მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
იერემია წინასწარმეტყველი
თავი 25

1სიტყუა ქმნილი იერემიაჲს მიმართ ყოველსა ზედა ერსა, წელსა მეოთხესა იოაკიმისსა, ძისა იოსიაჲსსა, მეფისა იუდაჲსა, ესე წელიწადი პირველი ნაბუქოდონოსორ მეფისა ბაბილონისა.

2სიტყვა, რომელ თქუა იერემია წინაწარმეტყუელმან ყოვლისა მიმართ ერისა იუდეაჲსსა და დამკჳდრებულთა მიმართ იერუსალიმისათა მეტყუელმან.

3მეათცამეტით წლითგან იოსია ძისა ამონისსა, მეფისა იუდაჲსსა, და ვიდრე დღისამდე ამის ოცსადასამსა წელსა იქმნა სიტყვა უფლისაჲ ჩემდამო. და ვიტყოდე თქუენდამი აღმსთობი და მეტყუელი, და არა ისმინეთ.

4და მივავლინენ თქუენდამი მონანი ჩემნი წინაწარმეტყუელნი. ცისკარს მივავლენდ და არა ისმინეთ, და არა მოჰყვენთ ყურნი თქუენნი სმენად.

5და ვთქუ: მოიქეცით კაცადი გზისაგან თჳსისა ბოროტისა და ბოროტთაგან სიმარჯუეთა თქუენთა, და დაემკჳდრენით ქუეყანასა ზედა, რომელი მიგეც თქუენ და მამათა თქუენთა საუკუნითგან და ვიდრე საუკუნომდე.

6და ნუ ხუალთ უკანა ღმერთთა უცხოთა მსახურებად მათდა და თაყვანის-ცემად, რაჲთა არა განმარისხოთ მე საქმეთა მიერ ჴელთა თქუენთაჲსა განბოროტებად თქუნდა.

7და არა ისმინეთ ჩემი, - იტყჳს უფალი, - რამეთუ განმარისხეთ მე საქმეთა მიერ ჴელთა თქუენთა განსაბოროტებელად თქუენდა.

8ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი ძალთა: ვინაჲთგან არა ირწმუნეთ სიტყუათა ჩემთა,

9აჰა, მე მივავლენ და მოუწოდ ყოველთა ტომთა ბღუარისათა, - იტყჳს უფალი, - და ნაბუქოდონოსორ, მეფე ბაბილონისაჲ, მონაჲ ჩემი, და მოვაწინე იგინი ქუეყანასა ამას ზედა, და დამკჳდრებულთა ზედა მისთა და ყოველთა ზედა ნათესავთა გარემოჲსთა მისთა და მოვაოჴრნე იგინი და მივსცნე იგინი უჩინოსაქმნელად, და სასტჳნველად და საყუედრელად საუკუნოდ.

10და წარვწყმიდო მათგან ჴმაჲ სიხარულისაჲ და ჴმაჲ შუებისაჲ, ჴმაჲ სიძისაჲ, და ჴმაჲ სძლისაჲ, და ჴმაჲ საფქველისაჲ, და ნათელი ბაზმაკისაჲ.

11და იყოს ყოველი ესე ქუეყანაჲ განსაქარვებელად და ჰმონებდენ წარმართთა შორის მეფისა ბაბილონისასა სამეოცდაათ წელ.

12და -რა-ესრულნენ სამეოცდაათნი წელნი, შური ვიძიო მეფესა ზედა ბაბილოვანელთასა და ნათესავისა მის, - იტყჳს უფალი, - და დავსხნე იგინი განსაქარვებელად საუკუნოდ.

13და მოვაწინე ქუეყანასა მას ზედა ყოველნი სიტყვანი ჩემნი, რომელთა ვიტყოდე ძჳნად მისსა, და ყოველნი დაწერილნი წიგნსა ამას, და რაოდენნი წინაწარმეტუელნა ძჳნად ყოველთა ნათესავთა,

14რამეთუ ჰმონეს მათ შორის, რამეთუ დაიმონენ იგინიცა ნათესავთა მრავალთა და მეფეთა დიდთა, და მივაგო მათ საქმეთა მათთაებრ და სიმარჯუეთა.

15ესრეთ თქვა უფალმან ღმერთმან ისრაილისამან ჩემდამო: მიიღე სასუმელი ღჳნისა ურწყოსაჲ ამის ჴელისაგან ჩემისა, და ასუა ყოველთა ნათესავთა, რომელთა მიმართ მე მიგავლენ შენ მათდამი.

16და სუან, დასთხიონ და განბორგნენ პირისაგან მახჳლისა, რომელსა მე მივავლენ შორის მათსა.

17და მოვიღე სასუმელი ჴელისაგან უფლისა, და ვასუ ყოველთა ნათესავთა, რომელთა მიმართ მიმავლინა მე უფალმან მათ ზედა.

