მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
იერემია წინასწარმეტყველი |
თავი 12 |
1მართალ ხარ შენ, უფალო, რამეთუ მიგიგო შენდამი, გარნა სასჯელნი ვთქუნე შენდამი. რად, რამეთუ გზაჲ უთნოთაჲ წარემართების? იეფის ყოველთა უგულებელს-მყოფელთა უგულებელს-ყოფათასა. 2დაჰნერგენ იგინი და განიძირეს. შვილიერ იქმნეს, და ყვეს ნაყოფი. მახლობელ ხარ შენ პირისა მათისა და შორს თირკმელთაგან მათთა. 3და შენ, უფალო, მიცი მე, გამოსცადე გული ჩემი წინაშე შენსა და შეკრიბენ იგინი, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი, უბიწო-ჰყვენ იგინი დღისათჳს დაკლვისა მათისა. 4ვიდრემდის იგლოვდეს ქუეყანაჲ და ყოველი თივაჲ ველისაჲ განჴმეს უკეთურებისაგან დამკჳდრებულთა მას ზედა? უჩინო იქმნეს საცხოვარნი და მფრინველნი, რამეთუ თქუას: არა იხილნეს უფალმან გზანი ჩვენნი. 5შენნი ფერჴნი რბიან და დაგჴსნიან შენ, ვითარ განემზადები ჰუნეთა ზედა? და ქუეყანასა ზედა მშჳდობისასა შენ ესავ, ვითარ ჰყოფ ოხრასა ზედა იორდანისასა? 6რამეთუ ძმანიცა შენნი და სახლი მამისა შენისა, და იგინიცა გეცრუვნეს შენ, და მათცა ჴმა-ყვეს უკანისაგან შენისა, შენ ზედა შეკრბეს, ნუ ირწმუნებ მათდამი, რამეთუ იტყოდიან შენდამი მშჳდობითთა. 7დაუტევე სახლი ჩემი და დავაგდე სამკჳდრებელი ჩემი. მივეც შეყუარებული სული ჩემი ჴელთა მტერთა მისთასა. 8იქმნა სამკჳდრებელი ჩემი ჩემდა, ვითარცა ლომი მაღნარსა შინა. მოსცა ჩემ ზედა ჴმაჲ მისი, ამისთჳს მოვიძულე იგი. 9ნუ ქუაბი აფთრისაჲ სამკჳდრებელი ჩემი ჩემდა, ანუ ქუაბნი გარემოს მისსა? მას ზედა ვიდოდეთ. შეკრიბენით ყოველნი მჴეცნი ველისანი და მოვიდენ ჭამად მისსა. 10მწყემსთა მრავალთა განრყუნეს ვენაჴი ჩემი, შეაბილწებდეს ნაწილსა ჩემსა. მისცეს ნაწილი გულისსათქმელი ჩემი უდაბნოდ მიუალად, 11დაიდვა უჩინო საქნელად წარწყმედისა, ჩემ მიერ უჩინო-ყოფითა უჩინო იქმნა ყოველი ქუეყანაჲ, რამეთუ არა არს მამაკაცი დამდებელი გულსა შინა. 12ყოველთა ზედა ალაგთა უდაბნოსა შორის მოვიდეს საარებულნი, რამეთუ მახჳლმან უფლისამან შეჭამოს კიდითგან ქუეყანისაჲთ და ვიდრე კიდემდე ქუეყანისა არა არს მშჳდობაჲ ყოვლისა ჴორცისა. 13სთესენით იფქლნი და ეკალნი მოიმკენით. ნაწილნი მათნი არსარგებელ ეყვნენ მათ. სირცხჳლეულ იქმნენით სიქადულისაგან თქუენისა, ყუედრებისაგან წინაშე უფლისა, 14რამეთუ ამათ იტყჳს უფალი: ყოველთათჳს მეზობელთა ბოროტთა, შემხებელთა სამკჳდრებელისა ჩემისათა, რომელი განვიკერძე ერი ჩემი ისრაელი, აჰა, მე აღვიხუნე იგინი ქუეყანისაგან მათისა და სახლი იუდაჲსი გამოვიყვანო შორის მათსა. 15და იყოს, შემდგომად გამოყვანებისა მათისა ჩემგან მოვაქციო და შევიწყალნე იგინი და დავამკჳდრნე იგინი კაცადი სამკჳდრებელსა ზედა თჳსსა და კაცადი ქუეყანასა ზედა თჳსსა. 16და იყოს, უკეთუ მსწავლელთა ისწავონ გზაჲ ერისა ჩემისა, ფუცვად სახლისა მიმართ ჩემისა, ცხოველ არს უფალი, ვითარცა ასწავეს ერსა ჩემსა ფუცვად ბაალისა მიმართ, და აღეშენენ საშუალ ერისა ჩემისა. 17ხოლო არა თუ მოიქცენ და მოვსპო ნათესავი იგი მოსპობით და წარწყმედით, - თქვა უფალმან. |
წინა თავი | შემდეგი თავი |