მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
გოდება იერემიასი |
თავი 3 |
45ალეფ. მე, კაცი მხედველი სიგლახაკისაჲ კუერთხითა გულისწყრომისა მისისაჲთა. 45aშემიწყნარა მე და წიაღმიმიყვანა ბნელსა და არა ნათელსა, 45bრამეთუ ჩემ ზედა მოაქცია, შეცვალა ჴელი მისი ყოველსა დღესა. 46ბეთ. განკაფნა ჴორცნი ჩემნი და ტყავი ჩემი. ძუალნი ჩემნი დამუსრნა სრულიად. 46aაღაშენა ძჳნად ჩემდა, და მომიცვა გარე, თავი ჩემი. 46bრუდუნეულ-ყო, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარნი საუკუნენი. 47გიმელ. აღეშენა მონად ჩემდა და არა განვიდე, დაამძიმა უღელი ქედისა ჩემისა. 47aდა თუმცა რამეთუ ღაღად-ვყო და ვჴმობდე, დააყენა ლოცვა ჩემი. 47bდა ყუნა გზანი ჩემნი მარმაროჲთა, და ალაგნი ჩემნი განრყუნნა. 48დალეთ. და თუ დადარანებულ მექმნა მე იგი, ვითარცა დათჳ დადარანებული და ვითარცა ლომი ფარულსა შინა, 48aმდევნა მე განშორებულსა და განმჭრა მე, დამდვა მე უჩინოქმნილად. 48bგარდააცუა მშჳლდსა თჳსსა და გამწონა მე, ვითარცა განი, საისრედ. 49ჱე. შეაწონა თირკმელთა ჩემთა გესლი კაპარჭთა მისთა, 49aვექმენ საცინელ ყოველსა ერსა, გასაცხრომელ ვიყავ მათა მარადღე. 49bგანმაძღო მე სიმწარითა, დამათრო მე ნავღლითა. 50ოავ. აღმოფხურნა ქვითა კბილნი ჩემნი. და მაჭამა მე ნაცარი. 50aდა განაყენა მშჳდობისაგან სული ჩემი, დამავიწყდა მე კეთილი. 50bდა ვთქუ: წარწყმდა ძლევა ჩემი და სასოებაჲ ჩემი უფლისა მიერ. 51ზაინ. მოვიჴსენე სიგლახაკისაგან ჩემისა და დევნულებისაგან სიმწარისა ჩემისა და ნავღლისა ჩემისა. 51aჴსენებით მოვიჴსენენ იგინი. და დადნეს სული ჩემი ჩვენ ზედა. 51bესე დავიდვა გულსა ჩემსა. ამისთჳს ვესავ მას. 52ჱეთ. წყალობანი უფლისანი მრავალ არიან. არ მომაკლო მე, რამეთუ არ აღესრულნეს მოწყალებანი მისნი. 52aგანაახლენ იგინი, ვითარცა ცისკარი, განთიადისა. განმრავლდა სარწმუნოებაჲ შენი განთიადთა. 52bნაწილ ჩემდა უფალი, - თქუა სულმან ჩემმან, - ამისთჳს დაუთმობ მას. 53ტეთ. სახიერ უფალი მოთმინეთა მისთათჳს, სულმან რომელმან იძიოს იგი. 53aკეთილ არს დათმენაჲ და სასოებაჲ მაცხოვარებისა უფლისაჲ. 53bკეთილ არს მამაკაცისა, ოდეს აღიღოს უღელი სიჭაბუკესა შინა მისსა მძიმე. 54იოთ. დაჯდეს მარტოებით და დადუმნეს, რამეთუ აღიღო თავსა ზედა თჳსსა უღელი მძიმე. 54aმისცა მიწასა პირი თჳსი, უკეთუ არს სასოება თმენისა. 54bმისცეს მცემელსა მისსა ღაწჳ, განძღეს ყუედრებათა მიერ, 55ხაფ. რამეთუ არა საუკუნომდე განიშოროს უფალმან, 55aრამეთუ დამამდაბლებელმან შეიწყალოს სიმრავლისაებრ წყალობისა მისისა. 55bარა მიუგო გულით გამო თჳსით და დაამდაბლნა ძენი კაცთანი. 