მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ეზეკიელ წინასწარმეტყველი |
თავი 46 |
1ამათ იტყჳს უფალი ღმერთი: ბჭე იგი ეზოსა შინა შინაგანსა, მხედველი აღმოსავალთა მიმართ, იყოს დაჴშულ ექუსთა დღეთა საქმისათა, ხოლო დღესა შინა შაბათთასა განეღებოდის და დღესა ახალთთჳსასა განეღებოდის. 2და შევიდეს წინამძღუარი გზისაგან ელამისა ბჭისა მის გარეშისა, და დადგეს წინაკართა ზედა ბჭისათა, და ჰყოფდენ მღდელნი ყოვლადდასაწუელთა მისთა, და მაცხოვარებისა მისისათა და თაყუანის-სცეს წინაკარსა ზედა ბჭისასა. და შევიდეს და არა დაეჴშას ბჭე ვიდრე მწუხრამდე. 3და თაყვანის-სცეს ერმან ქუეყანისამან წინაკართა თანა მის ბჭისათა შაბათთა შინა და ახალთუეთა წინაშე უფლისა. 4და ყოვლადდასაწუელნი მოართუნეს წინამძღუარმან უფლისა დღესა შინა შაბათთასა: ექუსნი ტარიგნი უბიწონი და ვერძი უბიწოჲ 5და მანააჲ, ჳფი ვერძსა და ტარიგთა მსხუერპლი, საცემელი ჴელისა თჳსისაჲ, და ზეთისა ინი ცხობილსა. 6და დღესა შინა ახალთთჳსასა ჴბოჲ ერთი მროწეულით უბიწოჲ და ექუსნი ტარიგნი და ვერძი უბიწონი იყვნენ. 7და ცხობილი ჴბოსა და ცხობილი ვერძსა ეყოს მანააჲ, და ტარიგთა მათ, ვითარ-იგი ყოს ჴელმან მისმან, და ზეთისა ინი ცხობილსა. 8და შესლვასა შინა წინამძღუარისასა გზით ელამისა ბჭისაჲთ შევიდეს და მითვე გზით ბჭისაჲთ გამოვიდეს. 9და ოდეს შევიდოდის ერი ქუეყანისაჲ წინაშე უფლისა დღესასწაულთა შინა, შემავალი გზისაგან ბჭისა ჩრდილოჲთკერძისა, თაყუანის-ცემად გამოვიდეს გზისაგან ბჭისა სამხრადმიმართისა, და შემავალი, გზისაგან ბჭისა სამხრითკერძოჲსა გამოვიდეს გზისაგან ბჭისა ჩრდილოთმიმართისა, და არა მიიქცეს გზად მიმართ ბჭისა, რომელსა შევიდა, არამედ დამართით მისსა განვიდეს. 10და წინამძღუარი იგი საშუალ მათსა შესლვასა შინა მათსა შევიდეს მათ თანა და გამოსლვასა შორის მათსა გამოვიდეს. 11დღესასწაულთა და კრებათა იყოს მსხუერპლი: ჳფი ზუარაკსა და ჳფი ვერძსა და ტარიგთა, ვითარსახედცა ყოს ჴელმან მისმან, და ზეთისა ინი ცხობილსა თანა. 12ხოლო უკეთუ უქმნას წინამძღუარმან ნეფსითი ყოვლადდასაწუელი მაცხოვარებისაჲ უფალსა და განუღოს თავსა თჳსსა ბჭე, მხედველი აღმოსავალთა მიმართ, და ქმნას ყოვლადდასაწუელი მისი და მაცხოვარებისა მისისანი, ვითარსახედ ჰყოფს დღესა შინა შაბათისასა, და გამოვიდეს და დაჰჴშნეს კარნი შემდგომად გამოსლვისა მისისა. 13და ტარიგი წელიწდეული უქმნას ყოვლადდასაწუელად უბიწოდ დღითი დღე უფალსა და განთიად-განთიად ქმნას იგი. 14და მანააჲ ქმნას მას ზედა განთიად-განთიად მეექუსე საწყევოსა და ზეთი მესამედი ინისა შესუარვად სემიდალი მანაად უფლისა, ბრძანებად საუკუნოდ. 15მარადის ჰყვით ტარიგი, მანააჲ და ზეთი, ყავთ განთიად ყოვლადდასაწუელი სამარადისოდ. 16ამათ იტყჳს ადონაი უფალი: უკუეთუ სცეს წინამძღუარმან საცემელი ერთსა ძეთაგანსა მისსა სამკჳდრებელისაგან მისისა, იგი ძეთა მისთად იყავნ, დასაპყრობელ მათდა არს იგი სამკჳდრებელი. 17ხოლო უკუეთუ სცეს საცემელი სამკჳდრებელისაგან მისისა ერთსა ყრმათა მისთაგანსა, და იყოს მისსა ვიდრე წიაღამდე მიტევებისა, და უკუნეცეს წინამძღუარსა თჳნიერ სამკჳდრებელისა ძეთა მისთაჲსა, მათდა იყოს. 18და არა მოიღოს წინამძღუარმან სამკჳდრებელისაგან ერისა მისისა მიმძლავრებად მათდა, დასაპყრობელისაგან მათისა, სამკჳდრებელისაგან თჳსისა, დაუმკჳდროს ძეთა მისთა, რაჲთა არ განიბნიოს ერი ჩემი თითოეული დასაპყრობელისაგან თჳსისა. 19და შემიყვანა მე შესავალისა მიერ ჩრდილოჲთკერძისა ბჭისასა, საყდრისა მიმართ წმიდისა წმიდათასა მღდელთაჲსა, მხედველისა ჩრდილოჲთ კერძო, და აჰა, მუნ ადგილი განშორებულ ზღჳთ კერძო. 20და თქვა ჩემდამო: ესე ადგილი არს, სადა შეაგბიან მუნ მღდელთა უმეცრებისა ძლითნი და ცოდვისა ძლითნი, და მუნ შემზადიან მანააჲ, ყოვლადვე არგამოღებად გარეშესა ეზოსა წმიდა-ყოფად ერისა. 21და განმიყვანა მე გარეშედ ეზოდ და მომავლო მე ოთხთავე კერძოთა ეზოსათა, და, აჰა, ეზოჲ კედელსა თანა ეზოჲსა, თითოეულსა კედელსა ეზოჲ. 22ოთხთავე თანა კედელთა ეზოჲსათა და ეზონი მცირენი სიგრძით წყრთათა ორმეოცთანი და სივრცით წყრთათა ოცდაათთანი, საზომი ერთი ოთხთაჲვე. 23და საყდარნი მრგულივ ოთხთავე მათ შინა და სამზარეულოჲ, ქმნილი ქუეშე კერძო საყდართასა მრგულივ. 24და თქუა ჩემდამო: ესე სახლნი სამზარაულოთანი, სადა შეაგბიან მუნ მსახურთა სახლისათა მსხუერპლნი ერისანი. |
წინა თავი | შემდეგი თავი |