მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
იერემია წინასწარმეტყველი
თავი 14

1სიტყუაჲ უფლისაჲ, რომელი იყო იერემიაჲს მიმართ უწჳმროებისათჳს.

2იგლოვა იუდეამან, და ბჭენი მისნი დაცალიერდეს, და დაბნელდეს ქუეყანასა ზედა, და ღაღადებაჲ იერუსალჱმისაჲ აღვიდა.

3და დიდ-დიდთა მისთა წარავლინნეს ჭაბუკნი მათნი მერწყულად. მივიდეს ჯურღმულთა ზედა, და ვერ პოვეს წყალი და მიაქცინეს ჭურჭელნი მათნი ცალიერად. ჰრცხუენა და კდემულ იქმნეს და დაიფარნეს თავნი მათნი.

4და საქმენი ქუეყანისანი მოაკლდეს, რამეთუ არა იყო წჳმაჲ. სირცხჳლეულ იქმნეს მუშაკნი, დაიფარნეს თავნი მათნი

5ირემნი ველთა ზედა იზუებვოდეს და დაუტევებდეს, რამეთუ არა იყო მწუანე.

6ვირნი ველურნი დადგეს ბორცვთა ზედა, მოიზიდნეს ქარნი, ვითარცა ვეშაპმან. მოაკლდა თუალთა მათთა, რამეთუ არა იყო თივა.

7უკუეთუ ცოდვანი ჩემნი წინადამიდგეს ჩუენ, უფალო, მყვენ ჩუენ სახელისა შენისათჳს, რამეთუ მრავალ არიან ცოდვანი ჩუენნი წინაშე შენსა. შენ შეგცოდეთ.

8თმენაო ისრაჱლისაო უფალო, დაგჳჴსნენ ჟამსა შინა ბოროტსა. რაჲსათჳს იქმენ, ვითარცა რაჲ მსხემი, ქუეყანასა ზედა და ვითარცა მის ქუეყანისა მიმქცევი სავანედ?

9ნუ იყოფი, ვითარცა კაცი მძინარი, ანუ ვითარცა მამაკაცი შემძლებელი განრინებად და შენ ჩუენ შორის ხარ, უფალო. და სახელი შენი ზედწოდებულ არს ჩუენ ზედა. ნუ დამივიწყებ ჩუენ.

10ვსრეთ ეტყჳს უფალი ერსა ამას: შეიყუარეს ძრვაჲ ფერჴთა მათთაჲ და არა ჰრიდეს. და ღმერთმან არ სათნო იყო მათ შორის. აწ მოიჴსენოს უსჯულოებათა მათთაჲ და ზედმიიხილოს ცოდვათა მათთა.

11და თქუა უფალმან ჩემდამო: ნუ ილოცავ ერისა ამისთჳს საკეთილოდ,

12რამეთუ უკუეთუ იმარხვიდენ, არა ვისმინო ვედრებისა მათისაჲ. და უკუეთუ შემოსწირვიდენ ყოვლადდასაწუელთა და მსხვერპლთა, არა სათნო ვიყო მათ შორის, რამეთუ მახჳლისა მიერ და სიყმილისა და სიკუდილისა მე მოვასრულნე იგინი.

13და ვთქუ: მყოფო უფალო მეუფეო! აჰა, წინასწარმეტყუელნი მათნი. წინაწარმეტყუელებენ და იტყჳან. არა იხილოთ მახჳლი და სიყმილი არა იყოს თქვენ შორის, რამეთუ ჭეშმარიტებაჲ და მშჳდობაჲ მივსცე ქუეყანასა ზედა და ადგილსა ამას შინა.

14და თქუა უფალმან ჩემდამო: ცილსა წინაწარმეტყუელებენ წინაწარმეტყუელნი სახელსა ზედა ჩემსა. არა მივავლინენ იგინი, და არა ვამცენ მათ, და არა ვიტყოდე მათდა მიმართ, რამეთუ ხილვათა ცრუთა და მისნობათა და სახრვათა და აღრჩევათა გულისა მათისათა გიწინაწარმეტყუელებენ თქვენ იგინი.

15ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი წინაწარმეტყუელთათჳს: მწინაწარმეტყუელებთა სახელითა ჩემითა და მე არ მოვავლინენ იგინი. რომელნი იტყჳან: მახჳლი და სიყმილი არა იყოს ქუეყანასა ამას ზედა სიკუდილისა მიერ, ვითარცა ვიტყჳ, მოკუდენ და სიყმილისა მიერ, მოესრულნენ წინაწარმეტყუელნი.

16და ერი, რომელთა ეგენი უწინაწარმეტყველებენ მათ, და იყუნენ დაცჳვნებულ საგზაურთა ზედა იერუსალიმისათა პირისაგან მახჳლისა და სიყმილისა. და არა იყოს დამფლველი მათი და ცოლნი მათნი და ძენი მათნი და ასულნი მათნი, და გარდავასხნე მათ ზედა ძჳრნი მათნი.

17და სთქუა მათდა მიმართ სიტყუაჲ ესე: დამოადინენით თვალთაგან თქუენთა ცრემლნი დღე და ღამე და ნუ მოაკლდებინ, რამეთუ შემუსრვითა დიდითა შეიმუსრა ქალწული ასული ერისა ჩემისა და წყლულებითა სალმობიერითა ფრიად.

18გან-თუ-ვიდე ველად, და, აჰა, წყლულებანი მახჳლისანი, და შე-თუვიდე ქალაქად, და აჰა, ტკივილი სიყმილისაჲ, რამეთუ მღდელი და წინაწარმეტყუელი წარვიდეს ქუეყანად, რომელი არა იცოდეს.

19ნუ შეურაცხ-მყოფელმან შეურაცხ-ჰყავ იუდა, და სიონით განეშორა სული შენი. რაჲსათჳს დამცენ ჩუენ? და არა არს ჩუენდა კურნებაჲ? დავითმინეთ მშჳდობისათჳს, და არა არიან კეთილნი ჟამად კურნებისად და, აჰა, შფოთი.

20ვაგრძნენით, უფალო, ცოდვანი ჩუენნი, უსამართლოებანი მამათა ჩუენთანი, ვითარმედ ვცოდეთ წინაშე შენსა.

21დააცხრვე სახელისა შენისათჳს. ნუ წარსწყმედ საყდარსა დიდებისა შენისასა. მოიჴსენე, ნუ განაქარვებ აღთქმასა შენსა ჩუენ თანა.

22ნუ არსა კერპთა შორის წარმართთასა მაწჳმებელი? და უკუეთუ ცამან მოსცეს სიმაძღრე თჳსი, არა შენ ხარა თავადი, უფალი, ღმერთი ჩუენი? და დაგითმობთ შენ, რამეთუ შენ ჰქმნენ ყოველნი ესე.


წინა თავი შემდეგი თავი