მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
იერემია წინასწარმეტყველი
თავი 28

1და იქმნა წელსა დასაბამით მეფე-ყოფასა სედეკია მეფისა იუდაჲსსა, წელსა მეოთხესა, თთუესა შინა მეხუთესა, თქუა ანანია, ძემან აზორისმან, ცრუწინაწარმეტყუელმან გაბაონელმან სახლსა შინა უფლისასა, - წინაშე თუალებსა მღდელთასა და ყოვლისა ერისასა მეტყუელმან.

2ესრეთ თქვა უფალმან ღმერთმან ისრაილისამან: შევმუსრე უღელი მეფისა ბაბილონისაჲ.

3შემდგომად ორისა წლისა დღეთა, და მოვაქციო მე ადგილსა ამას ყოველი ჭურჭლები სახლისა უფლისაჲ, რომელ წარიღო ნაბუქოდონოსორ, მეფემან ბაბილონისამან, ამის ადგილისაგან და შეიღო იგი ბაბილონად.

4და იექონია, ძე იოაკიმისი, მეფისა იუდაჲსი, და ყოველი გასახლება იუდაჲსი, რომელნი მივიდეს ბაბილონად, მე მოვაქციო ამასვე ადგილსა - თქუა უფალმან ეგრე, - და იექონია და ნატყუენავი იუდაჲსი, რამეთუ შევმუსრო უღელი მეფისა ბაბილონისაჲ.

5და თქუა იერემია ანანიაჲს მიმართ ცრუწინაწარმეტყუელისა: წინაშე თუალებსა მღდელთასა და ყოვლისა ერისა მდგომარეთასა სახლსა შინა უფლისასა.

6და თქუა იერემია წინაწარმეტყუელმან: ჭეშმარიტად ეგრეთ ყავნ უფალლმან, დაამტკიცენ უფალმან სიტყვა შენი, რომელსა შენ წინაწარმეტყუელებ, მოქცევად ჭურჭელთა სახლისა უფლისათა და ყოვლისა განსახლებისათა ბაბილონით ადგილისა ამის მომართ.

7თჳნიერ ისმინეთ სიტყვა უფლისაჲ, რომელსა ვიტყჳ მე ყურთა მომართ თქუენთა და ყურთა მომართ ყოვლისა ერისათა:

8წინაწარმეტყუელნი, ქმნილნი უწინარეს ჩემსა და უწინარესნი თქუენსა საუკუნითგან, წინაწარმეტყუელებდეს ქუეყანასა ზედა მრავალსა და მეფობათა ზედა დიდთა ბრძოლისათჳს და ძჳრთა და სიკვდილისა.

9წინაწარმეტყუელი, რომელი წინაწარმეტყუელებდა მშჳდობად მოსლვასა სიტყჳსასა, იცნობებოდა წინაწარმეტყუელი, რომელი მოავლინა მათდა უფალმან სარწმუნოდ.

10და მოიხუნა ანანია წინაშე თვალებსა ყოვლისა ერისასა საჴივნი ქედისაგან იერემია წინაწარმეტყუელისა და შემუსრნა იგინი.

11და თქუა ანანია წინაშე თვალთა ყოვლისა ერისათა მეტყუელმან: ესრეთ თქუა უფალმან: ესრეთ შევმუსრო უღელი ნაბუქოდონოსორ მეფისა ბაბილონელისანი დღეთა შინა ორთა წელიწადთასა ქედისაგან ყოველთა ნათესავთაჲსა.

12და წარვიდა იერემია წინაწარმეტყუელი გზასა თჳსსა და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ იერემიაჲს მიმართ შემდგომად შემუსრვისა ანანია ცრუწინაწარმეტყუელისა საჴივთაჲსა ქედისაგან მისისა მეტყუელი.

13ვიდოდე და თქუ ანანიაჲს მიმართ მეტყუელმან: ესრეთ თქუა უფალმან: საჴივნი შეშისანი დაჰმუსრენ და ვქმნნე მათ წილ საჴივნი რკინისანი.

14რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერმან ისრაილისამან: უღელი რკინისაჲ დავსდევ ქედსა ზედა ყოველთა ნათესავთასა, რაჲთა უქმოდიან ნაბუქოდონოსორს, მეფესა ბაბილოვნისასა, და მონებდენ მას, და მჴეცნიცა ველისანი მი-ვე-ვსცენ მას.

15და ჰრქუა იერემია წინაწარმეტყუელმან ანანიას ცრუწინაწარმეტყუელსა: ისმინე, ანანია, არა მოგავლინა შენ უფალმან და შენ მოსავ-ჰყავ ერი ესე ცრუთა ზედა.

16ამისთჳს ესრეთ თქუა უფალმან: აჰა, მე განგავლენ შენ პირისაგან ქუეყანისა თჳთ ამას საუკუნესა მოსიკვდიდ, რამეთუ განდრეკაჲ სთქუ უფლისა მიმართ.

17და მოკვდა ანანია ცრუწინაწარმეტყუელი მას წელიწადსა შინა, თთუესა მეშჳდესა.


წინა თავი შემდეგი თავი