მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
იერემია წინასწარმეტყველი
თავი 11

1სიტყვა, რომელი იყო იერემიაჲს მიმართ უფლისა მიერ, და თქუა:

2ისმინე სიტყუა ანდერძისაჲ ამის და სთქუა კაცთა მიმართ იუდაჲსთა და დამკჳდრებულთა იერუსალიმს.

3და იტყოდი მათდამი: ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაილისაჲ: დაწყეულ იყავნ კაცი, რომელმან არა ისმინნეს სიტყუანი ამის ანდერძისანი,

4რომელი ვამცენ მამათა თქუენთა დღესა შინა, რომელსა აღმოვიყვანენ იგინი ქუეყანისაგან ეგჳპტისა, საჴუმილისაგან რკინისა, მეტყუელმან: ისმინეთ ჴმისა ჩემისა, და ყვენით ყოველნი, რომელნიცა გამცნნე თქუენ, და იყვნეთ ჩემდა ერად და მე ვიყო თქუენდა ღმერთად,

5რაჲთა დავამტკიცო ფიცი, რომელსა ვეფუცე მამათა თქუენთა, მიცემად მათდა ქუეყანაჲ მადინებელი სძესა და თაფლსა, ვითარცა დღესა ამას. და მიგება-ყვეს და თქუეს: იყავნ, უფალო!

6და თქუა უფალმან ჩემდამო: წარიკითხენ სიტყუანი ესე ქალაქთა შორის იუდასთა და გარეშე იერუსალიმისა მეტყუელმან: ისმინეთ სიტყვანი ამის ანდერძისანი და ყვენით იგინი,

7რამეთუ წამებით უწამე მამათა თქუენთა დღესა მას, რომელსა გამოვიყვანენ იგინი ქუეყანით ეგჳპტით, და ვიდრე აქა დღედმდე აღიმსთობდ, უწამებდ და ეტყოდე: ისმინეთ ჴმისა ჩემისა, და არა ისმინეს.

8და გარეწარ-ყვნეს სასმენელნი მათნი. და ვიდოდა კაცადი ნებასა გულისა თჳსისა ბოროტისა და მოვიხუენ მათ ზედა სიტყვანი ესე ამის ანდერძისანი, რომელ ვამცენ მათ ყოფად, და არა ისმინეს.

9და თქუა უფალმან ჩემდამო: იპოვა საკრველი კაცთა შორის იუდასთა და დამკჳდრებულთა შორის იერუსალემს.

10მიიქცეს უსამართლოებათა მიმართ მამათა მათთა პირველთასა, რომელთა არა ინებეს სმენად სიტყუათა ჩემთა და, აჰა, ესენიცა ვლენან უკუანა ღმერთთა უცხოთასა მსახურებად მათდა. და განაქარვეს სახლმან ისრაჱლისამან და სახლმან იუდასამან ანდერძი ჩემი, რომელი აღუთქუ მამათა მათთა მიმართ.

11ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მე მოვაწინე მათ ზედა ძჳრნი, რომელთაგან ვერ შემძლებელ იყვნენ გამოსლვად მათგან, და ღაღადებდენ ჩემდამო და არა ვისმინო მათი.

12და ვიდოდიან ქალაქნი იუდაჲსნი და მკჳდრნი იერუსალიმისანი და ღაღადებდენ ღმერთთა მიმართ მათთა, რომელთა-იგი უკუმევენ მათ. ხოლო მათ ვერ იჴსნენ იგინი ჟამსა შინა განშორებისა მათისასა,

13რამეთუ რიცხჳსაებრ ქალაქთა შენთასა იყვნენ ღმერთნი შენნი, იუდა. და რიცხჳსაებრ გამოსავალთა იერუსალიმისათა დააწესნეს ბომონნი, სირცხვილისა საკმეველი კუმევად ბაალისსა.

14და შენ ნუ ილოცავ ერისა ამისთჳს, და ნუ მევედრები მათთჳს ვედრებისა მიერ და ლოცვისა, რამეთუ არა შესმენით იქმნენ ჟამსა შინა, რომელსა მხადოდიან მე, ჟამსა შინა განბოროტებისა მათისასა.

15რად შეყუარებულმან სახლსა შინა ჩემსა ქმნა საძაგელი: ნუ ლოცვანი და ჴორცი წმიდაჲ მოგისპობენ შენგან ბოროტთა შენთა, ანუ ამათ განარინონ?

16ზეთისხილი შუენიერი, ჩრდილკეთილი ხილვით, გიწოდა უფალმან სახელი შენი. ჴმასა ზედა მეტკუეთილობისა მისისა, აღატყდა ცეცხლი მის ზედა, დიდი ჭირი შენ ზედა გინებულ იქმნეს რტონი მისნი.

17და უფალმან ძალთამან, დამნერგველმან შენმან, თქუნა შენ ზედა ძჳრნი უკეთურებისა წილ სახლისა ისრაილისა და სახლისა იუდასსა, რამეთუ ქმნეს თავთა მათთად განრისხება ჩემი, უკუმევდეს რაჲ იგინი ბაალსა.

18უფალო, გულისხმა-მიყავ მე და ვცნა, მაშინ ვიხილენ სიმარჯვენი მათნი.

19მე, ვითარცა კრავმან უმანკომან მოყვანებულმან დაკლვად, არა ვცან. ჩემ ზედა ისიტყუეს გულისსიტყუა ბოროტი მეტყუელთა: მოდით და შეურიოთ ძელი პურსა თანა მისსა, აღვჴოცოთ იგი ქუეყანით ცოცხალთაჲთ, და სახელი მისი არა მოჴსენებულ იქმნეს მერმე.

20უფალო საბაოთ, მსჯელო მართალო, გამომცდელო თირკმელთა და გულისაო, მიხილავსმცა შენ მიერი შურის-გება მათ ზედა, რამეთუ შენდა მიმართ განვაცხადე სამართალი ჩემი.

21ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი კაცთა ზედა ანათოელთა, მეძიებელთა სულისა ჩემისათა, მეტყუელთა: არ წინასწარმეტყუელებდე სახელითა უფლისათა, თუ არა მოჰკუდე ჴელთა მიერ ჩუენთა.

22ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი საბაოთ: აჰა, მე ზედმივიხილო მათ ზედა, ჭაბუკნი მათნი მახვილისა მიერ მოკუდენ და ძენი მათნი აღესრულნენ სიყმილისა მიერ.

23და დანაშთომი არა იყოს მათი, რამეთუ მოვაწინე ძჳრნი მკჳდრთა ზედა ანათოთის თანა წელიწადსა მოხედვისა მათისასა.


წინა თავი შემდეგი თავი