მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ეზეკიელ წინასწარმეტყველი
თავი 47

1და შემიყვანა მე წინა ბჭეთა თანა სახლისათა და, აჰა, წყალი გამოვიდოდა ქუეშე კერძო ურთავსა მას სახლისასა, აღმოსავალთათ კერძო, რამეთუ პირი სახლისაჲ ჰხედვიდა აღმოსავალად და წყალი შთამოვიდოდა კედლისაგან სახლისაჲსა მარჯუენისა, ჩრდილოჲთ საკურთხეველსა ზედა.

2და განმიყვანა მე გზისაგან ბჭისა ჩრდილოდმიმართისა და მომავლო მე გზასა ზედა ბჭისა გარეშესა, ბჭესა თანა ეზოჲსა, მხედველისასა აღმოსავალთაჲთ კერძო. და, აჰა, წყალი შთამოვიდოდა კედლისაგან მარჯუენისა.

3და, აჰა, ვითარცა გამოსლვაჲ მამაკაცისაჲ პირისპირისაგან, და საზომი ჴელსა შინა მისსა, და განზომნა ათასნი საზომითა წყრთისაჲთა და განჴდა წყალსა მას შინა წყალი მიტევებისაჲ.

4და განზომნა ათასნი და, აჰა, განვლო წყლისა შორის წყალი ვიდრე ბარკალსხჳლთამდე, და განზომნა ათასნი, და განვლო წყალი ვიდრე წელამდე.

5და განზომნა ათასნი და, აჰა, ღუარნი, რომლისაჲ ვერ ეძლო განვლაჲ, რამეთუ გარდადუღდა წყალი, ვითარცა დუღილი ღუარისაჲ, რომელი არ განივლებინ.

6და თქუა ჩემდამო: უკუეთუ იხილე, ძეო კაცისაო? და წარმიყვანა მე და მომაქცია მე ბაგისა მიმართ მდინარისაჲსა მოქცევასა შინა ჩემსა, და, აჰა, ბაგესა ზედა მდინარისასა ხენი მრავალნი ფრიად ამიერ და იმიერ.

7

8და თქუა ჩემდამო: წყალი ესე, გამომავალი გალილეაჲთ აღმოსავალთა მიმართ და შთამავალი დაუმკჳდრებელსა ზედა, დამოვიდოდა ვიდრე ზღვისზედამდე წყალსა თანა წიაღსავლელსა ზღჳსასა და განსწმედს წყალთა.

9და იყოს ყოველი სული ცხოველთა გარდამდუღართაჲ ყოველთა ზედა, რომელსაცა ზედა მივიდეს მუნ მდინარე, ცხონდეს და იყოს მუნ თევზი მრავალიფრიად, რამეთუ მივიდეს მუნ, წყალი ესე განწმდეს და ცხონდეს ყოველი, რომელსაცა ზედა მივიდეს მდინარე, და ცხონდეს.

10და დადგენ მათ ზედა მუნ მეთევზურნი მრავალნი ენღღადით ვიდრე აღალიმამდე; საშრობი ბადეთა იყოს, თავით თჳსით იყოს და თევზნი მისნი, ვითარცა თევზნი ზღჳსა დიდისანი, სიმრავლე მრავალი ფრიად.

11და წიაღსავალივე წყალსა შინა მისსა და მოქცევასა შინა მისსა და ზეშთააღსლვასა შინა მისსა, მწყურნებთა შინა მისთა, არ განიკურნოს, მარილად მიეცეს.

12ხოლო მდინარესა ზედა აღმოჰჴდეს, ბაგესა თანა მისსა ამიერ და იმიერ, ყოველი ხე საჭამადი, რომელმან არ განიყაროს ფურცელი მისი და არა დაძუელდეს მის ზედა, არცა მოაკლდეს ნაყოფი მისი სიახლისა მისისაჲ თუეთა მისთასა, წინაწარ გამოიღოს მით, რამეთუ წყალნი მათნი წმიდათაგან მათთა გამოვლენ, და იყოს ნაყოფი მათი საჭამადად და აღმოცენებაჲ მათი სიმართლედ.

13ამათ იტყჳს ადონაი უფალი ღმერთი: ესე საზღვარნი, რომელნი დაიმკჳდრნეთ ქუეყანისანი, ათორმეტთა ტომთა ძეთა ისრაჱლისათასა შეძინება განზომისაჲ.

14და დაიმკჳდროთ იგი თითოეულმან, ვითარცა ძმამან მისმან, რომლისა მიმართ აღვიღე ჴელი ჩემი მიცემად იგი მამათა მათთა, და დავარდეს ქუეყანაჲ ესე თქუენდა სამკჳდრებელად.

15და ესე საზღვარნი ქუეყანისანი ჩრდილოდ მიმართ ზღჳთგან დიდით, რომელი შთამოვალს და განჰხეთქს შესავალსა ელდამ

16ემათისსა, მაავთიირას, ეფრემ, ილიამ; საშუალ საზღვართა დამასკისათა და საშუალ საზღვართა იმათისათა ეზონი ავნანისნი, რომელნი არიან შორის საზღვართა ავრანიტოდოჲსათა.

17და ესე საზღვარნი ზღჳთგან ეზოჲთგან ავნანისით, საზღვარნი დამასკისანი ჩრდილოდმიმართთაგან ჩრდილოდ კერძო. და საზღვარნი იმათისანი და საზღვარნი ჩრდილოჲსანი.

18პირისპირ აღმოსავალთასა და აღმოსავალთა მიმართ საშუალ ავრანიტიდოჲსა და საშუალ დამასკოჲსა და საშუალ ღალასიტიდოჲსა და საშუალ ქუეყანასა ისრაჱლისასა იორდანე განასაზღვრებს ზღუად მიმართ; აღმოსავალთაჲთ მიმართ ფინიკოანი, ესენი აღმოსავლთაჲთ მიმართ.

19და სამხრის და სამხრად და ლივად თემანითგან ფინიკოვნისა, ვიდრე წყლამდე მარიმოჲსა, კადეს განვრცომილი ზღჳსა მიმართ დიდისა; ესე საზომი სამხრისა და ლივაჲსაჲ.

20და საზომი ზღჳსა დიდისა, რომელი განჰსაზღვრებს ვიდრე პირისპირადმდე შესავალსა იმათისასა ვიდრე შესავალამდე მისსა, ესენი არიან ზღჳსა მიმართ იმათისა.

21და განისაზღვრეთ ქუეყანა ესე თქუენ, ტომთა ისრაჱლისათა.

22ყავთ ესე წილად თქუენდა და მწირთა მათ, დამკჳდრებელთა საშუალ თქუენსა, რომელთა შვნეს ძენი საშუალ თქუენსა, და იყვნენ თქუენდა, ვითარცა მექუეყანენი ძეთა შორის ისრაჱლისათა: თქუენ თანა იყვნენ მემკჳდრეობასა შინა საშუალ ტომთა ისრაჱლისათა.

23და იყვნენ ტომსა შორის მწირად, მწირთა შორის მათთანათა, მუნ მის ცეთ სამკჳდრებელი მათ, - იტყჳს ადონაჲ უფალი.


წინა თავი შემდეგი თავი