მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
იერემია წინასწარმეტყველი |
თავი 22 |
1ამათ იტყჳს უფალი: ვიდოდე და შთახედ სახიდ მეფისა იუდაჲსსა. და სთქუნე მუნ სიტყუანი ესე. 2და ჰრქუა: ისმინე სიტყუა უფლისაჲ მეფემან იუდაჲსმან, მჯდომარემან საყდარსა ზედა დავითისასა, შენ და ყრმათა შენთა და ერმან შენმან და რომელნი შემოვლენ ბჭეთა. 3ამათ იტყჳს უფალი: ჰყოფდით სასჯელსა და სიმართლესა და განარინებდით მიმძლავრებულსა ჴელისაგან მიმმძლავრებელისა მისისა, და მწირსა და ობოლსა და ქურივსა ნუ ჰმძლავრობთ, და ნუ უთნოებთ და სისხლსა უბრალოსა ნუ დასთხევთ ადგილსა ამას შინა. 4მით, რამეთუ, უკუეთუ მყოფელთა ჰყოთ სიტყუაჲ ესე, და შევიდოდიან ბჭეთა ამის სახლისათა მეფენი და მთავარნი, მსხდომნი საყდარსა ზედა დავითისსა და ზედაღმავალნი ეტლებსა ზედა და ცხენებსა, იგი და ყრმანი მისნი და ერი მისი. 5ხოლო არა თუ ჰყუნეთ სიტყუანი ესე, თავისა ჩემისადმი ვფუცე, - იტყჳს უფალი, - ვითარმედ მოსაოჴრებელად იყოს სახლი ესე. 6რამეთუ ამათ იტყჳს უფალი ძჳნად სახლისა მეფისა იუდაჲსისა: გალაად, შენ ხარ ჩემდა დასაბამ ლიბანისა, უკუეთუ არა დაგდვა შენ უდაბნოდ ქალაქებად არდამკჳდრებულებად, 7და მოვაწივნე და წმიდა-ვყვნე შენ ზედა მომსრველნი: მამაკაცი და ცული მისი, და მოჰკუეთნენ რჩეულნი ნაძუნი შენნი და შეყარნენ ცეცხლსა. 8და განვიდენ წარმართნი მრავალნი ქალაქისა ამის მიერ. და თქუას კაცადმან მოყუსისა მიმართ თჳსისა: რაჲსათჳს უყო უფალმან ესრეთ ქალაქსა ამას დიდსა? 9და ჰრქუან: მათ წილ, რომელ დაუტევეს ანდვრძი უფლისა ღმრთისა მათისა და თაყვანის-სცეს ღმერთთა უცხოთა და ჰმსახურეს მათ. 10ნუ სტირთ მომკუდარსა, ნუცა ეგლოვთ მას, და იტირეთ ტირილით განმავალი, რამეთუ არღა მოიქცეს მერმე, არცა იხილოს ქუეყანაჲ მამულისა მისისა 11მით, რამეთუ ამათ იტყჳს უფალი სელიმის ზედა, ძისა იოსიაჲსსა, მეფისა იუდაჲსსა, რომელი მეფობდა იოსიას წილ მამისა მისისა, რომელი გავიდა ადგილისა ამისგან, არა უკმოიქცეს მუნ არა მერმე, 12რამეთუ ადგილსა მას, რომელსა გარდაასახლეს იგი, მუნ მოკუდეს და ქუეყანა ესე არა იხილოს მერმე. 13ჵ მაშენებელსა სახლისა თჳსისასა არა სიმართლისა მიერ და ქორებსა თჳსსა არგანკითხვისა მიერ. მის მიერ მოყუასი მისი მოქმედებს მედად და სასყიდელსა მისსა არ მისცემს მას. 14მეტყუელი: უშენე თავსა შენსა სახლი ზომითი-ქორები სანიავოები, განგებულებისა სტუენად და მონივთულები ნაძჳთა, განგლესილები წარნაქითა. 