18იერუსალიმსა და ქალაქთა იუდაჲსთა და მეფეთა მისთა, და მთავართა მისთა დასხმად იგინი მოსაოჴრებელად და უვალად, და სასტჳნველ და საწყევარად დღისა ამისებრ:

19და ფარაოს, მეფისა ეგჳპტისასა, და ყრმათა მისთა და დიდ-დიდთა მისთა და ყოველსა ერსა მისსა,

20და ყოველთა თანმრევთა მისთა და ყოველთა მეფეთა ქუეყანისა უცხოტომთაჲსათა, და ასკალონსა, და ღაზასა, და აკკარონსა, და ნეშტსა აზოტისასა,

21და იდუმეასა, და მოაბიტელსა, და ძეთა ამმონისთა,

22და ყოველთა მეფეთა ტჳროსისა და სიდონისათა, და ყოველთა მეფეთა ჭალაკთასა წიაღკერძოთა ზღჳსათა,

23და დედანსა, და თემანსა, და როსსა და ყოველსა გლისპსა პირისპირ მისსა,

24და ყოველთა მეფეთა არაბიაჲსათა და ყოველთა თანმრევთა, რომელნი მევანეობენ უდაბნოს შინა,

25და ყოველთა მეფეთა ზამერისთა, და ყოველთა მეფეთა ელამისათა, და ყოველთა მეფეთა მიდთა, და სპარსთასა.

26და ყოველთა მეფეთა აპლთიოტაჲსათა, მახლობელთა და შორიელთა, კაცადსა ძმისა მიმართ მისისა და ყოველთა მეფობათა პირისზედათა ქუეყანისათა. და მეფემან სისახ სუას შემდგომად მათსა.

27და სთქუა მათდა მიმართ: ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაილისაჲ, ყოვლისა მპყრობელი: სუთ და დაითრვენით, დასთხიეთ და დაეცენით, და არა აღსდგეთ პირისაგან მახჳლისა, რომელი მე მივავლინო საშუალ თქუენსა.

28და იყოს, ოდეს არ ენებოსყე მიღება სასუმელისაჲ ჴელისაგან შენისა, რაჲთა სუან. და ჰრქვა მათ: ესრეთ თქუა უფალმან: მსმენელთა სუთ,

29რამეთუ, აჰა, ქალაქისაგან, რომელსა ზედა იწოდა სახელი ჩემი მის ზედა, მისგან ვიწყო მე ბოროტებად. და თქვან: განწმედითა განწმდით, არავე განსწმდეთ, რამეთუ მახჳლსა მოუწეს მე ყოველთა ზედა მსხდომარეთა ქუეყანასა ზედა, - თქუა უფალმან ძალთამან.

30და შენ წინაწარმეტყუელებდ მათ ზედა სიტყვათა ამათ ჩემთა. და სთქუა მათდა მიმართ. უფალი მაღლით გამოცხადებულ-ჰყოფს, და წმიდისაგან სამკჳდრებელისა მისისა მოსცეს ჴმაჲ თჳსი, სიტყვასა გამოცხადება-ჰყოფს ადგილისაგან თჳსისა და იგინიცა, ვითარცა საწნეხელისმწნეხელნი მიუგებენ ყოველთა მიმართ მსხდომარეთა ქუეყანასა ზედა.

31მუნ მოსრვაჲ კერძოსა ზედა ქუეყანისასა, რამეთუ სასჯელი უფლისაჲ წარმართთა შორის. საჯოს მან ყოვლისა მიმართ ჴორცისა, ხოლო უთნონი მიეცნენ მახჳლსა, - იტყჳს უფალი.

32ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან: აჰა, ძჳრნი მოვლენ ნათესავისაგან ნათესავისა მიმართ და გრიგალი დიდი გამოვალს დასასრულით ქუეყანისათ.

33და იყვნენ წყლულებანი უფლისა მიმართ დღესა შინა უფლისასა, კერძოჲსაგან ქუეყანისა მიკერძოდმდე ქუეყანისა. არა დაბურენ, არცა შეკრბენ და არა დაეფლნენ, ვითარცა სკორენი ქუეყანისანი, იყვნენ.

34ღაღად-ყავთ მწყემსთა და ჴმა-ყავთ და იტყებდით ვერძნი ცხვართანი, რამეთუ სრულ იქმნნეს დღენი თქუენნი დაკლვადმი და განბნევანი თქუენნი, და დაეცნეთ, ვითარცა ვერძნი რჩეულნი.

35და წარწყმდეს სილტოლა მწყემსთაგან და მაცხოვარება ვერძთაგან ცხოვართაჲსა.

36ჴმაჲ ღაღადებისა მწყემსთასა და ღაღადება ვერძებისა ცხოვართასა, რამეთუ მოსპნა უფალმან საძოარნი მათნი.

37და დააცხრვნა კეთილნი მშჳდობისანი პირისაგან რისხვისა გულისწყრომისა უფლისა.

38დაუტევა კაცადმან, ვითარცა ლომმან, საყუდელი თჳსი, რამეთუ იქმნა ქუეყანა მათი უვალ პირისაგან რისხვისა მახჳლისა დიდისა და პირისაგან რისხვისა გულისწყრომისა მისისა.


წინა თავი შემდეგი თავი