოველთაებრ სამართალთა სახლისა უფლისათა და ყოველთა შჯულვილთა მისთა. და დააწესო გული შენი გზასა ზედა სახლისასა ყოველთაებრ გამოსავალთა მისთა, შორის ყოველთა წმიდათა. 6და სთქუა სახლისა მიმართ განმამწარებელისა, სახლისა მიმართ ისრაილისა, - ამათ იტყჳს უფალი ღმერთი, - კმა არს თქუენდა ყოველთა მიერ უსჯულოებათა თქუენთა, სახლო ისრაილისაო, 7შეყვანებად თქუენდა ძეთა უცხონათესავთასა და წინადაუცვეთელთა გულითა და წინდაუცვეთელთა ჴორცითა ქუეყანად, წმიდათა შორის ჩემთა, რაჲთა შეაგინებდენ სახლთა ჩემთა ესენი, ვითარ მორთუმასა შინა თქუენგან პურთა ჩემთასა, ჴორცთა, ცმელსა და სისხლსა. და გარდაჰჴდებით აღთქუმასა ჩემსა ყოველთა მიერ უსჯულოებათა თქუენთა. 8და არ დაიცევით დაცვაჲ წმიდათა ჩემთაჲ და განაწესენით თქუენ ცვად მცველნი წმიდათა შორის ჩემთა. 9ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ყოველი ძე უცხო ნათესავი, წინდაუცვეთელი გულითა და წინდაუცუეთელი ჴორცითა, არა შევიდეს წმიდათა მიმართ ჩემთა, ყოველთა შორის ძეთა უცხო ნათესავთასა, საშუალ სახლისა ისრაილისასა. 10არამედ ლევიტელთა, განშორებულთა ჩემგან ცთომასა შინა ძეთა ისრაილისათა, ცთომილთასა ჩემგან უკანა გულისზრახვათა მათთაჲსა, მიიღონ შეურაცხება მათი. 11და იყვნეს სიწმიდესა შინა ჩემსა მსახურნი, მეკარენი ბჭეთა ზედა სახლისათა, და მსახურნი სახლისათანი, ესენი დაჰკლვიდეს ყოვლადდასაწუელსა და მსხუერპლსა ერისასა, და ესენი დგეს წინაშე მისსა მსახურებად მისსა, 12მის წილ, რომელ ჰმსახურებდეს იგინი წინაშე კერპებისა მათისა; და იქმნეს სახლისა ისრაილისა ტანჯვა სიცრუჲს, ამისთჳს აღვიღე ჴელი ჩემი მათ ზედა, - იტყჳს ადონაი უფალი, - და მიიღონ უსჯულოება მათი; 13და არ მომეახლებიან ჩემდამო მღდელობად ჩემდა, არცა შეეხნენ ყოველთა წმიდათა ძეთა ისრაილისათასა, არცა ყოველთა წმიდათა წმიდათა ჩემთასა, და მიიღონ შეურაცხება თავთა მათთაჲ და საძაგელებანი თავთა მათთანი ცთომასა შინა, რომელსა სცთეს. 14დააწესნენ იგინი ცვად საცავთა სახლისა ჩემისათა, ყოველსა კუთნვასა მისსა და ყოველთა მიმართ ქმნადთა მას შინა. 15ხოლო მღდელნი ლევიტელნი, ძენი სადუკისნი, რომელთა დაიცვნეს საცავნი წმიდათა ჩემთანი, ოდეს შესცთეს ძენი ისრაილისანი ჩემგან, იგინი მომეახლნენ ჩემდამო მსახურებად ჩემდა და დადგენ წინაშე პირსა ჩემსა შეწირვად ჩემდა მსხუერპლისა, ცმელსა და სისხლსა, იტყჳს ადონაი უფალი. 16იგინი შემოვიდოდიან სიწმიდედ ჩემდა, და იგინი მოუჴდებოდიან ტრაპეზისა მიმართ ჩემისა მსახურებად ჩემდა, დაცვად საცავთა ჩემთა. 