56ლამედ. დამდაბლებად ქუეშე ფერჴთა მისთა ყოველთა კრულთა ქუეყანისათა, 56aგანდრეკად მშჯავრსა კაცისასა წინაშე პირსა მაღლისასა, 56bდაშჯად კაცი სასჯელსა შინა თჳსსა, უფალმან არა იხილა. 57მემ. ვინ ესრეთ თქუა და იქმნა? უფალმან არა ამცნო. 57aპირისაგან მაღლისა არა გამოვიდენ ძჳრნი და კეთილნი. 57bრად დრტჳნავს კაცი ცოცხალი და მამაკაცი ცოდვისათჳს მისისა. 58ნონ. გამოძიებულ იქმნა გზაჲ ჩუენი და გაიკითხა და მოვიქცეთ უფლისა მიმართ. 58aაღვიხუნეთ გულნი ჩუენნი მაღლისა მიმართ ჴელთა ჩუენთა დამკჳდრებულისა ცასა შინა. 58bჩუენ ვცოდეთ, და უსჯულო ვიქმნენით და შენ არა ლხინება-ჰყავ. 59სამეხ. ზედდაგუფარენ, გულისწყრომითა წარმდევნენ ჩუენ, მომკლენ და არა გუერიდე. 59aზედდაჰბურე ღრუბელი მტკიცე თავსა შენსა ლოცვისათჳს წუხვად ჩემდა და განგებად, 59bსასიტყუელად და საზრახველად გუყვენ ჩუენ შორის ერსა, 60ჳე. აღაღეს ჩუენ ზედა პირი მათი ყოველთა მტერთა ჩუენთა, 60aშიში და დასულება შეგუემთხჳა ჩუენ, აფხურა და შემუსრვა. 60bგარდამოსაქანელნი წყალთანი გარდამოადინნეს თუალთა ჩემთა შემუსრვასა ზედა ასულისა ერისა ჩემისასა. 61აინ. თუალთა ჩუენთა ეურვების და არა დასცხრენ. ნუ იყოფინ ქარვება, 61aვიდრე არა გარდამოიხილოს და იგულოს ზეცით. 61bთუალთა ჩემთა მოაკლდა სულსა თანა ჩემსა უმეტეს ყოველთა ასულთა ქალაქისა ჩემისათა. 62სადე. მომნადირებელთა მომინადირეს, ვითარცა სირი მედად, მტერთა ჩემთა. 62aმოაკუდინა მღჳმესა შინა ცხორებაჲ ჩემი და ზედდადვა ლოდი ჩემ ზედა. 62bზეშთაგარდაეცა წყალი თავსა ზედა ჩემსა, ვთქუ: განმაგდე მე. 63კოფ. ვხადე სახელსა შენსა, უფალო, მღჳმისაგან უქუეშისა. 63aჴმისა ჩემისა გესმა. ნუ დაჰფარავ ყურთა შენთა ვედრებისამო ჩემისა და ღაღადებისა. 63bშეწევნად ჩემდა მოეახლა დღე, რომელსა გხადე შენ. მარქუ მე: ნუგეშინინ. 64რეს. საჯენ, უფალო, სასჯელნი სულისა ჩუენისანი, იჴსენ ცხორება ჩემი. 64aიხილენ, უფალო, აღძრვანი ჩემნი, საჯე სასჯელი ჩემი. 64bიხილე ყოველი შურისძიებაჲ მათი და ყოველნი გულისზრახვანი მათნი ჩემ ზედა. 65სინ. მესმა ყუედრება მათი, უფალო, ყოველნი გულისზრახვანი მათნი ძალად ჩემდა. 65aბაგენი ზედაღდგომილნი ჩემნი და წურთანი მათნი ძჳნად ჩემდა დღე ყოველ, 65bდაჯდომასა მათსა ზედამოიხილე. მე ვიქმენ საჭრტინავ მათდა. 66თავ. იხილე ამპარავანება სულთა მათთა და მიაგე მათ, უფალო, მისაგებელი, უფალო, მახე გულისა მათისაჲ, 66aსაქმეთაებრ ჴელთა მათთაჲსა მიაგე მათ. შეწევნა გულისა ჩემისა რუდუნება მათდა. 66bშენ იგინი სდევნნე რისხვითა და მოასრულნე იგინი ქუეშე კერძო ცისა, უფალო. |
წინა თავი | შემდეგი თავი |