მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
იერემია წინასწარმეტყველი
თავი 19

1მაშინ თქვა უფალმან ჩემდამო: ვიდოდე და მოიგე კარაბაჲ, გამოზელილი კეცისაჲ, და მოიყვანენ მოხუცებულთაგან ერისათა და მოხუცებულთაგან მღდელთასა.

2და განხჳდე სამრავალკაცოდ ძეებისა შვილთა მათთასა, რომელი არს წინა კართა ზედა ბჭისა ხარსიდისასა, და წარიკითხენ მუნ ყოველნი სიტყუანი, რომელნიცა ვთქუნე შენდამი.

3და ჰრქუა მათ: ისმინეთ სიტყუა უფლისაჲ მეფეთა იუდაჲსთა და კაცთა იუდაჲსთა და დამკჳდრებულთა იერუსალიმს და შემავალთა ამათ ბჭეთა შინა. ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაილისა: აჰა, მე მოვაწევ ერსა ამას ზედა ძჳრთა, ვიდრეღა ყოველსა მსმენელსა მათსა აღუყივდენ ყურნი მისნი.

4მათ წილ, რომელ დამიტევეს მე, და განაუცხოეს ადგილი ესე, და უკმევდეს ამას შორის ღმერთთა უცხოთა, რომელნი არა იცოდნეს მათ და მამათა მათთა და მეფეთა იუდაჲსთა, აღავსეს ადგილი ესე სისხლებითა უბრალოებითა,

5და უშენნეს მაღალნი ბაალსა დაწუად ძენი მათნი ცეცხლითა ყოვლადდასაწუელად ბაალისა, რომელნი არა ვამცნენ მათ, არცა მომეგონა გულსა შინ ჩემსა.

6ამისთჳს, აჰა, დღენი მოვლენან, - იტყჳს უფალი, - და არა ეწოდოს მერმე ადგილსა ამას დაცემულება და სამრავალკაცო ძისა ენნომისსა, არამედ სამრავალკაცო სრვისა.

7და მოვსრა განზრახვაჲ იუდაჲსი და განზრახვაჲ იერუსალიმისაჲ ადგილსა ამას შინა, და დავსცნე იგინი მახჳლისა მიერ წინაშე მტერთა მათთა და ჴელებსა შინა მეძიებელთა სულებისა მათისათა, და მივსცნე მკუდარნი მათნი საჭმლად მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეყანისათა.

8და დავდვა ქალაქი ესე უჩინოსაქმნელად და სასტჳნვლად. ყოველი თანაწარმვლელი მის ზედა დაწუხნეს და დაისტჳნოს ყოვლისა ამის წყლულებისათჳს.

9და ჭამდენ ჴორცებსა ძეთა მათთასა და ჴორცებსა ასულთა მათთასა და თითოეული ჴორცთა მოყუსისა თვისისათა ჭამდეს გარემოცვულებასა შინა და გარემოდგომილებასა შინა, რომლითა გარემოადგენ მათ მტერნი მათნი და მეძიებელნი სულთა მათთანი.

10და შეჰმუსრო კარაბაჲ წინაშე თვალებსა კაცთა გამოსრულთასა შენ თანა.

11და სთქუა მათდა მიმართ: ამათ იტყჳს უფალი ძალთა: ესრეთ შევმუსრო ერი ესე და ქალაქი ესე, ვითარცა შეიმუსრვის ჭურჭელი კეცისაჲ, რომელი არშესაძლებელ იყოს განკურნებად მერმე, და ტაფეთს თანა დაჰფლვიდენ, რამეთუ არა იყოს ადგილი დაფლვად.

12ესრეთ უყო, - იტყჳს უფალი, - ადგილსა ამას და დამკჳდრებულთა მას შინა მიცემად ქალაქი ესე ქუეყანად დაკუეთებულად.

13და იყვნენ სახლებნი იერუსალიმისანი და სახლნი მეფეთა იუდაჲსთანი, ვითარცა ადგილი დაკუეთებული არაწმიდებათათჳს, რომელნი ქმნნეს სახლთა შინა, რომელთა შინა უკუმევდეს ერდოებსა ზედა მათსა ყოველსა მჴედრობასა ცისასა, დაუგებდეს საგებელთა ღმერთთა უცხოთა.

14და მოვიდა იერემია დაცემულებისაგან ტაფეთისა, ვინაჲ მიავლინა იგი უფალმან წყლულებად მუნ, და დადგა ეზოსა შინა სახლისა უფლისასა და თქვა ყოვლისა მიმართ ერისა.

15ამას იტყჳს უფალი ძალთა, ღმერთი ისრაილისაჲ: აჰა, მე მოვჰჴადნე ქალაქსა ამას ზედა და ყოველთა ზედა ქალაქთა მისთა და დაბათა მისთა ყოველნი ძჳრნი, რომელთა ვიტყოდე მის ზედა, რამეთუ განიფიცხეს ქედი მათი არსმენად სიტყვათა ჩემთა.


წინა თავი შემდეგი თავი