მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ეზეკიელ წინასწარმეტყველი |
თავი 5 |
1და შენ, ძეო კაცისაო, მოიღე თავისა შენისად მახჳლი ლესული, უფროჲს საყუენველისა მკუეცრისა, და მოიგე იგი თავისა შენისად, და აღიღო იგი თავსა შენსა ზედა, და წუერთა შენთა ზედა, და მოიღო თავისა შენისა უღელი სასწორისაჲ და აღწონნე იგინი. 2მესამედი ცეცხლითა დასწუა საშუალ ქალაქისა დასასრულსა თანა დღეთა შეყენებულებისა შენისათასა, და მოიღო მესამედი და დასწუა იგი საშუალ მისსა და მეოთხე დაშჭრა მახჳლითა გარემოჲს მისსა და მესამედი განუბნიო ქარსა და მახჳლი წარმოვსცალო შემდგომად მათსა. 3და მოიხუნე მუნით მცირედნი რიცხჳთა და შეიცვნე იგინი შესამოსლითა შენითა. 4და ამათგან მოიყვანნე მერმეცა და შეჰყარნე იგინი საშუალსა ცეცხლისასა და დასწუნე იგინი ცეცხლითა, მას შინა გამოვიდეს ცეცხლი ყოვლისათჳს სახლისა ისრაჱლისა. 5და ჰრქუა ყოველსა სახლსა ისრაჱლისასა: ამათ იტყჳს ადონაჲ უფალი: ესე იერუსალჱმი, საშუალ წარმართთასა დავდევ იგი და გარემო სოფლები მისი. 6და ჰრქუა, შეცვალნა სამართალნი ჩემნი უშჯულოებად წარმართთაგან და შჯულიერნი ჩემნი სოფლებთაგან გარემოთა მისთა მით, რამეთუ სამართალნი ჩემნი განიშორნეს იგინი და შჯულთა ჩემთა შინა არა ვიდოდეს მათ შინა. 7ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: მიზეზისა წილ თქუენისა წარმართთაგან, გარემოთა თქვენთა, და შჯულიერთა ჩვმთა არა ხჳდოდეთ და სამართალთა ჩემთა არა ჰყოფდით, არამედ არცა სამართალთაებრ წარმართთა, გარემოთა თქუენთაჲსა არა იქმოდეთ. 8ამისთჳს იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე შენ ზედა, და ვყო შენ შორის საშჯელი წინაშე წარმართთასა. 9და ვყუნე შენ შორის, რომელნი არა ვყვენ, და არა ვყუნე მსგავსნი მათნი მერმე და ყოველთათჳს საძაგელებათა შენთა. 10ამისთჳს მამათა შეჭამნეს შვილნი მათნი შორის შენსა და შვილთა შეჭამნენ მამანი მათნი; და ვყუნე შენ შორის მშჯავრნი და განვსთესნე ყოველნი ნეშტნი შენნი ყოვლისა მიმართ ქარისა. 11ამისთჳს ცხოველ ვარ მე, - იტყჳს ადონაი უფალი, ნაცვლად რომელ სიწმიდეთა ჩემთა შეაგინებდი ყოველთა მიერ მოსაწყინელობათა შენთა და ყოველთა მიერ საძაგელებათა შენთა, მეცა განგიშორო შენ, არა ერიდოს თუალი ჩემი, და მე არ შევიწყალო. 12მესამედი შენი სიკუდილითა აღიჴოცოს და მესამედი შენი სიყმილითა მოესრულოს შორის შენსა; და მესამედი შენი მახჳლითა დაეცეს გარემოჲს შენსა; და მესამე შენი ყოველსა ქარსა, განვაბნინე იგინი და მახჳლი წარმოვაცალიერო შემდგომად მათსა. 13და სრულ იქმნეს გულისწყრომაჲ ჩემი და რისხვაჲ ჩემი მათ ზედა და ნუგეშინის-ვსცე და სცნა, ვითარმედ მე უფალი ვიტყოდე შურითა ჩემითა დასრულებასა შინა რისხვისა ჩემისასა მათ ზედა. 14და დაგდვა მე შენ ოჴრად და საყუედრელად წარმართთა შორის გარემოთა შენთა და ასულნი შენნი, გარემოჲსნი შენნი, წინაშე ყოვლისა თანწარმავალისა. 15და იყო გმობა სულთმთქმელ და შიში, წურთა და უჩინოქმნულება და ასულნი შენნი, გარემონი შენნი, წარმართთა შორის გარემოთა შენთა ქმნასა შინა ჩემგან შენ თანა მშჯავრთასა რისხვით და გულისწყრომით, შურისძიებითა გულისწყრომისაჲთა და მხილებათა მიერ, 16მე, უფალი ვიტყოდე, გამოვლენასა შინა სატყორცთა ჩემთა ბოროტთა სიყმილისათასა მათ ზედა, და იყვნენ ნაკლულევანებად და შევმუსრნე სიმტკიცენი პურისა შენისანი; 17და გამოვავლინო შენ ზედა სიყმილი და მჴეცნი ბოროტნი, და გტანჯო მე შენ და სიკვდილი და სისხლი განვიდენ შენ ზედა, და მახჳლი მოვჰჴადო შენ ზედა გარემოჲს, - მე, უფალი, ვიტყოდე. |
წინა თავი | შემდეგი თავი |