მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
გოდება იერემიასი
თავი 5

1მოიჴსენე, უფალო, რაჲ გუეყო ჩუენ. მოიხილე და იხილე ყუედრება ჩუენი.

2სამკჳდრებელი ჩუენი გარდაიქცა სხუათად, სახლნი ჩუენნი უცხოთად.

3ობოლ ვიქმნენით, ვითარცა არმქონებელნი მამასა. დედანი ჩუენნი ვითარცა ქურივნი.

4წყალსა ჩუენსა ვეცხლითა ვსუემდით, დღეთაგან ჩუენთა შეშათა ჩუენთა საცვალებელითა

5მოვიღებდით ქედსა ზედა, ვიდევნენით, დავშუერით, ვერ განვისუენეთ.

6ეგჳპტემან მისცა ჴელი ასსურს განსაძღებელად პურითა.

7მამათა ცოდეს, და არა არიან და ჩუენ უსჯულოებათა მათთა მოვიხუამთ.

8მონანი გუეუფლნეს ჩუენ, დაჴსნა არა არს ჴელისაგან მათისა.

9სულთა ჩუენთა შორის მოვიღოთ პური ჩუენი, პირისაგან მახჳლისა უდაბნოსაჲსა.

10ტყავი ჩუენი, ვითარცა თორნე, დამრუმნა. შეიოჭა პირისაგან ნიავქარისა სიყმილისაჲსა.

11დედანი სიონს შინა დაამდაბლნეს და ქალწულნი ქალაქთა შორის იუდაჲსათა.

12მთავარნი ჴელებითა მათითა დამოეკიდნეს, პირნი მოხუცებულთანი არა ადიდნეს.

13რჩეულნი წისქჳლთა შინა ფქჳდეს, და ჭაბუკნი ძელთა ზედა ჯუარს-ეცუნეს.

14მოდევნებულნი ბჭისაგან დასცხრეს, და რჩეულნი ფსალმუნთა მათთაგან დაეცნეს.

15დაირღუა სიხარული გულისა ჩვენისაჲ, გარდაიქცა გლოად მწყობრი ჩუენი.

16იგლოვა გჳრგჳნმან თავისა ჩუენისამან. ვაჲ ჩუენ, რამეთუ ვცოდეთ.

17ამისთჳს იქმნა სალმობიერ გული ჩუენი. ამისთჳს დაბნელდეს თუალნი ჩუენნი

18მთასა ზედა სიონსა, რამეთუ უჩინო იქმნა, მელთა განვლეს მის შორის.

19ხოლო შენ, უფალო, საუკუნომდე მკჳდრ ხარ. საყდარი შენი ნათესავად და ნათესავად.

20რაჲსათჳს სრულიად დამივიწყენ ჩუენ? დაგჳტევებ ჩუენ სიგრძედ დღეთად.

21მოგუაქციენ ჩუენ შენდა მომართ, უფალო, და მოვიქცეთ, და განაახლენ დღენი ჩუენნი, ვითარცა წინაწარ,

22რამეთუ განმთხეველმან განმთხიენ ჩუენ, განჰრისხენ ჩუენ ზედა ვიდრე ფრიად.


წინა თავი