15ნუ ჰმეფობ, რამეთუ შენ განსძჳნდი აქაზისებრ, მამისა შენისა. არა ჭამონ და სუან; და ქმნაჲ მსჯავრისა და სიმართლისა კეთილისაჲ არა ცნეს. 16არა საჯეს სასჯელი მდაბალთაჲ, არცა სასჯელი დავრდომილისაჲ. არა ესე არსა შენგან ვერცნობა ჩემი? - იტყჳს უფალი, - 17რამეთუ შენდა, აჰა, არა არიან თუალნი, არცა გული შენი კეთილ, არამედ ანგაჰრებასა ზედა შენსა, და სისხლსა ზედა უბრალოსა დათხევად მისსა და ცილისწამებასა ზედა, და უსამართლოებასა, და მკლველობასა ქმნად მათდა. 18ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი იოაკიმის ზედა, ძისა იოსიასსა, მეფისა იუდაჲსსა: ვაჲ კაცსა ამას ზედა, არა ეტყებდენ მას. ვაჲ მე, უფალო, და ვაჲ მე, ძმაო, და ვაჲ მე, დაო, არცა სტიროდიან მას, ჵ საყუარელო! 19დაფლვითა ვირისათა დაეფლას, და-რაჲ-ლპეს, ვითარცა სკორე, განითხიოს მიერ კერძო ბჭესა იერუსალიმისასა. 20აღვედ ლიბანსა ზედა და ღაღად-ყავ და ბასანადმი მიეც ჴმაჲ შენი და ჴმა-ყავ წიაღკერძოდ მიმართ ზღჳსა, შეიმუსრნეს ყოველნი ტრფიალნი შენნი. 21ვიტყოდე შენდამი დაცემულებასა შინა შენსა და სთქუ: არა ვისმინო შენი. ესე არს გზაჲ შენი სიჭაბუკით შენითგან, რამეთუ არა ისმინე ჴმისა ჩემისა. 22ყოველთა მწყემსთა შენთა ჰმწყსის ქარი და ტრფიალნი შენნი ტყუეობად მიმართ წარვიდენ, რამეთუ მაშინ შეირცხჳნო და უპატივო იქმნე ყოველთაგან მიყუართა შენთა. 23დამკჳდრებულმან შორის ლიბანსა, დაბუდებულმან ნაძუთა ზედა სულთ-ითქუნე მოსლვასა შენდა სალმობათა, ვითარცა შობადისათასა. 24ცხოველ ვარ მე, - იტყჳს უფალი, უკუეთუ ქმნით იქმნეს იექონია, ძე იოაკიმისი, მეფე იუდაჲსი, აღმონაბეჭდავ ჴელისა ჩემისა მარჯუენისა, ვითარმედ მუნითგან გამოგფხურა შენ. 25და მიგცე შენ ჴელებსა მეძიებელთა სულისა შენისათასა და ჴელებსა, რომელთა შენ იშიშვი, პირისაგან მათისა ჴელსა შინა ნაბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილონისა და ჴელსა შინა ქალდეველთასა. 26და განგაგდო შენ და დედაჲ შენი, მშობელი შენი, ქუეყანად სხუად, ქუეყანადმი, რომელსა არა იშვენით, მუნ, და მუნ მოჰკუდეთ. 27ხოლო ქუეყანად, რომელსა იგინი ილოცვენ სულითა მათითა, არა მოიქცენ. 28შეურაცხ-იქმნა იექონია, ვითარ ჭურჭელი, რომლისა არა არნ საჴმარება მისი, რამეთუ განიგდო იგი და თესლი მისი, და განიჴადა ქუეყანად, რომელი არა უწყოდა. 29ქუეყანაო, ქუეყანაო, ქვეყანაო, ისმინე სიტუაჲ უფლისა! 30ამათ იტყჳს უფალი: დაწერე მამაკაცი ესე, განაქიქე კაცი, რამეთუ არა აღორძნდეს თესლისა მისისაგან, კაცი მჯდომარე საყდარსა ზედა დავითისსა, მთავარი მერმეცა იუდას შორის. |
წინა თავი | შემდეგი თავი |