მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ეზეკიელ წინასწარმეტყველი
თავი 6

1და იქმნა სიტყუა უფლისაჲ ჩემდამო მეტყუჱლი:

2ძეო კაცისაო, განიმტკიცე პირი შენი მთათა ზედა ისრაჱლისათა და წინაწარმეტყუელებდ მათ ზედა.

3და სთქუა: მთათა ისრაჱლისათა ისმინეთ სიტყუა ადონაი უფლისაჲ! ამათ ეტყჳს ადონაი უფალი მთათა და ბორცუთა და მთხრებლთა და ღელეთა: აჰა, მე მოვჰჴადო თქუენ ზედა მახჳლი და მოისრას მაღალნი თქუენნი;

4და უჩინო იქმნენ მსხუერპლისსაცავნი თქუენნი და შეიმუსრნენ ტაძარნი თქუენნი და დავამჴუნე წყლულნი თქუენნი წინაშე კერპთა თქუენთა;

5და მივსცნე კუეთებანი ძეთა ისრაჱლისათანი წინაშე კერპთა მათთა; და განვაბნინე ძუალნი თქუენნი გარემოჲს მსხუერპლისა საცავებსა თქუენსა;

6ყოველსა შინა სამკჳდრებელსა თქუენსა, და ქალაქნი მოოჴრდენ და მაღალნი უჩინო იქმნენ, რაჲთა მოესრულოს და ცოდოს მსხუერპლისსაცავებმან თქუენმან, და შეიმუსროს და განიბძაროს კერპები თქუენი, და მოისპოს ტაძრები თქუენი და აღიჴოცოს საქმეები თქუენი.

7და დაეცნენ წყლულნი თქუენნი შორის თქუენსა და სცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი.

8და მოვიღო ქმნად თქუენგან განრინებული მახჳლისაგან წარმართთა შორის და განბნევასა შინა თქუენსა სოფლებსა შორის,

9და მომიჴსენონ მე განრინებულთა თქუენგანთა წარმართთა შორის, სადა წარიტყუენნეს, მუნ, რამეთუ ვფუცენ გულსა მათსა განმეძვებულსა ჩემგან და თუალთა მათთა განმეძვებულთა შემდგომად სიმარჯუეთა მათთასა; და ეტყებდნენ პირთა მათთა უკეთურებათათვის, რომელნი ქმნნეს ყოველთა შინა საძაგელებათა მათთა;

10და გულისხმა-ყონ, ვითარმედ მე უფალი არა მედად ვიტყოდე ყოფად მისსა ყოველთა ამათ ბოროტთა.

11ამით იტყჳს ადონაი უფალი, დაიტყუელენ ჴელითა შენითა და იბგერენ ფერჴითა შენითა და თქუ: ვაშა, ვაშა ყოველთა ზედა საძაგელებათა სიბოროტისა სახლისა ისრაჱლისათა! მახჳლისა მიერ და სიყმილისა და სიკუდილისა მიერ დაეცნენ.

12შორიელი სიკუდილითა აღესრულოს და მახლობელი მახჳლითა დაეცეს, და შეპყრობილი და გარეშეცული სიყმილითა მოესრულოს, და შევასრულო რისხვაჲ ჩემი მათ ზედა.

13და სცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი ყოფასა შინა წყლულთა თქუენთასა საშუალ კერპთა თქუენთა, გარემოჲს მსხუერპლისაცავთა თქუენთა, ყოველსა ზედა მთასა მაღალსა და ყოველთა ზედა თხემთა მთათასა, და ქუეშე კერძო ყოველსა ხესა ჩრდილოანსა და ქუეშე კერძო ყოველსა მუხასა ვარჯოანსა, სადა მისცეს მუნ საყნოსი სულნელებისაჲ ყოველთა კერპთა მათთა.

14და განვირთხა ჴელი ჩემი მათ ზედა და დავდვა ქუეყანაჲ უჩინოსაქმნელად და მოსასრველად უდაბნოჲთგნ დევლათაჲსათ, ყოვლისაგან სამკჳდრებელისა მათისა, და შეემეცნენ, ვითარმედ მე ვარ უფალი.


წინა თავი შემდეგი თავი