17და იყოს შემოსლვასა მათსა ბჭეთა ეზოჲსა შინაგანისასა სამოსელთა სელისათა შეიმოსდენ და არ შეიმოსდენ მატყლიერთა მსახურებასა შინა მათსა ბჭითგან უშინაგანესისა ეზოჲსაჲთა. 18კიდარნი სელისანი აქუნდენყე თავთა ზედა მათთა და წჳვისგარემონი სელისანი აქუნდენ წელთა ზედა მათთა და არ მოირტყმიდენ მჭირსიედ. 19და გა-რაჲ-ვიდოდიან იგინი გარეშედ ეზოდ ერისა მიმართ, განიძარცუვიდენ შესამოსელთა მათთა, რომელთა მიერ ჰმსახურებენ მათ, და დასხმიდენ მათ საყდრებისა შორის წმიდათაჲსა და შეიმოსდენ სამოსელთა სხუათა. და არა წმიდა-ვყო ერი შესამოსელთა მათთა მიერ. 20და თავთა მათთა არა იპარსვიდენ და ვარჯთა მათთა არ აღიმცირებდენ, დამბურველნი დაიბურვიდენ თავთა მათთა. 21და ღჳნოსა ნუ სუამნ ყოველი მღდელი შესლვასა შინა მათსა უშინაგანესად ეზოდ. 22და ქურივი და განტევებული არ მიიყვანონ თავისა მათისა ცოლად, არამედ ქალწული თესლისაგან სახლისა ისრაილისა, და ქურივი უკეთუ იყოს მღდელისაგან, მიიყვანებდენ. 23და ერსა ჩემსა ასწავებდენ შორის წმიდისა და ხენეშისა და შორის უბიწოჲსა და ბიწიანისა. აუწყებდენ მათ 24და სასჯელსა შინა სისხლისასა ესენი დადგენ განსჯად; სამართალთა ჩემთა განამართლებდენ და საშჯელთა ჩემთა შჯიდენ და შჯულთა ჩემთა და ბრძანებათა ჩემთა, ყოველთა შინა დღესასწაულთა ჩემთა დაიცვიდენ და შაბათთა ჩემთა წმიდა-ჰყოფდენ. 25და მძორსა ზედა კაცისასა არა შევიდენ შემწიკულებად, არამედ მამასა ზედა, და დედასა, და ძესა ზედა, და ასულსა, და ძმასა ზედა და დასა მისსა, რომელი არა ქმნილ იყოს ქმრისად, შეიმწიკულეს. 26და შემდგომად განწმედისა მისისა შჳდნი დღენი აღურიცხუნეს თავსა თჳსსა. 27და დღესა რომელსაცა შევიდოდეს წმიდად მიმართ უშინაგანესად ეზოდ მსახურებად წმიდასა შინა, მოიღონ სალხინებელი, - იტყჳს ადონაი უფალი. 28და იყოს მათდა სამკჳდრებელად, მე - სამკჳდრებელ მათდა, და დასაპყრობელი მათი არა მიეცეს ძეთა შორის ისრაელისათა, რამეთუ მე ვარ დასაპყრობელ მათდა. 29და მსხუერპლთა და ცოდვისა ძლითთა და უმეცრებისა ძლითთა იგინი ჭამდენ, და ყოველი განაჩინები ისრაჱლისა შორის მათდა იყოს. 30დასაბამნი ყოველნი და პირმშონი ყოველნი და მოღებულნი ყოველნი ყოველთაგან დასაბამთა თქუენთა მღდელთად იყვნენ; და პირველი ნაშრომი თქუენი მიეცით მღდელსა დადებად კურთხევანი სახლთა ზედა თქვენთა. 31და ყოველი მძორი და ნამჴეცავი მფრინველთაგან და საცხოვართაგან არა ჭამონ მღდელთა. |
წინა თავი | შემდეგი თავი |