მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ეზეკიელ წინასწარმეტყველი
თავი 7

1და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

2და შენ, ძეო კაცისაო, თქუ, ვითარმედ ამათ იტყჳს უფალი ადონაი: ქუეყანასა ისრაჱლისასა აღსასრული მოიწიოს, ოთხთა ზედა ფრთეთა ქუეყანისათა.

3მოიწიოს აღსასრული აწ, და მოვიდეს აღსასრული შენ ზედა და შურვიგო შენგან გზათათჳს შენთა, და მიგცნე შენ ზედა ყოველნი საძაგელებანი შენნი.

4არა ერიდოს თუალი ჩემი შენ ზედა, არცა შეგიწყალო მით, რამეთუ გზაჲ შენი შენ ზედა მივსცე და საძაგელებანი შენნი შორის შენსა იყუნენ და სცნა, რამეთუ მე ვარ უფალი, რომელი გგუემ.

5რამეთუ ამას იტყჳს უფალი, უფალი: უკეთურებაჲ ერთი, უკეთურება, ესერა, წარმოდგა.

6აღსასრული მოიწევის, მოიწევის აღსასრული, აღდგომილ იქმნა შენდამი.

7აჰა, მოიწევის აღსასრული, მოიწევის თხზულება შენ ზედა, დამკჳდრებულსა ქუეყანისასა, მოიწევის ჟამი, მოახს დღე არა შფოთებით, არცა სალმობით.

8აწ ახლოჲთ განვჰფენ რისხვასა ჩემსა შენ ზედა და აღვასრულო გულისწყრომაჲ ჩემი შენ შორის, და გსაჯო შენ გზათა შინა შენთა, და მიგცნე შენ ზედა ყოველნი საძაგელებანი შენნი.

9არა ჰრიდოს თუალმან ჩემმან, არცა შევიწყალო მით, რამეთუ გზანი შენნი შენ ზედა მივსცნე და საძაგელებანი შენნი შენ შორის იყუნენ და სცნა, ვითარმედ მე ვარ უფალი, რომელი ვსცემ.

10ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, აღსასრული მოიწიოს, აჰა, დღე უფლისაჲ მოიწიოს, გამოვიდა თხზულება, აღყუავნა კუერთხი, აღდგა გინებაჲ.

11და შემუსროს სიმტკიცე უსჯულოჲსა და არცა შფოთებით, არცა სისწრაფით, და არა მათგან არიან, გონებასა მათსა, არცა შუენიერებაჲ მათ შორის.

12მოვიდეს უფალი, აჰა, დღე უფლისაჲ შობს, აღსასრული მოიწია, აჰა, დღე; მომგებელნი ნუ იხარებნ და განმსყიდელი ნუ გოდებნ მით, რამეთუ რისხვაჲ ყოვლისა მიმართ სიმრავლისა მისისა.

13და მომგებელმან განმსყიდელისა მიმართ არღა მერმე მიაქციოს და არღა მერმე ცხორებასა შინა ცხორებად მისსა, რამეთუ ხილვაჲ ყოვლისამი სიმრავლისა მისისა არ მოაქციოს, და კაცმან თუალთა მისთა წინა ვერ იპყრას.

14დაჰნესტუეთ ნესტუთა მიერ და გამოირჩევდით თანად ყოვლითა და არა არს განმავალი ბრძოლად, რამეთუ რისხვაჲ ჩემი ყოველსა ზედა სიმრავლესა მისსა.

15ბრძოლაჲ მახჳლითა - გარეშე, და სიყმილი და სიკუდილი - შინაგან. ველისზედაჲ მახჳლითა აღესრულოს, ხოლო ქალაქისშინანი სიყმილითა და მახჳლითა მოესრულნენ.

16და განერნენ განრინებულნი მათგან და იყუნენ მთათა ზედა, ვითარცა ტრედნი მღუნავნი; ყოველნი მოსწყდენ კაცადნი უმართლობათა შინა მისთა.

17ყოველნი ჴელნი დაიჴსნენ და ყოველნი ბარკალსხჳლნი შეიბილწნენ ნოტიობითა.

18და გარემოირტყნენ ძაძანი და დაფარნეს იგინი საკჳრველებამან და დასულებამან; და ყოველსა პირსა ზედა სირცხჳლი მათ ზედა და ყოველსა თავსა ზედა სიმტიერე.

19ვეცხლი მათი დაისრიოს უბანთა ზედა და ოქროჲ მათი შეურაცხ იქმნეს. ვეცხლი მათი და ოქროჲ მათი ვერ შემძლებელ იქმნეს განრინებად მათდა დღესა შინა რისხვისა უფლისასა. და სულნი მათნი ვერ განძღენ და მუცელნი მათნი ვერ აღივსნენ, რამეთუ ტანჯვაჲ უსამართლოობათა მათთა იქმნა.

20რჩეულნი სამკაულნი ამპარტავნებად დასხნეს, იგინი და ხატნი საძაგელებათა მათთანი და მოსაწყინელთა მათთანი ქმნნეს მათგან; ამისთჳს მივსცნე იგინი მათ არაწმიდებად.

21და განვსცნე იგინი ჴელთა უცხოთასა დატაცებად იგინი და ბუგრთა ქუეყანისათა - ტყუედ და შეამწიკულნეს იგინი.

22და გარემივიქციო პირი ჩემი მათგან და შეაბილწონ ზედხედვაჲ ჩემი; და შევიდოდიან მათ ზედა უმცველოდ და შეაგინებდენ მათ.

23და ჰყოფდენ შერევასა, რამეთუ სავსე არს ქუეყანაჲ ერითა და ქალაქი - უსჯულოებითა სავსე.

24და მოვიყვანნე ბილწნი იგი წარმართნი და დაუმკჳდრო ტაძრები იგი მათი, დავამჴუა სილაღე ამპარტავანებისა სილაღისა მის მათისა, და შეიგინნენ სიწმიდენი მათნი.

25ლხინება მოვიდეს, და ეძიო მშჳდობა და არა იყოს;

26და ვაებაჲ ვაებასა ზედა და ჰამბავი ჰამბავსა ზედა იყოს; და იძიებოდის ხილვაჲ წინაწარმეტყუელისაგან, და შჯული წარწყმდეს მღდლისაგან და განზრახვაჲ - მოხუცებულისაგან, და არა ჰპოებდენ.

27მეფე იგლოვდეს და მთავარმან შეიმოსოს უჩინოქმნილება და ჴელნი ერისა ქუეყანისაჲსანი დაიჴსნენ; გზათაებრ მათთა უყო მათ და მსჯავრითა მათითა შური ვიძიო მათგან; და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი.


წინა თავი შემდეგი თავი