მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
იერემია წინასწარმეტყველი
თავი 26

1დასაბამსა მეფისა იოაკიმისსა, ძისა იოსიაჲსსა, მეფისა იუდაჲსსა, იქმნა სიტყვა ესე უფლისა მიერ მეტყველი.

2ესრეთ თქვა უფალმან: დადეგ ეზოსა შინა სახლისა უფლისასა და აუწყო ყოველსა იუდასა მომავალთა თაყვანის-ცემად შორის სახლისა უფლისა. ყოველნი სიტყუანი, რომელნი გიბრძანენ შენ უწყებად მათდა, ნუ დააკლებ სიტყვასა.

3ნუუკუე ისმინონ და მოიქცენ კაცადი გზისაგან თჳსისა ბოროტისა და დავსცხრე მე ბოროტთაგან, რომელთა ვსიტყუავ მე ყოფად მათდა ბოროტთათჳს სიმარჯვეთა მათთა.

4და სთქვა მათდა მიმართ: ესრეთ იტყჳს უფალი: არა თუ ისმინოთ ჩემი სლვად შჯულთა შინა ჩემთა, რომელნი მივსცენ წინაშე პირთა თქუენთა,

5სმენად სიტყუებსა ყრმათა ჩემთა წინაწარმეტყუელთასა, რომელთა მე მივავლენ თქუენდა განთიად, და მივავლინენ და არა ისმინეთ

6და მივსცე სახლი ესე, ვითარცა სილომი, და ქალაქი ესე მივსცე საწყევარად ყოველთა წარმართთა ყოვლისა ქუეყანისათა.

7და ისმინეს მღდელთა და ცრუწინაწარმეტყუელთა და ყოველმან ერმან იერემიასაგან თქმასა ამათ სიტყუათასა სახლსა შინა უფლისასა.

8და იყო, და-რაჲ-სცხრა იერემია მეტყუელი ყოველთაჲ, რომელნი უბრძანნა მას უფალმან თხრობად ყოვლისა ერისა, და შეიპყრეს იგი მღდელთა და ცრუწინაწარმეტყუელთა და ყოველმან ერმან მეტყუელმან: სიკუდილითა მოკუდეს,

9რამეთუ წინაწარმეტყუელებდი სახელითა უფლისათა მეტყუელი: ვითარცა სილომი იყოს სახლი ესე, და ქალაქი ესე მოოჴრდეს მკჳდრთაგან და განკრბა ყოველი ერი ირემიას ზედა, სახლსა შინა უფლისასა.

10და ესმა მთავართა იუდაჲსთა სიტყუათა ამათ, და აღვიდეს სახლისაგან მეფისა სახლად უფლისა, და დასხდეს წინა კართა ბჭეთა კარვისა უფლისათასა.

11და თქუეს მღდელთა და ცრუწინაწარმეტყუელთა მთავართა მიმართ და ყოვლისა ერისა მეტყუელთა: სასჯელი სიკუდილისაჲ კაცსა ამას, რამეთუ იწინასწარმეტყუელა ძჳნად ქალაქისა ამის, ვითარცა გესმა ყურითა თქუენითა.

12და თქუა იერემია მთავართა მიმართ და ყოვლისა ერისა მეტყუელმან: უფალმან მომავლინა მე წინაწარმეტყუელებად სახლსა ამას ზედა და ქალაქსა ამას ზედა ყოველთა ამათ სიტყუათა, რომელნი გესმნესყე.

13და აწ უმჯობეს-ყვენით გზანი თქუენნი და საქმენი თქუენნი და ისმინეთ ჴმისა უფლისა ღმრთისა თქუენისაჲ, და დასცხრეს უფალი ძჳრთაგან, რომელნი თქუნა თქუენ ზედა.

14და, აჰა, მე ჴელთა შინა თქუენთა, მიყავთ მე, ვითარ შეჰგავს, და ვითარ უმჯობეს-გიჩნსყე თქუენ.

15არამედ მცნობელთა ცანთ, მო-თუ-მკლათ მე, ვითარმედ სისხლსა უბრალოსა თქუენ მისცემთ თქუენ ზედა და ქალაქსა ამას და დამკჳდრებულთა ზედა მას შინა, რამეთუ ჭეშმარიტებით მომავლინა მე უფალმან თქუენდა მიმართ თქუმად ყურთა შორის თქუენთა ყოველთა ამათ სიტყუათა.

16და თქუეს მთავართა და ყოველმან ერმან მღდელთა მიმართ და ცრუწინაწარმეტყუელთა მიმართ: არა არს კაცისა ამის სასჯელი სიკუდილისა, რამეთუ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲთა იტყოდა ჩუენდამო.

17და აღდგეს კაცნი მოხუცებულთა ქუეყანისათანი და თქუეს ყოველსა შესაკრებელსა ერისასა მეტყუელთა:

18მიქეა მორათელი იყო წინაწარმეტყუელ დღეთა შინა ეზეკია მეფისა იუდაჲსთა, და ჰრქუა ყოველსა ერსა იუდაჲსსა მეტყუელმან: ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან: სიონი, ვითარცა ყანაჲ, მოერქუნოს და იერუსალემი, ვითარცა ხილისსაცავი, იყოს, და მთაჲ სახლისაჲ იყოს სერტყ მაღნარისა.

19ნუ მომკლველმან მოკლა იგი ეზეკია, მეფემან იუდაჲსმან, და ყოველმან იუდამან? არა, რამეთუ შეიშინეს უფლისა და რამეთუ ევედრნეს პირსა უფლისასა, და დასცხრა უფალი ბოროტთაგან, რომელნი თქუნა მათ ზედა, და ჩუენ ვქმნენით ძჳრნი დიდნი სულთა ჩუენთა ზედა.

20და კაცი ვინმე იყო მწინაწარმეტყუელებელი სახელითა უფლისათა, ურია, ძე სამეასი, კარიათიარიმით, და წინაწარმეტყუელებდა ქალაქსა ამას ზედა და ქუეყანისა ამისთჳს ყოველთაებრ სიტყუათა იერემიასთა.

21და ესმა მეფესა იოაკიმს და ყოველთა ძლიერთა მისთა და ყოველთა მთავართა სიტყუანი მისნი, და ეძიებდეს მოკლვად მას. და ესმა ურიას და შეეშინა, და ივლტოდა და შევიდა ეგჳპტედ.

22და განავლინნა მეფემან იოაკიმ იელდათარ, ძე ოხრისი, და კაცნი მის თანა ეგჳპტედ.

23და გამოიყვანეს იგი მიერ და მოიყვანეს იგი მეფისა მიმართ იოაკიმისსა. და მოკლა იგი მახჳლითა და შთააგდო იგი სამარესა ძეთა ერისა მისისათასა,

24გარნა ჴელი აქიკამისი, ძისა საფანისი, იყო იერემიაჲს თანა არამიცემად, იგი ჴელთა ერისათა, არმოკლვად იგი.


წინა თავი შემდეგი თავი